x
მეტი
  • 11.02.2025
  • სტატია:140113
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513118
ახდენილი წინასწარმეტყველება – ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში

imageთავისი ცხოვრების 30 წლის განმავლობაში ადოლფ ჰიტლერი არაფერს წარმოადგენდა, მხოლოდ დანარჩენი 26 წლის მანძილზე მან შეძლო ისტორიაში ღრმა კვალი დაეტოვებინა. ევროპულ პოლიტიკაში ახალი ღრუბლები ქუჩდებოდა. 1930 წლის ოქტომბერში გერმანიაში ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტებმა რაიხსტაგში ასზე მეტი ხმა მიიღეს არჩევნებში და მათმა პარტიამ მეორე ადგილი დაისაკუთრა. მიუხედავად ამისა ადამიანები ადრინდელივით კითხულობდნენ: „ეს ჰიტლერი ვინღაა?“ ბუნებრივი გადარჩევის ჰიპოთეზის მეშვეობით, ჰიტლერი ამართლებდა გერმანელთა ბრძოლას ჰაბსბურგების იმპერიაში მცხოვრები მრავალი ხალხის მიერ თანაბარი უფლებების მოთხოვნის წინააღმდეგ. ჰიტლერის სასტიკმა და ხისტმა გონებამ იოლად აითვისა საერთაშორისო რეალიზმის ბიოლოგიური თეორია, რომლის კლასიკური გამოხატულება მისი „მაინ კამპფ“_ია.

ჰიტლერმა მიიყვანა გერმანია, ევროპა და თითქმის მთელი მსოფლიო უპრეცენდენტო დამანგრეველ ომამდე; ოთხი წელი ეკავა ხელისუფლება კონტინენტის დიდ ნაწილზე, მან მოაწყო ყველაზე საშინელი გენოციდი, რაც კი ცნობილი იყო კაცობრიობის ისტორიაში. თავისი ქვეყანა მიიყვანა მთლიან სამხედრო განადგურებასა და ოკუპაციამდე. როგორ მოხდა, რომ მსგავსმა ფიგურამ თითქმის რამდენიმე წელიწადში შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთი შედარებით სამრეწველო და კულტურული თვალსაზრისით განვითარებული ერის სათავეში მოსვლა? როგორ შეეძლო ჰიტლერს თუნდაც მოკლე ხნით გამხდარიყო ყოვლისშემძლე ადამიანი ევროპაში? მისი სოციალური წარმოშობა, განათლება, „წარსული“ – მხოლოდ საწინააღმდეგოს ლაპარაკობს. ის გერმანიის მოქალაქეც კი არ ყოფილა (მხოლოდ 1932 წელს ებოძა მოქალაქეობა). ადოლფი არ იყო წარმოშობით ისეთი ოჯახიდან, საიდანაც ჩვეულებრივ გერმანიის ლიდერები იყვნენ. ასევე არ წარმოადგენდა ძალოვან ელიტას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უცხო.

მომავალი ფიურერი ამ ქვეყანას 1889 წელს მოევლინა. მამამისი ალოიზი საბაჟოს ჩინოვნიკი იყო. იგი ქორწინების გარეშე შობილი გახლდათ, ამიტომ ერთხანს დედის გვარს – შიკლგრიუბერს ატარებდა. დედა მეორედ გათხოვდა და ვინმე ჰიტლერის ცოლი გახდა. მალე ალოიზიც მამობილის გვარზე დაეწერა და ჰიტლერად იქცა. „გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ადოლფ ჰიტლერის თავდაპირველი გვარი შიკლგრიუბერი იყო, არ არის სწორი. ჰიტლერი იმთავითვე ჰიტლერი იყო“ – წერს გერმანელი ისტორიკოსი და მწერალი იოახიმ ფესტი. ალოიზ ჰიტლერი კლარა ჰიტლერზე დაქორწინდა, რომელიც მას ბიძაშვილად ერგებოდა. ალოიზის შვილებს ფსიქიკური გადახრები აღენიშნებოდათ. ადოლფი გამონაკლისი არ იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიჯიუტით, ფეთქებადი ბუნებით, აკვიატებული აზროვნებისადმი მიდრეკილებით. მამა მას გამორჩეულად მკაცრად ეპყრობოდა. ბავშვიც თავის თავში ჩაიკეტა, გახდა გულჩათხრობილი, გაბოროტდა.

