ტკბილეული კაკლის მურაბა 2012, 11 აპრილი, 17:12 მასალად საჭიროა:
მწვანე კაკალი(წენგო) - 200ცალი შაქარი - 3კგ თაფლი - 500გრ მიხაკ-დარიჩინი - 50გრ ან ვანილი - 1/2ჩხირი კირი - 3 მუჭი ჯერ კიდდევ მწვანე წენგო გავფცქვნათ, თითოეული ჩხირით ჩავჩხვლიტოთ რამენიმე ადგილას და ჩავყაროთ ცივ წყალში. ერთი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს წყალი ვუცვალოთ. მეშვიდე დღეს წენგო წყლიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ 3-4მუჭი კირი. კირში გავაჩეროთ ერთ დღეს. შემდეგ წენგო დავყაროთ ცხრილზე ან ფლავსაწურზე და დიდხანს ვრეცხოთ ისე, რომ კირის სუნი არ შერჩეს. კარგად გარეცხილი წენგო ჩავყაროთ თაფლით შეტკბილებულ წყალში და ვხარშოთ 15წუთს. შემდეგ წყალი გადავღვაროთ, კაკალი კი ჩავყაროთ სიროპში, რომელიც უნდა მოდუღდეს 3კგ შაქრისა და 20-25 ჩ/ჭ წყლისაგან. ვხარშოთ სანამ კაკალი მოიხარშება და სიროპი საკმაოდ შესქელდება. ხარშვის დროს შიგ ჩავაგდოთ 1/2 ჩხირი ვანილი ან თხელ პარკში გახვეული მიხაკ-დარიჩინი. გაცივების შემდეგ ქილებში ჩავაწყოთ ჯერ კაკლები, შემდეგ კი დავასხათ იმდენი სიროპი, რომ მან კაკლები დაფაროს. ქილებს პერგამენტის ქაღალდით მოვუკრათ თავი და შევინახოთ. 2919 2-ს მოსწონს
|