საზოგადოება „ლანძღავთ თეატრს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც დაგზარდათ - ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა“ - ლევან ხურცია 6 დეკემბერი, 13:24 . რუსთაველის ტეატრის მსახიობი ლევან ხურცია კოლეგებს შეახსენებს, რომ გამზრდელის ლანძღვა მომავლის სწორი გზა არ არის, მითუმეტეს, თუ ამას ქვეყნის სიყვარულის სახელით აკეთებ. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობისთვის და ვანდალიზმისთვის რამდენიმე მსახიობი დაკავეს. . „რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ, - წერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში. . მისი განცხადებით, უკვე მოთხოვნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა საკუთარი შეხედულება დაგმოს, ვინაიდან მოლოდ კონკრეტული ჯგუფის აზრია სწორი. ხურციას თქმით, ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა, პატივისცემა კი ორმხრივია. . “ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ. დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი კიდევ რამდენი რამ… და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი !! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია” - წერს ლევან ხურცია. . 1) ჩვენი თეატრიდან ჩვენი ნებართვით არავინ არაფერს ისროდა!
პირიქით მშვიდობიანი მომიტინგეები ღამის საათებში დაცვამ შემოუშვა კიდევაც
2) ანდროს თანადგომა 1 საათის წინ გამოვუცხადე ჩემს გვერდზე და შესაბამისად ყველას ვინც უსამართლობის მსხვერპლია. --აგრძელებს კომენტარებში ხურცია.
.
ამას გარდა საზოგადოება შეახსენებს მსახიობებს, რომ რუსტაველის ტეატრი სწორედ ბიძინა ივანიშვილის სოლიდური დაფინანსებით გარემონტდა და მსახიობებისა და რეჟისორების დიდი ნაწილი მრავალწლიან ყოველთვიურ დახმარებას ფონდი ქართუ-დან იღებს, ამდენად ახლა ხელისუფლების ლანძღვა მართებული არ არის და ვისაც ეს სურს, მაშინ ივანიშვილის სიკეტეებზე უარი უნდა თქვას...
.
479 2-ს მოსწონს
|