x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
იცით რაზე მეცინება მწარედ? თავის დროზე "ჩაჯმუ*ლი პოლიტიკოსები, რომ გამოჩნდებიან კრიზისის დროს და "კაცობენ"

image
უკვე ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, როცა საქართველოში კრიზისული სიტუაცია იქმნება მაშინვე გამოჩნდებიან სახელგატეხილი, ქვეყნიდან გაქცეული ან თანამდებობიდან "გაპანღურებული" "დაკონსერვებული" პოლიტიკოსები.
ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი. რუსეთის აგენტი სარიშვილი გნებავთ მაგალითისთვის თუ ზვიად გამსახურდიასთან ჩანერგილები, რომლებიც მიშას გულმხურვალე მხარდამჭერებად იქცნენ.
ჯავახია, კემულარია, ბურჭულაძე და სხვები და სხვები.
ნუ ეს "მოხუცები" გასაგებია, არც ახალგაზრდობაში კაშკაშებდნენ დიდად, როგორც პოლიტიკოსები რამდენადაც ცნობილია, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი რომელზეც უზარმაზარ იმედებს ამყარებდნენ, იქცა ერთ ჭორიკანად, რომლისთვისაც მთავარია კორპის საცობივით ზედაპირზე იტივტივოს და ათას სისულელეს ამბობს, აქაოდა აქა ვარ და მომისმინეთო!
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია მინისტრობისას მეძავების ბუნაგში, რომ შეიჭრა და ტიტლიკანა გასაცოდავებული ქალები თმებით ათრევინა.
თავდაცვის მინისტრობისას დედას აგინებდა ჯარისკაცებს, თქვენ რა ომი უნდა მოიგოთო და შუაღამისას ბრიგადას არბენინებდა. სირბილი და ფიზიკური მომზადება კარგია, მაგრამ ჯარისთვის ეს არასაკმარისია სრულყოფილი გაწვრთვნისთვის.
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია ხასიათის გამოსასწორებლად ძვირადღირებულ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიდან სროლას, რომ "ასწავლიდა" ბრძოლებში გამოცდილ ოფიცრებს.
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია გუბერნატორად საკუთარი ძმაკაცი ქარელი, რომ დანიშნა, რომელიც რუსულის "გარტყმაში". რომ არ იყო და სამაჩაბლოში მდგარ რუს სამხედროებს ტანკების განბაჟებას სთხოვდა შემდეგი სიტყვებით: "ეტი ტანკი განბაჟუი", მოი მამა იაზიკ გრუზინსკი იაზიკ".
თუმცა ამ ძმაკაცთან მოგვიანებით ძალიან დაეძაბა სიტუაცია და დაშორდნენ.
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია, შვილის ნათლიას, რომელმაც დიდი დრო დაუთმო მის დაცვას, როგორც ადვოკატმა ზურგი, რომ შეაქცია.
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია ჩვენმა პარტიზანულმა ჯგუფმა აფხაზეთში, რომ გადაიყვანა და რამდენიმე დღით იქ უსაფრთხოდ ამყოფა, გალი, ოჩამჩირე და ტყვარჩელი მოატარა, თბილისში ჩასულმა კი მედიით გამოსულმა მედიაში განაცხადა: "იმიტომ არ ვჩანდი, აფხაზეთში ვიყავი და იქაურობას ვსწავლობდიო".
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია პოლიგონზე ტანკით გენშტაბის უფროს ლევან ნიკოლეიშვილს, რომ "ეგონკავებოდა".
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია თავდაცვის მინისტრობისას ღია ეთერში, რომ განაცხადა: "ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო", რამაც სიტუაცია დაძაბა სამაჩაბლოში, ქართველები თავდასხმას გვიპირებენო.
ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია, თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნილი და სხვა მინისტრად დანიშნული მიშაზე, რომ გაბრაზდა, ახალი პარტია შექმნა და განაცხადა: "მიშამ პატრი პატარკაციშვილის მკვლელობა დამიკვეთა, მაგრამ არ დავთანხმდიო".
როცა დააკავეს ყველაფერი უარყო, მოინანია და გამომძიებლები, რომ ეხვეწებოდნენ: "კარგი, გაჩერდი. საკმარისია რაც ილაპარაკეო".

ახლა გამოდის ეს ჩვარი და სხვებს აკრიტიკებს, გეგონება ეს თავის დროზე ფქვილის ბიზნესით "გაკეთილშობილებული" რამეს წარმოადგენდეს დღევანდელი ქართული პოლიტიკის რეალობაში.

0
424
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
424