ფიურერის პირადი მდივანი კრისტა შრიოდერი ჰიტლერს არაერთგვაროვნად ახასიათებდა: შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ მე ჰიტლერის ჭეშმარიტი სახის წარმოჩენას შევძლებ. ეს მართლაც შეუძლებელია, რადგან ჰიტლერს რამდენიმე სახე ჰქონდა, ის სიცრუისა და სიმართლის, ძალადობისა და სისუსტის, სისადავისა და ავხორცობის, სიკეთისა და სისასტიკის, მისტიკისა და რეალობის, ხელოვანისა და ბარბაროსის განსახიერება იყო“. სწავლების უკვე პირველ წელს ის იმდენად ცუდად სწავლობდა, რომ მომდევნო კლასში არ გადაიყვანეს. მეხუთე კლასში სწავლების უკანასკნელი წლის მიწურულს ერთ მოვლენას, შესაძლოა, რაღაც სიმბოლური აზრი ჰქონდა. ატესტატის მიღების შემდეგ, ის თავის ამხანაგებთან ერთად ტავერნაში წავიდა ღვინის დასალევად. სახლში აღმოაჩინა, რომ ატესტატი დაკარგა. სანამ ფიქრობდა თუ როგორ აეხსნა ეს, უცებ სასწავლებლის დირექტორთან გამოიძახეს. ტუალეტის ქაღალდად გამოყენებული ატესტატი ქუჩაში იპოვეს. როგორი მთვრალიც არ უნდა ყოფილიყო ამ საქციელში სიმბოლურად გამოიხატება სკოლისადმი მისი სიძულვილი და აბუჩად აგდება.
ბერლინში ნაპოვნია დოკუმენტი, რომლის შესახებაც მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ჰიტლერის მიერ სატანასთან დადებული ხელშეკრულებაა და ის ორივე მხარის ხელმოწერით დასტურდება. ხელშეკრულებაში წერია, რომ სატანა მას ყველანაირ ძალაუფლებას მისცემს, ოღონდ ბოროტი საქმეებისთვის, ხოლო ჰიტლერს თავის მხრივ, სანაცვლოდ საკუთარი სული უნდა დაეთმო ზუსტად 13 წლის შემდეგ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ემთხვევა ჰიტლერის ხელმოწერას 30-40-იანი წლების დოკუმენტებზე, ხოლო სატანის ხელმოწერა შეესაბამება სხვა მსგავსი დოკუმენტების ხელმოწერებს, ასეთი დოკუმენტაცია ისტორიას არცთუ ისე ცოტა მოეძებნება. მეცნიერებს სჯერათ ამ დოკუმენტის.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჰიტლერი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე საკმაოდ წარუმატებელი პიროვნება იყო – გამოაგდეს უმაღლესი სასწავლებლიდან, ორჯერ ჩაიჭრა გამოცდაზე ხელოვნების აკადემიაში, ციხეშიც იჯდა. საკითხავია, ასეთმა წარუმატებელმა პიროვნებამ როგორ შეძლო ამხელა ძალაუფლების მოპოვება? ის ხომ სრულაიდ ხელმოცარული იყო. მაგრამ 1933 წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა და იგი გერმანიის მმართველადაც კი მოგვევლინა. ასევე გავიხსენოთ, რომ მან, კაცობრიობისგან სრულიად მოძულებულმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ ეს ფაქტები გაიხსენა დოქტორმა ლაიბერმა. მისი თქმით, „სწორედ ასეთ ადამიანს ირჩევს ეშმაკი, წარუმატებელს, რომელიც პატივმოყვარეობით იტანჯება და ამქვეყნიურ სიამოვნებას არის მოწყურებული. შედეგად კი სრული უბედურება მოაქვს“. თუ როგორ წარმოედგინა ჰიტლერს თავისი სახელმწიფო ეკლესია, კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან: „ჩვენი უბედურება ის არის, რომ არასწორი რელიგია გვაქვს. რა კარგი იქნებოდა, იაპონელების რელიგია რომ გვქონოდა, რელიგია, რომელიც სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლს უმაღლეს მსხვერპლად მიიჩნევს! მუსლიმანური რელიგიაც კი უფრო მეტად გამოგვადგებოდა, ვიდრე ქრისტიანობა თავისი არაფრის მქნელი და ფორმალური შემწყნარებლობით!“ შემთხვევითი არ იყო, რომ ფიურერმა ექსპედიცია გაგზავნა ტიბეტში ზებუნებრივი ძალაუფლების მოსაძიებლად, მესამე რაიხის გასაძლიერებლად და შამბალას მითიურ სამეფოსთან კონტაქტის დასამყარებლად.

