x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სიმართლე ზაზა ოქუაშვილის მხარესაც არის! ჯერ მადლობა ვუთხრათ!.. ეს არ დაგვავიწყდეს“ - თაკო ჩარკვიანი

image

.

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მთავარი არხის ირგვლივ აგორებულ დაძაბულ ვითარებაში გაერკვა და სიმართლე ზაზა ოქუაშვილის მხარესაც არის. ის ასევე თვლის, რომ ოქუაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თავადვე წერს და საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

.

ჩემი რჩევა მეგობრებო !!! გავეცანი (ზედაპირულად ცხადია) მთავარი არხის გარშემო შექმნილ ვითარებას, ვფიქრობ გამოსავალი ლანძღვა და თავდასხმები არ არის, არამედ მოლაპარაკება, მით უფრო (ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ და არ დაგვავიწყდეს) ყველას გვახსოვს უმძიმეს ვითარებაში, მაშინ, როცა რუსთავი 2 წაართვეს და ტვ მთავარი შეიქმნა ზაზა ოქუაშვილის უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდაჭერა, ტვ იბერიის ბაზაზე უმოკლეს დროში შეიქმნა ტვ მთავარი. მახსოვს ეთერშიც კი ვისხედით და ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული იყო და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ამ ბიზნესმენის საქციელის გამო - მისი მისამართით…. ამდენი ხანია ტვ მთავარი დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ასე უნდა გაგრძელდეს …..
.
ახლა გონივრულია არა გამწვავება და სადავო “სამზარეულოს გამოფენა”, არამედ მოლაპარაკება, მით უფრო მოვისმინე და წავიკითხე ზაზა ოქუაშვილის განცხადება, რომ მას არხის დახურვაზე არ უფიქრია და ამბობს ”ეს საშიშროება არხს არ შეექმნება და ხელშეკრულებითაც არ ვერეოდი და ვერევი სარედაქციო პოლიტიკაშიო და მე, არც ახლა ვაპირებდი რაიმესო”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა ახლა, ამ ძნელბედობის ჟამს და ცხადია გამიხარდა… ამიტომ ჩემი რჩევააა, არა გამწვავება, არამედ ჯერ მადლობა ოქუაშვილს - დიდი მადლობა ამდენი წლის მხარდაჭერისთვის და შემდეგ საუბრის გაგრძელება (მით უფრო სიმართლე ამ კაცის, ამ ბიზნესმენის მხარესაც არის უთუოდ, ობიექტურად ასეა, ნიუანსებში - გარჩევაში არ შევალ)
.
მოკლედ, ვის რა მოეწონება ამ ჩემს სტატუსში ნაკლებად მაინტერესებს …. ტვინის-გონის განძრევის შემთხვევაში და თუ ცოტა პრაგმატულადაც მიუდგებით, ზედ კეთილსინდისიერებასაც თუ მივაშველებთ, ყველა მიხვდება ამ ჩემს გულისტკივილით ამოთქმულ რჩევას, კარგი იქნება გამომომდინარე ამ უმძიმესი ვითარებიდან ბოროტი და რუსული მართვის სტილით ხელისუფლების არსებობის დროს, რომლის მოცილებაც გვინდა დროულად, რადგან კატასტროფაა ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნა!!
.
ეს იქნება გონივრული საქციელი -
ჯერ მადლობა უნდა უთხრათ ამ მძიმე და ურთულესი წლების გამო ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც ოთხი სასამართლო დავა აქვს ივანიშვილთან და მერე დროულად გამოსავლის ძებნაა საჭირო და არამც და არამც ტალახი! არავითარ შემთხვევაში ტალახი, რაც ყოველთვის წამგებიანია ასეთ დროს და ცუდ შედეგს მ ო ი ტ ა ნ ს!!!!!
.
ეს ჩემი გულწრფელი და უნაღდესი რჩევაა ამ ურთულეს ვითარებაში, გათვალისწინება კი მავანთა საქმეა …. -- წერს თაკო ჩარკვიანი.
.
ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს:
.
რა შემზარავია სიჩუმე “ნაცნობებისა”, როცა შენს გარშემო ახალგაზრდების სისხლის ტბაა.
და კიდევ:
ეს პოლიციის უმოქმედობის გარანტიით და იმედად “მორბენალი ძველი ბიჭები”, აი ზუსტად ისე, როგორც 90-იანებში ბანდფორმირებებად რომ დარბოდნენ პოლიციასთან “შეკრულები”, გამახსენეთ რა ერქვათ მაშინ მათ?? მგონი ახლაც იგივე სახელი აქვთ არა?!
.
ნუ თუ პოლიცია არ გვიცავს და არ არსებობს, რა ჰქნას ხალხმა? თავად დაიცავს ხალხი თავის ოჯახებს, შვილებს, საკუთარი ოჯახების დაცვა თავად მოგვიწევს ისე, როგორც ვიცავდით 90-იანებში!!!!!!
.
ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! ალბათ ხვდებით რას ნიშნავს, როცა ადამიანები ოჯახებს თავად იცავენ, სამართალდამცავი სისტემის არარსებობის გამო?!!
ხელისუფლებავ!!!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები!
ფრთხილად! ფრთხილად!
.
დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!!!!!
გონს მოუხმეთ დროულად, ისევ სათქვენოდ !!!!!
არ გაჩერდება ეს პროცესი!!!
დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა !
გონი - დაფიქრება ეს არის გამოსავალი და სწორი გზა!!!!!
.
0
414
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0