x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვინც იბრძვის ყველა ციხეზე ზის, ჩვენ უბრალოდ ხელაწეულები ვტასაობთ, რევოლუცია და ჯანყი,“ - ბექა გრიგორიადისი
image

.

სამოქალაქო გმირის, ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს:

.


დედა უნდა მოგიტყნათ იმ მოქალაქემ, რომელსაც მშვიდობიან პროტესტზე ეპარიჟები და იმას ომი აქვს რეჟიმთან, პოლიტიკოსებო მოთოკეთ თქვენუ კურდღლირი ნათურა

.

აქეთ ვწერ ვითომ ჩემ ტელევიზიების გასაგონად, ალოო კიდევ ვერ ხვდებით ხომ სად ვაკაკუნებ, რატომ ავირჩიე ეს სტატუსი, თუ ვინმე მაჯობებთ გამართულ პოსტების წერას?

.

სიმართლეს გეტყვით და არ გეწყინოთ, ვინც იბრძვის ყველამ რეპრესიები გაიარა და ციხეზე ზის, ჩვენ უბრალოდ ხელებ აწეულები ვტასაობთ, ბოლომდეეე. რევოლუცია და ჯანყი, ..
ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არასწორედ მივდივართ, არ მინდოდა ამის დაფიქსირება, ყველა აღმართს აგრეთვე აქვს დაღმართი, სად ვართ თუ იცით?
.

არასოდეს გავაგებინებ ჩემს მტერს რას ვგეგმავ, მაგრამ ერთს ვეუბნები ბიძინას ძუკნა ძაღლებს, მოვიდა დრო ერთმანეთს ისე დავეკონტაკტოტ ტკივილის გრძნობა პიკში ავიყვანოთ,
.
მე ვფიქრობ აუცილებელია უვიზოს გაჩერება, სტრატეგიულად ჩვენთვის მომგებიანია,
.
ეს პოლარიზაცია რომელსაც ახდენს უზურპატორი კრიმინალური დაჯგუფება, ისეთ სპირალში შეგვიყვანს საიდანაც ათწლეულები ვერ გამოვალთ, 90_ანები დააბრუნეს... რევოლუცია არ უნდა მოვუწყოთ სახელმწიფოს. რევოლუცია უნდა მოვუწყოთ იმ რამოდენიმე ათეულ უზურპატორს რომელმაც სახელმწიფო მოიპარა, თქვე მკვლელებო ...
რატომ გგონიათ ის რომ მოსამართლე სამართლიანად მოიქცევა, სად ცხოვრობთ კარგად გაიაზრეთ, რამე ახალი მოხდა? რეჟიმი უნდა დაინგრეს ესაა და ეს...
.
ქოცო, შენც ხომ იცი შენი ცხოვრება რომ წარმავალია, რატომ კლავ მომოვალს ვინ მოგცა მაგის უფლება??
.
რას წამართმევს რეჟიმი, შემოსავალს, და ჩემი კუჭის გაზულუქებას, არ მეყოლება კარგი მანქანა ასევე არ მექნება აგარაკი, მაგრამ რეჟიმი ვერასოდეს წამართმევს თავისუფლებას და სახელს, მე ვარ ბექა გრიგორიადისი და დავრჩები პიროვნებად
.

* * *

.

ზაზა ოქუაშვილი "მთავარი არხის" დახურვას და მისი შენობის დაცლას ითხოვს - გაბუნიას განცხადება

image

,

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე.

.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად. გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად ის, რომ არხის თანამშრომლებს ქურდაძის "წყალობით" დაზღვევაც კი შეუჩერდათ:

.

იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს - იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.

.

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“.

ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ, უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.

.

ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი - როგორც დამფუძნებელი და დირექტორი - პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.

ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის - ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად ოქუაშვილი გვიყენებს ისეთ აბსურდულ, გამოგონილ ბრალდებებს, რომლებსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი აქ - იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. თან ამას, თურმე, თვითონ ვეუბნებით ხოლმე ქურდაძეს...

.

სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის - თუ დღეს ვინმე „მთავარ არხზე“ აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე. და არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას სწორედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს - როგორც, ალბათ, იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება „მთავარი არხით“ მანიპულირება.

.

“ქართულ ოცნებასთან“ გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის - შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა „ოცნებისთვის“ სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.

.

ჩვენ არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, არხი - ზაზა ოქუაშვილის სახით - ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში. ამიტომ სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის.

.

მთავარი ხართ თქვენ და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი და ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!
დიდი მადლობა!" განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

.

რამდენიმე ხნით ადრე ახალი დირექტორი შავ სალაროზეც საუბრობდა და სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა. იხილეთ წინა განცხადება ამავე თემაზე>>

1
249
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
249
  
მოდერატორო არ ვეთანხმები ამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ რამეში, აქციებზეც აქტიურად ვიდექი სანამ...
სანამ გრიგრიადისს გმირს არ დაარქმევდნენ, სანამ გაურკვეველი მართული ახალგაზრდები მიზანმიმართულ სროლას არ დაუწყებდნენ ჩემთვის საძულველ პოლიციას, რამაც მათ მიმართ მხარდაჭერის სურვილი გამიჩინა უსამართლობის გამო.
ამ დეგენერატების აზრი არავისთვის არაა მნიშვნელოვანი რამდენიც არ უნდა პოსტოთ ეს დაიმახსოვრეთ. საღად მოაზროვნე ხალხი (რომელიც უმეტესობას შევადგენთ, მიუხედავად იმისა რომ არ გვაღიარებთ და რუსეთუმეებს გვეძახით) გვერდიტ არ დაგიდგებათ...
0 1 1