x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა#ვეს" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კალაძის მიერ დაანონსებული ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებასა და შემდეგ საახალწლო ღონისძიების გადადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"თანმიმდევრულობით და სიმშვიდით მოვხნავთ ამათ ყამირ ტვინებს. წამოიწყეს პროვოკაცია ისე, რომ ტვინი დიდად არ გაუნძრევიათ. ბოლო მომენტში როცა იძულებულნი გახდნენ გაენძრიათ, მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა@ვეს. მიყვარხართ ყველა, ვინც დარაჯობთ ამ ქვეყანას ორ კვირაზე მეტია."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რომ გუშინ, პარლამენტის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.


"მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, " - განაცხადა თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ბოლო წუთებამდე პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებას გეგმავდა.


გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მას შესთავაზა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიება ორბელიანის სასახლის წინ გადაეტანა. როგორც ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რაიმე პროვოკაციის მოხდენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დაეკისრებოდა.




0
272
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
272