XX საუკუნის 20-იან წლებში ტიბეტიდან „საიდუმლო სწავლების“ მონაწილეებმა ევროპაში გაგზავნეს ამოუცნობი მეტეორის ნატეხი – „ელექტროლიტი“.
კატაკლიზმების პერიოდში მის გარეკანზე ჩნდებოდა წინასწარმეტყველების ნიშნები, რომლითაც გადმოიცემოდა მომავლის აზრი და პოლიტიკური პერსპექტივები. მეტეორიტის ნატეხი მოგზაურმა ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე რერიხმა შესთავაზა ერთა ლიგას – მაგრამ ორგანიზაციამ უარი განაცხადა მიეღო საკრალური საგანი. რერიხს მეტეორიტი ტიბეტში უნდა დაებრუნებინა – უფრო სწორად შამბალაში. ქვას გააჩნდა მძლავრი კოსმოსური გამოსხივება. უფრო მეტიც, გავლენას ახდენდა ადამიანების აზროვნებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ქვას ფლობდა ნაციზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფაშისტური ოფიციოზის „Völkischer Beobachter“-ის ხელმძღვანელი – დიტრიხ ეკარტი. ჩვენ არ ვიცით იყენებდა თუ არა ფიურერი ამ ქვის ძალას ადამიანებზე ზემოქმედებისთვის, მაგრამ ცნობილია მისი კავშირები მაგიასთან და ტიბეტელ ბერებთან. ერთი რამ ფაქტია, რომ ჰიტლერს ეხერხებოდა თავისი გარემოცვის იმგვარად დამუხტვა, რომ ისინი თავიანთ შრომისუნარიანობას ორმაგად ზრდიდნენ.

ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა აკრძალეს ათეიზმისა და თავისუფალი რელიგიების მქადაგებელი ორგანიზაციები. როგორც აღვნიშნეთ ჰიტლერი თვლიდა, რომ უკეთესი იქნებოდა გერმანელებს მიეღოთ არა ქრისტიანობა, არამედ ნამდვილი მამაკაცური რელიგია – ისლამი. თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელი ქემალ ათა-თურქი ჰიტლერისადმი დიდ აღფრთოვანებას გამოხატავდა, ხოლო იერუსალიმის მუფტი ალ ჰუსეინი ჰიტლერის პერსპექტიულ მოკავშირეს წარმოადგენდა. თურქი და ირანული წარმოშობის გერმანელები არ ექვემდებარებოდნენ ნიურნბერგის რასობრივ კანონებს მაშინ, როცა არაბებთან მიმართებაში დამოკიდებულება განსხვავებული იყო. და ბოლოს, ინდოელთა SS-ის მოხალისეთა ლეგიონის მეოთხედი მაჰმადიანებისაგან შედგებოდა. ინდოეთი ძირითადად ითვლებოდა არიელების უძველეს სამშობლოდ. ამიტომ ნაცისტები კეთილგანწყობილი იყვნენ ინდუსებისა და ბუდისტებისადმი.
imageეწყობოდა ექსპედიციები ტიბეტში შამბალას მოსაძებნად. ამ საქმით იყო დაკავებული ტულეს საზოგადოება. არანაკლებ საინტერესოა წარმართობისა და ქრისტიანობის ურთიერთობა, რომელსაც ნაცისტები განიხილავდნენ მისტიკური ასპექტებით. გერმანელების უმრავლესობა ითვლებოდა ქრისტიანად. ჰიტლერი მზად იყო შეგუებოდა გარემოებას ერთი პირობით: „გაეწმინდათ“ ქრისტიანული სარწმუნოება „იუდაიზმის შრეებისაგან“. ასეთ ვითარებაში ქრისტე წარმოჩინდებოდა არიელად. ტულეს საზოგადოების წევრმა კარლ ჰაუსჰოფერმა მოიწვია გერმანიაში ტიბეტელები და ინდოელები, რომლებმაც 1926 წელს მიუნხენსა და ბერლინში შექმნეს პატარა კოლონიები. ერთ-ერთმა ტიბეტელმა ბერმა, რომელსაც უწოდებდნენ „მწვანე ხელთათმანის ადამიანს“ და ჰქონდა ზედმეტი სახელი „ფიურერი“, სამჯერ სწორად იწინასწარმეტყველა რამდენ ადგილს დაიკავებდნენ ნაცისტები რაიხსტაგში.

