სხვა რას ამბობდა ალენ დალესი ჯერ კიდევ 1945 წელს 13 დეკემბერი, 17:06 დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ ყველაფერს, რაც კი გვაბადია მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს. იქ ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი.
როგორ? ჩვენ ვიპოვნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს თვით რუსეთში. ერთი მეორეზე მიყოლებით ეპიზოდებად გათამაშდება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული ტრაგედიები ყველაზე უფრო ურჩი ხალხის, რუსი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის.
ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ თანდათან მოვუსპობთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანთ გადავაჩვევთ, ჩავუკლავთ მისწრაფებას შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრებს (ხელოვანთ), რომლებიც დანერგავენ ადამიანის შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს - ერთი სიტყვით, ყველაფერ ამორალურს.
ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად, შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების, მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას, ბიუროკრატიზმი აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე. პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და არავისთვის საჭირო აღარ იქნება, იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა... უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთიმეორისადმი. უსირცხვილობა, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა - ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით.
მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით; მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი, ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს. აი ასე გავაკეთებთ ამას." ალენ დალესი - ამერიკის ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ხელმძღვანელი
1945 წელი
212 1-ს მოსწონს
|