x
image
სესილი
როგორ მოვამზადოთ ვარდის ფურცლის მურაბა?

image



მასალად საჭიროა:

ვარდის ფურცლები - 300გრ

შაქრის ფხვნილი - 600გრ


წყალი - 6ჩ/ჭ

ვარდის ფურცლებს თეთრი თავები დავაჭრათ. ცოტა შაქრის ფხვნილი მოვაყაროთ და კარგად დავსრისოთ. შემდეგ გავწუროთ და გამონაწური წვენი შევინახოთ. ვარდის ფურცლის შაქრიან ფაფას დავასხათ 6 ჩ/ჭ წყლისა და დანარჩენი შაქრისაგან მოდუღებული სიროპი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. რამდენიმე წუთის შემდეგ დავასხათ ვარდის გამონაწური წვენი და განვაგრძოთ ხარშვა. სიროპი რომ საკმაოდ შესქელდება, გადმოვდგათ, გავაცივოთ, ჩავასხათ ქილებში, თავი კარგად მოვუკრათ და შევინახოთ მშრალ და გრილ ადგილას.

როგორც ამბობენ, ვარდის მურაბა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სამკურნალოდაც კი გამოიყენება.



1
1110
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1110
  
2012, 17 დეკემბერი, 6:14
საინტერესოა. :)
0 1 1