x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? - 7 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXIII-აშშ)

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXIII


გიგანტური გასაბერი "პინოქიო" Macy's მე-13 "მადლიერების დღის" აღასანიშნავად ნიუ-იორკში, 1937 წელი.


ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.მადლიერების დღის პირველი აღნიშვნის თარიღი და ადგილი სადავოა. თუმცა, მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად აღინიშნა პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს. მადლიერების დღე როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით.


XX საუკუნეში პირველი "მადლიერების დღის" აღლუმი გაიმართა 1924 წლის 27 ნოემბერს. მაშინ Macy's მაღაზიის თანამშრომლები პირველად გამოვიდნენ ქუჩებში .ღონისძიება იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.



image


ბავშვები მუშებად მუშაობენ შესაფუთ ქარხანაში. ბალტიმორი, მერილენდი, 1909 წ.


არავის აინტერესებდა, რომ ისინი ბავშვები იყვნენ. სამუშაო ძალა და მორჩა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრება ადვილი არ იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1941 წელს გაუქმდა.

image

მისის მართა სუ მაკკეუნი, ნორუალოკადან, ამოწმებს საკუთარ Ford Galaxy-ის დაზიანებებს, იგი მაღალი სიჩქარით შევარდა გამყოფ ბარიერზე. აშშ, 1962 წ.


იმ ეპოქის მანქანები განსხვავებული და უფრო მყარი იყო. "მანქანას არაფერი სჭირს, უბრალოდ შეცვალეთ "დაზიანებული" მძღოლი და მზადაა წასასვლელად!"


image


რიგი საკვებზე "წითელი ჯვრის" პუნქტთან დიდი დეპრესიის დროს პლაკატის ფონზე: "არ არსებობს ცხოვრების სხვა გზა, ამერიკულს გარდა". ოჰაიო, 1937 წ.


როგორც ხედავთ, რიგში სულ შავკანიანი ამერიკელები დგანან, რადგან 30-იან წლებში, სეგრეგაციის გამო, შავკანიანებს ნაკლებად ასაქმებდნენ. რა თქმა უნდა, ყველა დაბალი კლასის სერვისის სეგმენტი მათთვის იყო განკუთვნილი, დანარჩენი პროფესიები კი თეთრკანიანებისთვის იყო. და რადგანაც თეთრკანიანებსაც კი უჭირდათ სამუშაოს შოვნა დიდი დეპრესიის დროს, შავკანიანებს მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, რიგში დამდგარიყვნენ რაღაც უფასო ლუკმა-პურისთვის.


image

მოძრავი ქოხი სატვირთო მანქანაზე, ამოჭრილი ერთი დიდი მორისგან. სიეტლი, ვაშინგტონი", 1920 წ.

მორისგან დამზადებული ასეთ ხის სახლებს იყენებდნენ ძირითადად ხის მჭრელები .

image


ტურისტების ჯგუფი ლას ვეგასში აკვირდება ბირთვული ბომბის გამოცდას(1953)

თითქმის ყველა გაშიშვლებულია, სახეები აფეთქებისკენაა მიმართული, რათა ბირთვული რუჯი თანაბრად გადაუნაწილდეთ სხეულზე. ეს სასტუმრო სახელწოდებით "უკანასკნელი საზღვარი" მდებარეობს შეერთებულ შტატებში, შტატი ნევადის სამხრეთში ლას-ვეგასიდან ჩრდილო-დასავლეთით 105 კილომეტრში . 1950-იან წლებში აქ ხშირად იმართებოდა ბირთვული ბომბის გამოცდა.

image

მობილური გეოლოგიური ლაბორატორია - MOLAB მთვარის მანქანის პროტოტიპი. General Motors, 1965 წ.

ატმოსფეროს გარეთ მუშაობის სირთულე ხშირად იწვევდა ნასას მანქანების საკმაოდ უცნაურ დიზაინს, მაგრამ რამდენიმე მათგანი იყო უფრო უცხო, ვიდრე ეს მობილური მთვარის საველე ლაბორატორია კოსმოსური ეპოქის აყვავების დროიდან. სამწუხაროა, რომ იგი სხვა პლანეტებზე არასოდეს გასულა.


წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0