1942 წელს ყირიმიდან დაბრუნებული SS-ის გრუპენფიურერი ოტო ოლენდორფი ჰიტლერმა დააჯილდოვა პირველი ხარისხის ჯვართან ერთად ხმლით, საბრძოლო დამსახურებისათვის. მისი ხელმძღვანელობით მომქმედი ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული იყო ებრაელების, კომუნისტებისა და ყველა მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ვინც მონაწილეობდა იატაკქვეშა და პარტიულ მოძრაობაში. მაგრამ ფიურერმა, როდესაც გადასცა ჯილდო თავის რჩეულს რატომღაც უწოდა „გრაალის რაინდი“. SS-ის გრუპენფიურერის ოტო ოლენდორფის მთავარი ამოცანა წმინდა გრაალის თასის მოძებნა იყო. პარალელურად ოლენდორფი მუშაობდა SS-ში შემავალი ინსტიტუტის „ანენერბეს" („წინაპართა მემკვიდრეობა“) შემადგენლობაში. ეს დაწესებულება სწავლობდა გერმანელი რასის ისტორიასა და ტრადიციებს, რომლის ამოცანას წარმოადგენდა მიღებული ცოდნის ოკულტიზმის მიზნით გამოყენება. ჰიტლერელთა სპეცსამსახურების მრავალი საიდუმლო ოპერაცია მოტივირებული იყო მოეძებნა მაგიური არტეფაქტები, აეხსნა სამყაროს საიდუმლოებანი. „ანენერბე“-ს ეგიდით ესესელთა ექსპედიციები „დაეხეტებოდნენ“ ჰიმალაის ტერიტორიაზე, ხოლო წყალქვეშა ნავები ცურავდნენ არქტიკისა და ანტარქტიდის წყლებში. ყველაზე მეტად ჰიტლერი დაინტერესებული იყო ყირიმით. უკვე, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის პერიოდში ფიურერი აცხადება, რომ ამ ნახევარკუნძულის ფლობის გარეშე მესამე რაიხის ბრძოლას მთელ მსოფლიოსთან საერთოდ არ ექნებოდა საკრალური მნიშვნელობა. „ანენერბე“-ს მონაცემებით გრაალის თასი ყირიმში უნდა ყოფილიყო.

imageროგორც დავინახეთ ჰიტლერს ჰქონდა გარკვეული კავშირი მაგიასთან და ცდილობდა ზებუნებრივი ძალების შეცნობას. საინტერესოა, რამ განაპირობა ასეთი ოდიოზური პერსონის გერმანიის სათავეში მოსვლა. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ზოგიერთი წინასწარმეტყველის ვარაუდი, რომ სწორედ ეს პიროვნება იქნებოდა მსოფლიოში უდიდესი სისხლისღვრის ინიციატორი. შეიძლება ითქვას, რომ მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გერმან (ჰერშელ) შტაინშნაიდერი (1899-1933 წწ.). მისი როგორც ნათელმხილველის დებიუტი ვენის ერთ-ერთ კაბარეში მოეწყო. მან იწინასწარმეტყველა, რომ ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდს სარაევოში მოკლავდნენ, გამოიცნო პირველი მსოფლიო ომის დაწყების წელი (1914) და ისიც, რომ გერმანია ამ ომში დამარცხდებოდა. ლიონ ფოიხტვანგერი, რომელმაც შტაინშნაიდერი გამოიყვანა თავის რომანში „ძმები ლაუტენზაკები“ წერს, რომ ასტროლოგის წინასწარმეტყველება ბევრმა არასერიოზულად აღიქვა. მის სეანსებზეც, როგორც კარგ საცირკო სანახაობაზე, ისე დადიოდნენ. პირველი მსოფლიო ომი ხომ მართლაც დაიწყო. ასტროლოგის სიტყვებსაც უკვე სერიოზულად მიუგდეს ყური. მან, ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ომი 1918 წელს დამთავრდებოდა. გერმანიას წინ მძიმე დღეები მოელის. ვხედავ ლიდერს, რომელიც გერმანიას აღადგენს. ამ კაცს ადოლფი ჰქვია, ის ავსტრიელია. ეს კაცი გერმანიას ძველ დიდებას დაუბრუნებს. აგერ, ერთი შავგვრემანი კაციც, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა. ის კავკასიელია, მაგრამ რუსეთის იმპერატორი გახდება. ამ კავკასიელისა ძალიან მეშინია. მას გერმანიის განადგურება და მსოფლიო ბატონობა სურს. შტაინშნაიდერი ამ ყველაფერს 1916 წელს ამბობდა. ნიუ-იორკში სეანსის დროს ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა მოელოდა აშშ-ს, ასტროლოგმა მიუგო:

