x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა ჩამიგდეს , თურმე ჩასაფრება და ანგარიშსწორება იგეგმება"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტთან, დეა მამისეიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მასზე ანგარიშსწორება იგეგმება:


"ახლა ჩამიგდეს დეა მამისეიშვილის დედის პოსტი(წლებია აღარ ვურთიერთობთ), თურმე დეასთან ჩასაფრება და მასზე ანგარიშსწორება იგეგმება‼️


ჰოდა, აგერ საჯაროდ გეუბნებით ყველას-არც გაბედოთ‼️ხელი არ წაგიცდეთ ‼️ფიზიკურად მივალ და ვიქნები ნანას გვერდით‼️


შვილები ხელშეუხებელია ‼️


დეა კიდე, კარგი ჟურნალისტი დადგა❣️


TV IMEDI პერსონალურად კი მოგთაგავდით მანდ ვიღაცეებს, მაგრამ აზრი?"– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ, გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა და კადრები "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მაკა ჩიხლაძის თქმით, მას შემდეგ რაც "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმა კონსერვატორიასთან გადაიღო ნიღბიანი პირები, რომლებიც მოქალაქეებს სცემდნენ და ამ პირებმა გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, ისინი თავს დაესხნენ გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს გასტაცეს კამერა და სასტიკად სცემეს. "ტვ პირველის" ოპერატორს აღენიშნება ღია ჭრილობა თავის არეში. აღნიშნულს სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.









0
577
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
577