კაბები ცნობილი ქალები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ 50 ევრომდე ღირებულების კაბებში 17 დეკემბერი, 21:40 წითელი ხალიჩა ცნობილი ადამიანების პოზირების და ფოტოგრაფირების სინონიმი გახდა, სადაც ძვირადღირებული დიზაინერული ნივთები აცვიათ. მაგრამ ყველა ცნობილი ქალი ძვირადღირებული ტანსაცმლის მოყვარული არ არის. 2019 წელს ემილი რატაკოვსკმა ბევრი აღაფრთოვანა, როცა ჟურნალ Harper's Bazaar-ის პრესტიჟულ წვეულებაზე Icons გამოჩნდა Zara-ს კაბაში, რომელიც დაახლოებით 48 ევრო დაუჯდა. მან ამაყად იპოზიორა ასიმეტრიულ წითელ კაბაში, რომელიც აჩვენებდა მის ქალურ ფიგურას და ყველას დაუმტკიცა, რომ საჭირო არ არის კოლოსალური თანხის დახარჯვა, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებოდე.ანჯელინა ჯოლიმ ეს დაამტკიცა ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა ნიუ-იორკში მისი ფილმის „ძლიერი გული“ პრემიერაზე გამოჩნდა ვინტაჟურ შავ კაბაში, რომელიც ლოს-ანჯელესის Wasteland-ის მეორადებში იყიდა სულ რაღაც 26 დოლარად ანუ დაახლოებით 23 ევროდ. ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა ოქროსფერ კაბაში, რომელიც ლოს-ანჯელესში Melrose Place-ში ფასდაკლებაზე იყიდა 40 დოლარად, ანუ დაახლოებით 38 ევროდ. ზოგიერთ ცნობილ ქალბატონს ნამდვილად მოსწონს ქუჩის სტილის უფრო ხელმისაწვდომი ბრენდები, რომლებსაც ატარებენ პირად მომენტებში, წითელ ხალიჩაზე თუ სხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე. და ამის არ რცხვენიათ. გაიგეთ, რომელ ცნობილ ქალებს უყვართ ხელმისაწვდომი სამოსის ტარება და რომელი კაბებისთვის იხდიან 50 ევროზე ნაკლებს. ბლეიკ ლაივლი 2005 წელს Teen Choice Awards-ის ცერემონიაზე გამოჩნდა კაბაში, რომელშიც 12 ევრო გადაიხადა. ევა მენდესს 2001 წელს თავის პირველ წითელ ხალიჩაზე ეცვა მეორადებში ნაყიდი კაბა, რომელშიც სულ რაღაც 6 ევრო გადაიხადა. ნიკოლ რიჩმა 2015 წელს Baby2Baby-ის გალა კონცერტისთვის შეარჩია H&M-ის 38 ევროს ღირებულების კაბა. დრიუ ბერიმორს 2010 წელს წითელ ხალიჩაზე ეცვა Janine-ს კაბა, რომელშიც 23 ევრო გადაიხადა მეორადების მაღაზიაში. ლანა დელ რეი Variety Awards 2021-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა Girlfairy-ის 44 ევროს ღირებულების კაბით. ზენდეია Daya-ს 40 დოლარიან კაბაში 2017 Kids Choice Awards-ის დაჯილდოებაზე. ემი ადამსი 2017 წელის ჯიფონის კინოფესტივალზე Vince Camuto-ს 48 ღირებულების კაბაში. ასევე დაგაინტერესებთ: 15 ვარსკვლავი, რომელთაც მოჰბეზრდათ ჩვეულებრივი სამოსი და გაბედეს ექსპერიმენტები 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება 14 ვარსკვლავის სამოსი, რომელიც სავსე იყო საიდუმლო მნიშვნელობით და ვერ შევამჩნიეთ 15 ვარსკვლავი, რომლებმაც აირჩიეს ისეთი გასაოცარი ფეხსაცმელი, რომ კონკიასაც შეშურდებოდა 656 შეფასება არ არის |