– მალე მთელ ევროპაში საშინელი კრიზისი დაიწყება. ეს აშშ-ზეც აისახება. ბევრი ქარხანა დაიხურება, ბანდიტიზმი და დანაშაული გაიზრდება, თუმცა მალე გამოჩნდება ლიდერი, რომელიც ამას ალაგმავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ამერიკა მსოფლიო ლიდერი გახდება.
– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
– დიახ, ის 1939 წელს დაიწყება. დიდი ბრიტანეთის იმპერია დაინგრევა. ევროპიდან დიდი სახელმწიფოს
სტატუსის შენარჩუნების შანსი მხოლოდ გერმანიას
აქვს. თუკი ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეცდომა არ დაუშვეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორი ზესახელმწიფო იქნება, ამერიკა და გერმანია. თუკი ეს ვერ მოხერხდება, მაშინ გერმანიის ადგილს რუსეთი დაიკავებს.
– ანუ ამერიკის კონკურენტი რუსეთი იქნება?
– თუკი ასე მოხდა, ეს მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდება! რუსეთი გააღვიძებს ჩინეთს, რომელიც ასევე დიდ სახელმწიფოდ გადაიქცევა და უამრავ პრობლემას შექმნის.

ეს ყველაფერი ასტროლოგმა 1929 წელს განაცხადა. პარადოქსია, მაგრამ ებრაელმა გერმან შტაინშნაიდერმა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისმა მრავალრიცხოვანმა სტატიებმა, სეანსებმა, სადაც ის ჰიტლერს მხსნელად მოიხსენიებდა, პუბლიკაზე განსაცვიფრებელი გავლენა იქონია. უილიამ შირერი იმასაც ამტკიცებს, რომ შტაინშნაიდერი ნაცისტების საარჩევნო კამპანიას წარმართავდა.
ჰიტლერ-შტაინშნაიდერის შეხვედრის ორგანიზატორი ერნსტ რემი იყო. შეხვედრას ნაციონალ-სოციალისტების მთელი ზედაფენა უჭერდა მხარს. იდგა 1930 წელი. ჰიტლერი იმხანად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ფეთქებადი ტემპერამენტის ადამიანებს ხშირად ემართებათ. ენერგიის მოზღვავებას დეპრესია ცვლის. ჰიტლერი კი პარტიის აღიარებული ბელადი იყო. ამომრჩეველი ხმას არა ნაციონალ-სოციალისტებს, არამედ ჰიტლერს აძლევდა. ფიურერის პოლიტიკიდან წასვლა მისი გარემოცვისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, – წერს უილიამ შირერი.

შტაინშნაიდერთან შეხვედრის შემდეგ ფიურერს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ასტროლოგმა უწინასწარმეტყველა, რომ პარტია ხელისუფლებაში 1933 წელს მოვიდოდა. ასტროლოგი იმდენად დაჯერებული ლაპარაკობდა, რომ ფიურერი გადაეხვია და უთხრა: – ამიერიდან ჩემი პირადი ასტროლოგი იქნებით. შემდგომი მოვლენები შტაინშნაიდერმა მართლაც ზუსტად განჭვრიტა. მორიგი სეანსი მან რემის, ჰიტლერისა და გერინგის თანდასწრებით მოაწყო. ასტროლოგმა რაიხსტაგის ხანძარიც იწინასწარმეტყველა და ისიც განსაზღვრა, რომ ანტინაცისტური ფრონტი, სადაც კომუნისტები და სოციალ-დემოკრატები უნდა გაერთიანებულიყვნენ, ვერ შეიქმნებოდა.
არჩევნებში ჰიტლერელებმა გაიმარჯვეს. ფიურერმა სახალხოდ განაცხადა: – შტაინშნაიდერი გერმანიის სინდისი და ინტელექტია! ნაციონალ-სოციალისტური პარტიის კრებაზე ფიურერი საზეიმოდ აცხადებდა: მალე შტაინშნაიდერი გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახდებაო. ასტროლოგი ნელ-ნელა გამოიკვეთა ფიგურად, ვისაც ჰიტლერზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. მას შეეძლო ისეთივე როლი ეთამაშა, როგორც რესპუტინს – ნიკოლოზ მეორის კარზე, – მიიჩნევს უილიამ შირერი. ცხადია, ამან ბევრი შეაშფოთა. გებელსმა ჰიტლერს შტაინშნაიდერის (ჰანუსენის) ებრაელობა შეახსენა.
imageფიურერზე ამ ცნობას გავლენა არ მოუხდენია. ნაცისტური პარტიის ზედაფენა შეშფოთებული იყო. ჰიტლერი უკვე არა მხოლოდ პარტიის ბელადი, სახელმწიფოს მეთაურიც გახლდათ. ასტროლოგისა მას ბრმად სჯეროდა, მისი გავლენაც ფიურერზე განუსაზღვრელი იყო. არც გერინგს, არც გებელსს, არც თავად რემს ამის დაშვება არ შეეძლოთ. ასტროლოგი ყველა მათგანის კონკურენტად გადაიქცა. 1933 წლის 25 მარტს, გამთენიისას, 34 წლის შტაინშნაიდერის ტყვიებით დაცხრილული გვამი ბერლინის გარეუბანში იპოვეს. მკვლელები მალე დააპატიმრეს. ისინი მოიერიშე რაზმების წევრები აღმოჩნდნენ.

