9-წლის ბიჭმა ოკეანის სანაპიროსთან სეირნობისას იპოვა უცნაური ქვა, ბენ უიტენმა ის სახლში წაიღო, რადგან ქვა მართლაც, რომ უცნაური და ლამაზი იყო.
თუმცა ბიჭმა ვერ მოითმინა და მის მიერ ნაპოვნი ქვა მშობლებთან ერთად არქეოლოგიური მუზეუმის ექსპერტებს მიუტანა. ექსპერტებს გაოცებისაგან ლამის მეტყველება დაეკარგათ, რადგან მათი თქმით ასეთი არტეფაქტის ნახვა არქეოლოგიის ისტორიაშიც კი უიშვიათესი მოვლენაა.
ქვა აღმოჩნდა მთის კაჟისგან დამზადებული ნაჯახი, რომელსაც ნეანდარტალელები იყენებდნენ. ექსპერტების თქმით: "ბენის მიერ აღმოჩენილი ქვა, ნებისმიერ ცნობილ არქეოლოგს გახდიდა ცნობილს".
აღმოჩენილი ნივთის ასაკი განისაზღვრა 40-60 000 წლით და მიეკუთვნება შუა პალეოლითის ეპოქას. ქვას ცვეთის ან დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობა.
ქვა ამჟამად გამოფენილია ვიტრინაში დამთვალიერებლებისათვის. ბენს ამერიკული კანონმდებლობით სრული უფლება აქვს ის გაყიდოს ან უბრალოდ სილამაზისათვის წაიღოს სახლში, მაგრამ ბენმა მშობლების რჩევით ქვის მუზეუმისათვის გადაცემა არჩია, რისთვისაც ამერიკის არქეოლოგთა ასოციისაგან მადლობის სიგელი და ფულადი პრემიაც მიიღო ბონუსის სახით.
ქვა, რომელმაც 9 წლის ბიჭი ცნობადი გახადა, ასე გამოიყურება.