საზოგადოებრივი 10 მითი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც დიდი ხანია უარყოფილია 17 დეკემბერი, 13:19 სამყაროს შესახებ პირველ წარმოდგენებს მშობლების და ბებია–ბაბუისგან ვიღებთ და მათ ნათქვამში ეჭვი არ გვეპარება... ბავშვობიდან არაერთი მითი და ლეგენდა გვსმენია. შემდეგ კი ვიზრდებით და ირკვევა, რომ მაგელანს მსოფლიოს გარშემო მაგელანს არ უმოგზაურია, ხოლო ლონდონის ცნობილი კოშკი, სულაც არ არის ბიგ–ბენი... და ეს ყველაფერი არ არის! 1. უძველეს დროში, პირამიდების იერი, დღევანდლისგან განსხვავდებოდა... ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში, პირამიდების ბლოკებით მშენებლობის პროცესია აღწერილი, მაგრამ არსად წერია, რომ თავიდან ეს ნაგებობები ნარინჯისფერი კი არა, თეთრი იყო. პირამიდები ზემოდან თეთრი ფილებით იყო მოპირკეთებული და ისე პრიალებდა, რომ მისგან არეკლილი მზის სხივი, ათეულობით კმ–ს დაშორებით ჩანდა. 2. ევერესტი — ყველაზე მაღალი მთა არ არის ევერესტის სიმაღლე 8848 მ–ია და ის ყველაზე მაღალ მთად ითვლება მსოფლიოში. სინამდვილეში, ყველაზე მაღალი მთა — მანუა-კეაა (ჰავაურად, თეთრი მთა), რომელიც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე — 10203 მ-ია, მაგრამ მთის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. უფრო კონკრეტულად, ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 4 205 მ–ია. 3. ჩინეთის კედელი კოსმოსიდან არ ჩანს ამ კედლის სიგანე მხოლოდ 6 მ-ია და ის კოსმონავტებისთვის და ხელოვნური თანამგზავრებისთვის, რომლებიც პლანეტის თავზე, გარკვეულ ორბიტაზე მოძრაობენ, შეუმჩნეველი რჩება. მითი იმის შესახებ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს, – ჩინური კედელია, უფრო მეტი ტურისტის მისაზიდად, თავად ჩინელებმა გაავრცელეს. სინამდვილეში, კოსმოსიდან მხოლოდ განათებული ქალაქების და ინდოეთ-პაკისტანის საზღვრის დანახვა შეიძლება. ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს, რომ ქვეყნებს შორის გასამხედროებული საზღვარი აღმართეს. საზღვარი, რომლის სიგრძე 2900 კმ-ია, ისე ძლიერ არის განათებული, რომ ნარინჯისფერი სინათლის ზოლი კოსმოსიდანაც კი ჩანს. 3. ბიგ–ბენი ის არ არის, რაც ჩენ გვგონია... გასაკვირია, რომ ბრიტანეთშიც კი, ზოგიერთი, ცნობილ კოშკს საათით, ჯერ კიდევ ბიგ ბენს უწოდებს. სინამდვილეში, ეს ზარის სახელია, რომელიც საათში ერთხელ რეკავს. კოშკს კი, სხვა სახელი აქვს — მას 2012 წლიდან "ელისაბედის კოშკი" ჰქვია.
4. ოზონის ხვრელი, როგორც ასეთი, არ არსებობს პანიკა 1984 წელს დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა, სამხრეთ პოლუსზე, პლანეტის ოზონის შრეში ხვრელი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგი კი, ასეთი იყო — ყველაფერში დამნაშავე ქლოროფტორნახშირბადები იყო, რომელსაც აეროზოლების დასამზადებლად იყენებდნენ. 3 წლის შემდეგ, 1987 წ. მონრეალის პროტოკოლმა საშიში ნივთიერებების წარმოება აკრძალა და ხვრელი მაშინვე დაპატარავდა. აქამდე მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ჩვენ, ადამიანებს, არაფერი გვაქვს საერთო ოზონთან და ეს ბუნებრივი პროცესის შედეგი, რომელიც მეცნიერებისთვის, უბრალოდ ცნობილი არ არის. ამასთან, რატომღაც, ხვრელი ანტარქტიდაზე იყო და არა მჭიდროდ დასახლებული რეგიონების თავზე, რაც ასევე იწვევს გარკვეულ აზრებს. 5. წყალი — დენს არ ატარებს გავრცელებული მითის თანახმად, წყალი დენის კარგი გამტარია. სინამდვილეში, დენს წყალი კი არა, მასში გახსნილი მინერალები ატარებს და რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით უფრო კარგი გამტარია წყალი. ხოლო, დისტილირებული წყალი დენს საერთოდ არ ატარებს. 6. სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის ავტორი მხოლოდ ნ. კოპერნიკი არ არის პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ, ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი არისტარქე სამოსელი (ძვ.წ.