x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი ეგვიპტის კატაკომბები

ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ნაგებობები, რომლის შესახებ ყველას სმენია – პირამიდებია. მაგრამ, უძველესი ცივილიზაციის საოცარი არქიტექტურული შემოქმედება, მხოლოდ ამ ისტორიული ძეგლებით არ შემოიფარგლება. არის სხვა ნაგებობებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისტორიულ–კულტურულ და ტურისტული ინტერესის თვალსაზრისით. აქ ძველი ეგვიპტის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მასშტაბურობით, ნამდვილად რომ შთამბეჭდავია:


კომ ელ-შუკაფას კატაკომბები
image


ალექსანდრიის დასავლეთით, კარმუზის რაიონში, ძველი ეგვიპტის ღირსშესანიშნაობა, ბერძნულ-რომაული კატაკომბები — კომ ელ-შუკაფა მდებარეობს. არტეფაქტი დათარიღებულია II საუკუნით და უნიკალურია როგორც პროექტირებით, ისე ინტერიერით. არსებითად, ეს მიწისქვეშა დერეფნების და კამერების რთული ქსელი, რომელიც ნამდვილ ლაბირინთს ქმნის. კლდეში ნაკვეთი სამარხები, დღეს თანამედროვე ქალაქის მიწისქვეშეთშია და ძირითადად, ბერძნებს და რომაელებს ეკუთვნით, რომლებიც იქ I – II საუკუნეებში ცხოვრობდნენ.

კატაკომბები, გასული საუკუნის დასაწყისში, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. 1900 წლის 28 სექტემბერს, სამარხების მთავარ შესასვლელში, დაახლოებით, 12 მ. სიღრმეზე, სახედარი ჩავარდა. ამ ფაქტმა არქეოლოგების ყურადღება მიიქცია, რომლებიც ტერიტორიაზე 1892 წლიდან მუშაობდნენ. ობიექტი ტურისტებისთვის 1995 წ. გაიხსნა.

ამჟამად, კომ ელ შუკაფას კატაკომბები ალექსანდრიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეს უძველესი ნეკროპოლისია, — «მიცვალებულთა ქალაქი», სადაც დიდგვაროვანი ოჯახების წევრები არიან დაკრძალულნი. სამარხი კლდეში გამოკვეთილი სამი სართულისგან შედგება. მაგრამ, ქვედა სართული გრუნტის წყლებით ივსება და ამიტომ, მისი დიდი ნაწილი ქვიშით არის დაფარული. კიბე დიდ მაღაროს არტყამს გარშემო, რომლის გასწვრივ, გარდაცვლილთა ცხედრებს ქვემოთ, თოკებით უშვებდნენ. ქვედა სართულზე, ნათესავების თავშეყრის ოთახები, — ე.წ. «საბანკეტო დარბაზები» იყო.

სახელი კომ ელ-შუკაფა, როგორც «ნამსხვრევების ბორცვი» ითარგმნება. ასეთი სახელი კი, იქ აღმოჩენილი, დიდი რაოდენობით ჭურჭლის ნატეხების გამო დაარქვეს. ქელეხის ბოლოს, გამოყენებულ ჭურჭელს ამტვრევდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ დაკრძალვაზე გამოყენებული ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენება, — ცუდი ნიშანი იყო.

კატაკომბები კარგად არის შემონახული: კარგ მდგომარეობაშია სამარხი დარბაზები, სვეტები, დერეფნები, დაკრძალვის რიტუალის ოთახი, ქვის სარკოფაგები და ბარელიეფები.


ტუნა ელ გებელის კატაკომბებიimage


უძველესი ჰერმოპოლისი პროვინცია ჰარეს დედაქალაქი იყო. იქ სიბრძნის ღმერთს – ტოთს სცემდნენ თაყვანს და რომ არა ერთი აღმოჩენა, ის ჩეულებრივ, ისტორიულ ქალაქად დარჩებოდა...

გასული საუკუნის 30–იან წლებში, ჰერმოპოლისის გარეუბანში, კაიროს უნივერსიტეტმა ექსპედიცია მოაწყო და გათხრების შედეგად, ძალიან საინტერესო ნაგებობა აღმოაჩინეს — სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაების ტოთის ნეკროპოლისი, რომელმაც შემდგომში, ტუნა ელ გებელის სახელი მიიღო. ამჟამად, დაახლოებით, 3 კმ–ს სიგრძის კატაკომბებია გახსნილი. ასევე ნაპოვნია 4 შესასვლელი, გალერეა, რომელსაც, დაახლოებით, 12 ჰა ფართობი უკავია. გარდა ამისა, აღმოჩენილია ადამიანის და ცხოველების ნაშთები. ძველ ეგვიპტეში მიღებული იყო, სათაყვანებელი ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვა და მსგავსი რიტუალის ჩასატარებლად, ხშირად, ცხოველებს იყენებდნენ. ამ კატაკომბებში, ათასობით მუმიფიცირებული ცხოველი და ფრინველია. მათ შორის, უმეტესობა პავიანი და ივეოსია.

imageარხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელების წყალქვეშა ბაზები, თუ ჩაძირული უცხოპლანეტური ხომალდები? სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროებთან, დისკის ფორმის 3 ობიექტი აღმოაჩინეს

* მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი და სხვა საინტერესო რუკები

* მსოფლიოს 10 უძველესი ქალაქი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მოწმე გახდა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0