ქალი და მამაკაცი მეცნიერები პასუხობენ რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს იდეალური სე@სი 11 დეკემბერი, 15:59 იდეალური სექსი და დაწესებული ნორმა სექსში, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, რადგან სქესობრივ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დროს ხანგრძლივობა აბსტრაქტული, სუბიექტური ან საერთოდ პირობითი ცნებაა, ამასთანავე დამოკიდებულია ინდივიდის ტემპერამენეტზე, ასაკზე, გენეტიკურად თუ მენტალობით განსაზღვრულ გარემო პირობებზე, ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ.
მიუხედავად ამისა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეთვალათ საშუალოდ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს იდეალური სექსი, რომ ორივე პარტნიორს აკმაყოფილებდეს. რამდენიმე გამოკითხვის, ექსპერიმენტების და ტესტების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იდეალური სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა 5, 4 წუთია, საუბარია მხოლოდ სექსზე, ყოველგვარი პრელუდიის, კოცნის და სხვა რამის გარეშე. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 500 წყვილი, რომელებსაც სპეციალური სენსორების მიხედვით აკონტორლობდნენ სქესობრივი აქტის დასაწყისიდან ეაკულაციით დამთავრებული. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა სქესობრივი აქტი შეიძლება გრძელდებოდეს 34 წამიდან და 43 წუთამდე, თუმცა საშუალო ხანგრძლივობა 5 წუთია და ეს დრო იდეალურია როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის. ამასთანავე რაც უფრო ხანდაზმულები არიან პარტნიორები, მით უფრო მალე გადიან "ფინალში", ამასთანავე სქესობრივი აქტის ხარისხი მათში უფრო მაღალია, რადგან გამოცდილება დიდ როლს თამაშობს. რას შეეხება სქესობრივი აქტის სიხშირეს, როგორც კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს კვირაში ერთხელ სექსი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი და გააუმჯობესოს ოჯახური ურთიერთობა. 829 3-ს მოსწონს
|