x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რადგან ეკო ფანგანი ასეთი განცხადებას აკეთებს, ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ"- რას წერს ნოდარ მელაძე

image


"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, ეკო ფანგანის მიერ, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ ის ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ:


"სპეციალური საგამოძიებო სამსახური • სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყავნი, ეკატერინე ფანგანი დაბადებული1979.05.*** აცხადებს, რომ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა პირადი ანგარიშსწორება იყო. რადგან ქალბატონი ეკატერინე ფანგანი ასეთი განცხადებას პირდაპირ ეთერში აკეთებს, ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ.


ეკატერინე ფანგარნი რეგისტრირებულია საქართველო, ქალაქი თბილისი, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა***** საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით კი თავდამსხმელთა ნაწილი სწორედ ამავე მისამართის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობს. გამოძიებამ უნდა მოიპოვოს, ეკო ფანგანის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაადგინოს გამოძიებით დღემდე დადგენილ პირებთან მისი კავშირი, მიმოწერა და სატელეფონო კომუნიკაცია, რაც შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს.


მტკციებულებების განადგურების ან მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკის გამო, საგამოძიებო მოქმედებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა ჩაატაროს დაუყონებლივ. ამ საჯარო განცხადების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების განადგურებას, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას, ამიტომ მნიშვენელოვანია ამოღებული იყოს, მოქალაქე ეკატერინე ფანგანის მობილური ტელეფონი, რომელიც გადაიგზავნება ექსპერტიზაზე (კალიბრაცია) ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი და შესაძლო წაშლილი მიმოწერების აღსადგენად.


მაკა ჩიხლაძე როგორც დაზარალებულად ცნობილი პირი უფლებამოსილია გაეცნოს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რასაც მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს გეგმავს. ამიტომ ჩვენ დავიტერესდებით რა სახის ჩვენებას მისცემს მოქალაქე ეკატერინე ფანგანი აღნიშნულ საქმეზე."- ვკითხულობთ ნოდარ მელაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს, ასევე ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძესაც.

ჩიხლაძის თქმით, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც შეიტყო, რომ ტერიტორიაზე, უცნობი პირები ადამიანებს აქციაზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.


"ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკები ესხმოდნენ თავს ადამიანებს და არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის შესაძლებლობას. რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება.

მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მე ვხედავდი აქ გოგოებსაც, რომლებმაც ჩანთები ააგლიჯეს და გარდა იმისა, რომ წიხლები ურტყეს, ჩანთები წაართვეს. აქვე იდგა პატრული და აღარ არიან. მიკროფონიც წაიღეს, კამერაც, რას იღებ შე ბ..ო, პირდაპირ ასე მომმართეს", - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.







0
1467
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1467