შტაინშნაიდერი ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრად ძლიერი იყო, ამიტომაც შეეძლო დაენახა და განეჭვრიტა ის, რასაც უბრალო მოკვდავნი ვერ ხედავენ. მისი პროგნოზების დიდი ნაწილი გამართლდა. როგორც აღინიშნა, მანვე გამოიცნო რაიხსტაგის დაწვა, გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლა, მეორე მსოფლიო ომის დაწყება და სხვა. თუმცა საკუთარი სიკვდილი ვერ განსაზღვრა. რატომ? იმიტომ, რომ მაინც ადამიანი იყო და ზებუნებრივი ძალა არ გააჩნდა. რაც შეეხება ფიურერს, მისი გარემოცვა მიიჩნევდა, რომ ის ღვთისგან იყო მოვლენილი და შტაინშნაიდერის წინასწარმეტყველებაც იმიტომ ახდა. ამ რწმენას კიდევ უფრო განამტკიცებდა შემდეგი ფაქტები: სხვადასხვა გათვლებით ჰიტლერზე განხორციელდა 42-დან 50-მდე თავდასხმა. თუ არ გავითვალისწინებთ ყალბ მცდელობებს, რომელიც დადგმული იყო მესამე რაიხის სპეცსამსახურების მიერ, მსურველთა რაოდენობა მოეკლათ ადოლფი მაინც შთამბეჭდავია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამორჩეული თავდასხმა მოახდინა მარტოხელა – ანტიფაშისტმა გეორგ ელზერმა, თუმცა უშედეგოდ.

საინტერესოა, რომ ჰიტლერის უსაფრთხოებით დაინტერესებული იყო სტალინი. ამიტომ ფიურერის სიცოცხლეს ფარულად ბერიას სამსახურიც იცავდა. საქმე იმაშია, რომ თუ ომის პერველ ეტაპზე კრემლი ჰიტლერის „მოშორებას“ ფიქრობდა, შემდეგში ვითარება შეიცვალა. ჰიტლერის მოწინააღმდეგე ძალები ცდილობდნენ მის „ჩანაცვლებას“ ფონ პაპენით, რომელთანაც მოკავშირეები სეპარატულ ზავს გააფორმებდნენ საბჭოთა კავშირის გარეშე. არსებობდა საფუძვლიანი ინფორმაცია, რომ ამერიკელები ფარულ კონტაქტზე გადიოდნენ ფონ პაპენთან სტამბულში, რომელიც ამ დროს გერმანიის ელჩის მოვალეობას ასრულებდა თურქეთის რესპუბლიკაში. მოსკოვი პაპენის ლიკვიდაციას გეგმავდა.

გავიხსენოთ, როდესაც სტალინმა პოტსდამში ჩასვლისთანავე გამოთქვა ეჭვი, რომ ჰიტლერი ცოცხალი იყო და გერმანიის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ბრიტანელებისა და ამერიკელების გასაკვირად, ბელადმა იგივე რამდენიმე დღის შემდეგაც გაიმეორა. როგორც ჩანს სტალინს გონებაში უტრიალებდა ნაპოლეონის ელბიდან დაბრუნების და 100-დღიანი მმართველობის ეპიზოდი. სტალინი იყენებდა ჰიტლერის ფანტომს, რომ მოკავშირეთა ერთიანობა არ დარღვეულიყო. ჰიტლერის მოღვაწეობაში კი განგების ხელს ხედავდა რაიხის უმრავლესობა. აი, კიდევ ერთი მაგალითი: 1928 წლის დასაწყისში დასავლეთში გაიქცა სტალინის პირადი მდივანი ბორის ბაჟანოვი, რომელიც დიდი შენაძენი აღმოჩნდა ევროპისთვის. ის გახდა საბჭოთა რუსეთის მთავარი სპეციალისტი, რომლის შესახებ პოლიტიკოსებს ბუნდოვანი წარმოადგენა ჰქონდათ.
1941 წლის ზაფხულში, როდესაც „ბარბაროსას“ გეგმა უკვე მოქმედებაში იყო მოყვანილი ბაჟანოვი მიიწვიეს ბერლინში კონსულტაციისათვის. ის მიიღო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მთავარმა იდეოლოგმა ალფრედ როზენბერგმა, რომლის აზრს დიდ ყურადღებას აქცევდა თავად ფიურერი. ბაჟანოვი ცდილობდა დაერწმუნებინა მოსაუბრე, რომ არ აერიათ ერთმანეთში კომუნისტების პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ომი რუს ხალხთან. მისი კონცეფციის თანახმად, საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ოკუპაცია არ უნდა მოეხდინათ, არამედ გაეთავისუფლებინათ. შეექმნათ მათთვის ლოიალურად განწყობილი რუსული მთავრობა. „თუ თქვენ ომს აწარმოებთ კომუნიზმის წინააღმდეგ, – მიანიშნებდა ბაჟანოვი ნაცისტურ ელიტას – მაშინ რუსი ხალხი თქვენს მხარეს იქნება. მაგრამ, თუ ბრძოლას დაიწყებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ხალხი თქვენს წინააღმდეგ იქნება და ომს წააგებთ.“ ომის დაწყებამ ბაჟანოვს ბერლინში მოუსწრო. გაირკვა, რომ რაიხის პოლიტიკური ელიტა საკუთარი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა. უარყოფდა ყველაფერს, რაც არ ჯდებოდა ნაციონალ-სოციალიზმის მიერ დაფუძნებული იდეოლოგიის კონცეფციის ჩარჩოებში. როზენბერგის წინადადება, შეექმნათ რუსული ანტიბოლშევიკური მთავრობა – კატეგორიულად უარყოფილი იქნა ჰიტლერის მიერ. ფიურერი თვლიდა, რომ „აღმოსავლეთის ტერიტორიები, დაკავებული გერმანიის არმიის მიერ უნდა გამხდარიყო გერმანიის კოლონიები გერმანელთა მმართველობით“.