აღრ. 310-230 წწ.) იყო და ეს, კოპერნიკამდე, 1800 წლით ადრე მოხდა. მან უბრალოდ კი არ განაცხადა, რომ ჩვენი პლანეტა მზის ირგვლივ ბრუნავს, არამედ, დედამიწიდან მზემდე მანძილიც კი გაზომა. ჩვენთვის ჰელიოცენტრული სისტემის ავტორად ნ. კოპერნიკი (1473 – 1543 წწ.) ითვლება, მაგრამ ამ თეორიის ფორმირებაში სხვა მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი: კოპერნიკის თეორია გერმანელმა მათემატიკოსმა ი. კეპლერმა (1571 – 1630 წწ.) სრულყო და დაასრულა. ის 10 წლის მანძილზე, დანიელი ასტრონომის ტ. ბრაგეს (1546 – 1601 წწ.) მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე მუშაობდა და თავისი ნაშრომი – «სამყაროს ჰარმონია», წიგნის სახელით, 1619 წ. გამოსცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კეპლერის ნაშრომში, კოპერნიკისეულმა სამყაროს მოწყობის სისტემამ ცვლილება განიცადა. ახალი თეორიის მიხედვით, პლანეტები მზის ირგვლივ ელიფსზე მოძრაობდნენ და არა წრეზე, როგორც ამას ნ. კოპერნიკი ამტკიცებდა. მაგრამ, კეპლერის თეორიასაც ჰქონდა ნაკლი, – ის არ პასუხობდა კითხვაზე, თუ რა აიძულებდა პლანეტებს, ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას. «სამყაროს ჰარმონიის» გამოსვლიდან, 50 წლის შემდეგ (1687 წ.), ი. ნიუტონმა (1642 –1727წწ.), კეპლერის თეორია ბოლომდე მიიყვანა, – მან გრავიტაცია, ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა აღმოაჩინა. 7. მკვდარი ზღვა — მსოფლიოში ყველაზე მლაშე წყალსაცავი არ არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველაზე მლაშე წყალი მკვდარ ზღვაშია, სიმართლეს არ შეესაბამება. მასში მარილიანობა 300 — 350 პრომილია. ხოლო, დონ-ჟუანის ტბის მარილიანობა, რომელიც ანტარქტიდაზე მდებარეობს, მკვდარი ზღვის მარილიანობას 1, 3–ჯერ აღემატება და 402 ‰–ია. ამიტომ, ამ ტბის წყლები -50 გრადუსამდე ყინვაშიც კი არ იყინება. 8. ტყეები — პლანეტის ფილტვები არ არის სინამდვილეში, ყველაზე მეტ ჟანგბადს მსოფლიო ოკეანის მწვანე წყალმცენარეები გამოიმუშავებენ. მათზე ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 80% მოდის. დანარჩენი 20% კი, ტყეებზე. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ტყეში წარმოებული მაცოცხლებელი აირის დიდი ნაწილი, იქვე რჩება. ჩვენ კი, ოკეანეში გამომუშავებული ჟანგბადით ვარსებობთ. 9. ალმასი გატეხა შესაძლებელია მითის, ალმასის "უძლეველობის" შესახებ, დღემდე ბევრს სჯერა. მაგრამ, სინამდვილეში, რამდენადაც მტკიცეა ეს ქვა, იმდენად მყიფეა... და საკმარისია ჩაქუჩით ერთი "მსუბუქი" დარტყმა და დიდი ალმასისგან ბევრი პატარა ალმასი მიიღება. 10. ფერნანდო მაგელანს არასდროს უმოგზაურია მსოფლიოს გარშემო ნუნიეს დე ბალბოამ წყნარი ოკეანე ("სამხრეთის ზღვასთან") 1513 წ. სან-მიგელის ყურესთან (პანამა) მდებარე მთიდან დაინახა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ, სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს "სამხრეთის ზღვასთან" აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციელების შესაძლებლობაში ესპანეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ ოკეანეს შორის გასასვლელის მოძებნა ადვილი არ იყო. ბოლოს, აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდა. ამასთან, გამუდმებით ძლიერი ქარი უბერავდა. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გავიდა: "ვიქტორია" და "ტრინიდადი". გემებმა წყნარი ოკეანე გადალახეს და აზიის აღმ. სანაპიროს მიადგნენ. ფერნანდო მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ხოლო, ესპანელები სამშობლოში, 1522 წ. სექტემბერს, 1 გენით და 18 კაციანი ეკიპაჟით დაბრუნდნენ, რომლის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო იყო. სწორედ მან შემოუარა პირველმა დედამიწას. მაგრამ, მისი სახელი, ბევრმა არ იცის. არხის სხვა სიახლეები:* შეუძლებელი – შესაძლებელია – გინესის 12 რეკორდ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* მათი ასაკი, ნამდვილად რომ დაუჯერებელია... და მათი ახალგაზრდობის საიდუმლო* ზოგს ავტომობილის ფასი კი აქვს – ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიშები* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები361 1-ს მოსწონს
|