სხვა 7 ფეტიში , რომელზეც საჯაროდ საუბარი უხერხულია დღეს, 15:47 სექსუალური რევოლუციის წყალობით სექსზე ლაპარაკი აღარავის რცხვენია, მაგრამ ახლაც არის რაღაცეები, რაზეც ჯობია გაჩუმდე. მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ გოგონა უცებ საწოლში გამოგიცხადებთ, რომ მას სათამაშო ფუმფულა დათუნია აღაგზნებს?
სერიოზულად თუ ვიტყვით, ზოგიერთი ფეტიში იმდენად სასაცილო დაუხერხულია, რომ ჯობია მათ შესახებ საიდუმლო საფლავში წაიღოთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ სამარცხვინო გატაცებების შესახებ. მაკროფილია - სექსუალური მიზიდულობა გიგანტების მიმართ კერძოდ, ფეტიში გიგანტი ქალების მიმართ. გასაკვირია, მაგრამ გიგანტ კაცებზე ქალები ნაკლებად ოცნებობენ, მაგრამ ამ ფეტიშის მიმდევარი ძირითადად პლანეტის მამრობითი სქესია. ასეთი კაცები ოცნებობენ მსხვილ და დიდ ქალებზე (რაც უფრო დიდი და მაღალია, მით უკეთესი), რომლებსაც შეუძლიათ მათი „გათელვა". მექანოფილია - მანქანებისადმი ლტოლვა ყველას უყვარს მანქანები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერც წარმოიდგენდით, რომ ვინმეს შესაძლოა ასე ძალიან უყვარდეს ისინი. მექანოფილია მოიცავს არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ მოტოციკლების, სატვირთო მანქანების, ვერტმფრენების და თვით თვითმფრინავებით გატაცებასაც კი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ფეტიში იმდენად გავრცელებულია, რომ მანქანებთან სექსი დანაშაულად ითვლება. ერთმა ედვარდ სმიტმა ერთხელ აღიარა, რომ სექსი ჰქონდა 100-ზე მეტ მანქანასთან. ეს საერთოდ რას ნიშნავს? თუმცა სჯობს არც ვიცოდეთ. პლიშოფილია - რბილი სათამაშოებისადმი ლტოლვა იმდენად სასაცილოა, რომ საყვარელიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თუ ცნობილი პლიშოფილი მოდის თქვენთან სტუმრად, არ დაგავიწყდეთ ყველა საბავშვო სათამაშო კარადაში გადამალოთ. პროქტოფილია - ნაწლავური აირებით აგზნება დიახ, სწორად მიხვდით - ეპროქტოფილებს აღაგზნებს უკანალიდან გაზის გამოშვება. უმეტეს შემთხვევაში, ეს პროცესი ხდება ურთიერთობაში უსიამოვნობის და ჩხუბის მიზეზი, მაგრამ არა ამ ბიჭებისთვის. სახალისო იქნება ლობიოსა და სიმინდის ერთად ჭამა ყოველი სექსუალური აქტის წინ. აგალმატოფილია - ქანდაკებებისადმი ლტოლვა გასაკვირია, რომ ეს გადახრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. აგალმატოფილებს იზიდავთ არა მხოლოდ ქანდაკებები, არამედ ნებისმიერი სხვა უსულო საგანი, რომელიც ადამიანს წააგავს - თოჯინები, მანეკენები. ხანდახან ამ ადამიანებს ქანდაკებასთან სექსზე ფიქრი აღაგზნებთ, მაგრამ უმეტესად სურთ, პარტნიორი ქანდაკებად აქციონ. რაც, თუ დაფიქრდებით, კიდევ უფრო უცნაურია. დენდროფილია - ხეებისადმი ლტოლვა მართლაც, რატომაც არა - იმდენი სახეობის ხეა, ერთთან შეიძლემა მაინც გაგიმართლოს. ხუმრობა იქით იყოს - ეს არის ამაზრზენი სექსუალური გადახრა. თუ იპოვით ახლობელს, რომელიც ვთქვათ წიფლის ხეს ეხუტება, არ იფიქროთ, რომ ვაჟა-ფშაველას "ხმელი წიფელით" არის შთაგონებული. ეგზოფილია - ლტოლვა უცხოპლანეტელების მიმართ ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, რომ ამაში უცნაური და სასაცილო არაფერია, მაგრამ, ერთი წამით დაფქირდით, ვინმე როცა "ავატარის" და "გალაქტიკის მცველების" ლამაზმანებზე ფიქრობს, აქ მართლაც თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ გამხდარი ტიპები გიგანტური თავებით და დიდრონი თვალებით უფრო კლასიკური ისტორიებიდან. აღარ არის ასეთი მიმზიდველი, ხომ? მაგრამ ზოგიერთს მოსწონს. 187 1-ს მოსწონს
|