ბაჟანოვი შეეჯახა გერმანული მმართველი ელიტის ბრმა ფანატიზმს ჰიტლერისადმი. „ჰიტლერის მრავალი გადაწყვეტილება – აღნიშნავდნენ ისინი – თავიდან სისულელედ გვეჩვენებოდა. რურის ოკუპაცია და ვერსალის ხელშეკრულების დარღვევა, ავსტრიის ანშლიუსი და შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, ჩვეულებრივი ლოგიკით განადგურებას გვიმზადებდა, მაგრამ ყოველთვის ის იმარჯვებდა. ასე იყო პოლონეთში, საფრანგეთში და ნორვეგიაში, ახლა არის რუსეთი. ჩვენ წინ მივდივართ და მალე მოსკოვში ვიქნებით. ეს ადამიანი ხედავს და ესმის ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და არ გვესმის. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ გავყვეთ მას“. ასე ესმოდათ შტაინშნაიდერის წინასწარმეტყველება რაიხის წარმომადგენლებს. თუმცა გერმანელების ნაწილს გამარჯვებისათვის აუცილებლად მიაჩნდათ ჰიტლერის რეჟიმის შეცვლა და ისინი გულში იმედს ატარებდნენ, რომ ამ შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ევროპა-ამერიკასთან შეთანხმება; რაც გერმანიას გამოუვალი მდგომარეობიდან გამოიყვანდა. გამოდის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ორად გათიშული გერმანია: ერთი, რომელიც ტევტონების მანიით – გერმანელი რასის უპირატესობით იყო შეპყრობილი – ანუ ნაცისტური გერმანია, და მეორე – ევროპის გაერთიანების იდეით შეპყრობილი გერმანია, რომელსაც უნდოდა ევროპის გაერთიანება, რათა მისი ცალკეული სახელმწიფოები ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის სათამაშოდ არ გადაქცეულიყვნენ. ამიტომ არსებობდა ძლიერი წინააღმდეგობა გერმანიის მხედრობაში ჰიტლერის რეჟიმისადმი. ამას ადასტურებს ჰიტლერზე მრავალგზის თავდასხმა, რასაც 5000 გერმანელი ოფიცრის ჩამოხრჩობა მოჰყვა.
imageიყო თუ არა წინასწარმეტყველებით განსაზღვრული მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც გერმანელი ნაცისტები გააჩაღებდნენ ჰიტლერის მეთაურობით, მისტიკის საგანია. მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ა. მიშელი მიიჩნევდა, რომ მსხვილი მესაკუთრეებისა და მრეწველების მხარდაჭერით შეძლო ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლა და მისი შენარჩუნება. ნაცისტები იყენებდნენ გაბატონებული წრეების დამოკიდებულებას სოციალური და რელიგიური კონსერვატიზმისადმი, შიშსა და ზიზღს ე.წ სოციალიზმისადმი. გლობალურმა ოლიგარქიამ გერმანული ნაციზმის კონსტიტუცია შექმნა „რუსული საკითხის“ გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების გამო. სწორედ ოქტომბრის გადატრიალებამ გაწყვიტა დროებითი მთავრობის კავშირი საგარეო მართვასთან.
საგულისხმოა, რომ ჰიტლერი ანტანტის მიერ გაკონტროლებული გერმანიის სამხედრო დაზვერვის აგენტი გახდა, რომელიც გადაბირებული იყო ჯერ კიდევ 1919 წელს, რათა სათავეში ჩასდგომოდა ანტონ დრექსლერის გერმანიის მუშათა პარტიას; 1921 წელს, როცა მისი ლიდერი გახდა, სახელი გადაარქვა და უწოდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია. ე.წ. ლუდის პუტჩის ჩაფლავების შემდეგ გადაიყვანეს მოქმედ რეზერვში, რომელშიც მისი და რუდოლფ ჰესის კურატორი იყო კარლ ჰაუსჰოფერი – გენერალი, გამოჩენილი გეოპოლიტიკოსი, ავტორი კონცეფციისა „ცხოვრებისეული სივრცე“. ამავე დროს იყო ოკულტისტი, საიდუმლო საზოგადოება „ტულე“-ს წევრი. მას ეკუთვნის „მაინ კამპფის“ ძირითადი იდეები, რომლებიც ჰიტლერს უკარნახა. თვითონ ჰიტლერმა კი მათი ვექტორი გაშალა აღმოსავლეთისაკენ, რომელსაც, სხვათა შორის, ეწინააღმდეგებოდა ჰაუსჰოფერი. ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის წინ დასავლეთის სტრატეგია იყო ის, რომ ერთმანეთისათვის დაეჯახებინა გერმანია და საბჭოთა კავშირი, რათა შემდეგ ორივესთვის ეკარნახა თავისი ნება. ამას ადასტურებს რუსი მზვერავი –არალეგალი, გენერალი იური დროზდოვი; აღნიშნული აღიარა აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა. ანგლო-ამერიკული გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ დალოდებოდნენ მომენტს და ომში ჩართულიყვნენ თავიანთი პირობებით, დაბრუნებოდნენ ახალი მსოფლიო წესრიგის პროექტს, რომელიც ოქტომბრის გადატრიალებამ ჩააფლავა.

