კაბები 14 ვარსკვლავის სამოსი, რომელიც სავსე იყო საიდუმლო მნიშვნელობით და ვერ შევამჩნიეთ 2024, 16 ივნისი, 21:28 ![]() ხანდახან ვუყურებთ ვარსკვლავების ჩაცმულობას და ვფიქრობთ: „კარგი, კაბა და კაბა“. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის ქამარი საკუთარი თავისადმი სიყვარულის ოდად და რევოლუციად იქცა, ხოლო მთელი ჩაცმულობა სხვა ადამიანის პატივისცემის ნიშანია. სწორედ ასეთ ნიშნებს ვეძებდით. ლუპიტა ნიონგოს კაბა ოსკარის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კაბად ითვლება. ნაზი ცისფერი შეფერილობა უმიზეზოდ არ აურჩევია. მსახიობს ეს ფერი მშობლიურ ნაირობს აგონებს. ![]() სხვათა შორის, ერთ-ერთი ბეჭედი, ბაყაყის ფორმის, სპეციალურად მისთვის შეიქმნა. თურმე ბაყაყი მსახიობის ოჯახის თილისმაა და ამით ბეჭედი სახლის კიდევ ერთი შეხსენება გახდა. ![]() 2019 წლის Met Gala-ზე ჯიჯი ჰადიდის კაბის დიზაინერმა აღიარა, რომ თავისი ქმნილებით პატივი მიაგო მომღერალ შერს. ![]() ელე ფენინგის ჯადოსნური კაბა თითქოს ჩიტებს უჭირავს. ზუსტად ისე, როგორც მულტფილმში „კონკია“, რომელიც თითქმის 70 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა. ![]() კიმ კარდაშიანის საკულტო კაბა, გამაოგნებლად გამოკვეთილი წელით ვარსკვლავის მშობლიური შტატის მინიშნება იყო. ოქროსფერი ქვიშა, ოკეანე და კიმი, თითქოს ახლახან წყლიდან ამოსული. ![]() 2021 წელს კაია გერბერმა პატივი მიაგო ბიანკა ჯაგერს და პატარა დეტალებამდე გაიმეორა 1981 წლის ჩაცმულობა. მათ შორის ვარცხნილობაც. ![]() კენდალ ჯენერის ჩაცმულობაც ლეგენდაზე მინიშნება იყო. ![]() 2021 წელს ზენდეიამ ჩაიცვა ზუსტად იგივე კაბა, რომელშიც ბიონსემ მთელი მსოფლიო მოხიბლა თავისი ჰიტით „Crazy in Love”. ![]() ![]() ბლეიკ ლაივლი Met Gala 2022-ის ცერემონიაზე გამოჩნდა კაბით, რომელიც სავსე იყო მინიშნებებით. ![]() დუა ლიპამ „გრემის“ ცერემონიისთვის აირჩია კაბა, რომელშიც სინდი კროუფორდი უკვე ბრწყინავდა. 30 წლის წინ. ![]() ![]() სარა ჯესიკა პარკერის 2022 წლის Met Gala-ს სამოსი არა მხოლოდ წარმოაჩენდა მე-19 საუკუნის მოდას. ![]() უმა თურმანის ჩაცმულობა ოსკარზე უბრალოდ ელეგანტურად და კლასიკურად გამოიყურებოდა. შემდეგ დაიწყო ცეკვა სცენაზე ჯონ ტრავოლტასთან ერთად და „მაკულატორაზე“ მინიშნება აშკარა გახდა. ![]() „გრემის“ 62-ე დაჯილდოებაზე გვენ სტეფანი წარსდგა კაბით, რომელიც მთლიანად ნიჟარებით დაფარული იყო. ![]() 1997 წელს მერაია კერი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა მოკლე ტოპით და ქვედაბოლოთი თვალწარმტაცი ჭრილებით. ამ სამოსს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩანს. ![]() მეგან მარკლმა არაერთხელ დაარღვია სამეფო ტრადიციები და მისი ჩაცმულობა ვაჟის დაბადების შემდეგ გამონაკლისი არ გახდა. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 20 ყველაზე კაშკაშა ჩაცმულობა Met Gala 2024-დან, რომლებმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 16 მაგარი სამოსი, რომელიც სრულიად განსხვავებულად გამოიყურება ტანწერწეტა მოდელებზე და ვარსკვლავებზე 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო 17 ვარსკვლავი, რომლებმაც საცვალი ტანსაცმლის ქვეშ არ დამალეს, არამედ იმიჯში ოსტატურად ჩასვეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება 428 1-ს მოსწონს |