x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ცრუ ინფორმაციები ვრცელდება ოპოზიციურ-პარტიული მედიასაშუალებებიდან?
image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანუკი კანკია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მამის, გოჩა კანკიას ფოტოს და გაყალბებულ პირად მონაცემებს „ტელეგრამში“ ავრცელებენ. ანუკი კანკიას თქმით, გოჩა კანკიას ფოტო სპეცრაზმელებს შორის ქვეყნდება.


„გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ. მეორე ფოტოზე, რომელიც„ ტელეგრამში“ გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.

ამ ქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება, მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო. ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ – ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი, კიდევ რას აღარ ეძახიან.


ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…

სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია, ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით!“ – წერს ანუკი კანკია სოციალურ ქსელში.

კომენტარებში წერენ, რომ გოჩა კანკიას მთელი ტყიბული იცნობს, რომელიც "მეშახტის" ფეხბურთელი იყო და "მისნაირი ადამიანი ნეტა ბევრი გვყავდეს საქართველოშიო"



კიდევ ერთი მსგავსი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ოპოზიციური პარტიული მედია საშუალებებიდან, რომელსაც გამოეხმაურა მარიამ ჟორჟოლაძე :

"მოგესალმებით მეგობრებო,
დილიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ბიძაჩემი გია ალავერდაშვილი (გრიგოლი გრიგოლის ძე) არის სპეცრაზმელი და ხალხს არბევს რუსთაველზე 65 წელს გადაცილებულია. დაათრევენ ცნობილი ტიპები გვერდიდან გვერდზე და აზიარებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეს ადამიანი:
* 10 წელია თითქმის აღარ ცხოვრობს საქართველოში;
* 2006 წლიდან აღარ მუშაობს შსს ში;
* იმაზე მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ვიდრე უმრავლესობა ჩვენგანს, მათ შორის იბრძოდა აფხაზეთის ომში და იცავდა თავის მოქალაქეებს 9 აპრილს რუსთაველზე.
ვინ მოგცათ იმის უფლება რომ ადამიანს ასე გადაუაროთ უმიზეზოდ? ლანძღოთ აგინოთ და ღირსება შეულახოთ. ვინ მოგცათ? ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით სხვა ინფოების სისწორეც ეჭვის ქვეშ დგას ჩემთვის.
აზროვნება როდის უნდა ისწავლოს ხალხმა დაგეშილი ძაღლებივით ვინც მოხვდებათ ის რომ არ დაჯიჯგნონ?
შეიძლება არაპოპულარული აზრია და არავის აწყობს იმის გავრცელება ეხლა რომ ცრუ ინფო გავრცელდა და არც გამიკვირდება ეს პოსტიც რომ წაშალონ როგორც მოგზაურთა ჯგუფში წაგვიშალეს პოსტი. მისი ადმინები კი პირადში ლანძღავდნენ გიას.
ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა! თუ გვინდა განვითარება ცოტა მეტად უნდა დავატანოთ ტვინს ძალა და ბრმა იარაღად არ უნდა ვიქცეთ. ასე ბიძინას მოშორება ძალიან გაგვიჭირდება"
image
მესამე ფეიკი, რომელიც "მთავარმა არხმა " გაავრცელა, რომ თითქოს მთაწმინდიის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგოლიძემ თანამდებობდა დატოვა.
image
თუმცა თავად გოგოლიძე წერს, რომ მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა.
"მეგობრებო ვადასტურებ ნამდვილად დავტოვე თანამდებობა, მიზეზი სხვა სამსახურში გადასვლაა, კერძოდ მუშაობას ვაგრძელებ სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ლოჯისტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
სწორედ ამიტომ არ დავწერე პოსტი რომ არ მოჰყოლოდა ცრუ ინფორციის გავრცელება, ამიტომ აქვე მინდა გავაკეთო განცხადება:
მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას, კოლეგებს თანამშრომლებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მოსახლეობას. 8 წელი თითქმის უწყვეტ რეჟიმში მომიწია მუშაობა.
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ვრჩები გუნდის წევრად და ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას სჭირდება"-წერს გოგოლიძე.
0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0