ანტიჰიტლერული კოალიცია – ეს იყო დასავლეთის იძულებითი ნაბიჯი, რათა მოხვედრილიყვნენ გამარჯვებულთა წრეში და მონაწილეობა მიეღოთ ომის შემგდომი მსოფლიოს დანაწილებაში, თუმცა არა ისე, როგორც სურდათ, არა დამოუკიდებლად, არამედ საბჭოთა კავშირთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ჰიტლერი მოთამაშე იყო. ის თამაშობდა ყველა გერმანელის სიცოცხლით, თამაშობდა თავისი საკუთარი სიცოცხლითაც. მიუხედავად დამრცხებისა, მან მიიღო ნგრევით გამოწვეული კმაყოფილება, რაც მის ნეკროფილურ და მანიაკალურ სულს ახასიათებდა. ვინც მართლა წააგო, ესაა მილიონობით ადამიანი – გერმანელები, სხვა ერების და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთათვისაც ბრძოლაში სიკვდილი ხშირად იყო ტანჯვის ყველაზე მსუბუქი ფორმა. მაგრამ, რადგანაც ჰიტლერისათვის უცხო იყო სხვათა ტკივილისადმი თანაგრძნობა, ამ ადამიანთა ტანჯვამ მასში არ გამოიწვია სინდისის არავითარი ქენჯნა.

XX საუკუნის პოლიტიკური ფიგურის ჰიტლერის ფენომენის შეფასება დღეს განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს, რადგან გახშირდა „ფიურერის“ პიროვნების კვლავ განდიდების და მისი „სიდიადით“ ხელახლა აღფრთოვანების მცდელობები. ეს ტენდენცია მკაფიოდ შეიმჩნევა ყოფილი ნაცისტების ფართოდ გამოქვეყნებულ მოგონებებში. მიმდინარე ეტაპზე აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით იზრდება პუბლიკაციების რაოდენობა ფაშისტური რაიხის, ჰიტლერისა და მისი გარემოცვის შესაფასებლად. ამ ლიტერატურის ხასიათი მკვეთრად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პირველ ათწლეულში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისაგან. თუ ადრე, როგორც წესი გერმანიის დამარცხებას „ფიურერის შეცდომებით“ ხსნიდნენ, ეხლა მიმდინარეობს კამპანია ჰიტლერისა და მთლიანად ნაციზმის რეაბილიტაციის შესახებ.

წყარო: ავთანდილ სონღულაშვილის ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0