x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
თბილისში და რეგიონის რიგ ქალაქებში განვითარებული მოვლენები მართულია

image
სამწუხაროდ ოპოზიცია საქართველოში არაა, საუბარია ოპოზიციაზე რომელიც კონსტრუქციულად შეიძლება ჩაითვალოს, თორემ რადიკალური ოპოზიცია რევანშისტების სახით, მოგეცათ ლხენა "კილო შაურად გვყავს".
ძირითადად თბილისში გამართული მიტინგები, რომ მართულია ამას მოწმობს მომიტინგეების ეკიპირება, ამას მოწმობს ასევე ის, რომ ვითომ კანონმორჩილი ოპოზიციური სპექტრის ლიდერები უკვე არ მონაწილეობენ დემონსტრაციებში მცირე გამონაკლისის გარდა.
აღტკინებული ახალგაზრდობა "მოწამლა" ოპოზიციური ტელევიზიების ყოველგვარ ეთიკას და სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილმა დეზინფორმაციებმა.
ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას საქციელი ორი ღამის განმავლობაში იყო სუფთა პროვოკაციული. მაღაზიაში უვარდება ადამიანს, თან საპატრულო სამსახურის ოფიცრებს ეუბნება: ამ მაღაზიიდან გვაგინეს და საჭირო ზომები მიიღეთო!
მაღაზიიდან გამოვიდა ქალბატონი, რომელმაც ქაჯაიას სთხოვა გასცლოდა იქაურობას, თან აუხსნა გარეთ იგინებოდნენ და ჩემი მეუღლე ამიტომ გამოვარდა გარეთ, ეგონა ჩვენ გვაგინებდნენ, დიაბეტიანია და გთხოვთ შეშვათო!
არა, ქაჯაიამ არ მოისვენა, ჯერ ერთი პოლიციელი მოიყვანა, მერე მეორე რამაც მაღაზიის მეპატრონის ბუნებრივი აგრესია და ხმამაღალი შელაპარაკება გამოიწვია.
ჟურნალისტ გაფრინდაშვილს თავში მოხვდა მომიტინგეების მიერ ნასროლი ქვა, რომელიც სპეცრზმელების მისამართით იყო ნასროლი.
პოლიცია და სპეცრაზმები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, როცა მოქალაქე ქვას, ბოთლს და საახალწლო ფოიერვერკებს ესვრის სპეცრაზმელებს, მათაც აქვთ რეაგირების უფლება.
ცუდი ისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთმა სპეცრაზმელმა დასაშვებ ძალას გადააჭარბა, მაგრამ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ესეც გასაგებია. როცა რუსეთის მონას გეძახიან, დედაზე და ოჯახზე გაგინებენ ძნელია, თავის შეკავება.
წუხელ ღამით პოლიციის სპეცრაზმის აგრესია გამოიწვია დემონსტრანტების ზღვარსგდასულმა მოქმედებებმა.
კაზერის სხივების მიმართვა მათ მიმართ, ათასგვარი ნივთის სროლა მათ მიმართ, არცთუ უსაფრთხო ფოეიერვერკების მიზანმიმართული სროლა სპეცრაზმელების მისამართით აპრიორი გამოიწვევდა უკურეაქციას.
სპეცრაზმს არ გამოუყენებია ნეიროპარალიტიკური გენერატორები, რომელსაც იყენებდა სააკაშვილის ხელისუფლება 7 ნოემბერს, არ გამოუყენებია სამხედრო დანაყოფები. ქალაქის და ქვეყნის ხელისუფლება რუსთაველზე არ გამოსულა გამარჯვების აღმნიშვნელი საზეიმო განწყობით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: როცა მოქალაქე გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ის მიიღებს შესაბამის პასუხს.
როცა საპოლიციო სპეცრაზმის წევრებს, რომელთა გარკვეული ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, არ და ვერ მოითმენს რუსეთის მონის და ძაღლის ძახილს მათი მისამართით.

ცალკე თემაა ჟურნალისტების მიერ განვითარებული მოვლენების ხელოვნურად დაძაბვა, მარიამ გაფრინდაშვილის მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ მარიამის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება, რომ მას თავის ტვინის დაზიანება არა აქვს. რამდენიმე წუთში კი იმავე ტელევიზიის ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანებული აქვს ტვინი.
წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა გაფრინდაშვილის ოჯახი და სანათესაო, მოისმენდა რა ამ დეზინფორმაციულ განცხადებას?
დემონსტრანტებმა ბარიკადისათვის მოგლიჯეს ბანკომატის აპარატი და დააგდეს შუაგულ რუსთაველზე, მოიტანეს ელექტრო სკუტერები და დაყარეს ბარიკადებზე, ის ელექტროსკუტერი ვიღაცას ხომ ეკუთვნოდა, ნაყიდი ხომ ჰქონდა მის მფლობელს?
გამოდის მას მას მოპარეს საკმაოდ ძვირადღირებული გადასაადგილებელი საშუალება თავისი მიზნებისთვის დემონსტრანტებმა.
ცალკე თემაა უკრაინაში მებრძოლი სააკაშვილის მხარდამჭერი მებრძოლები ფეისბუქის გვერდებიდან, რომ მოუწოდებენ ხალხს თბილისში "მაიდნის" მოწყოისაკენ. ერთმა ნაწილმა კი უკრაინის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, უზრუნველყოს მათი გადასროლა საქართველოში სრული საბრძოლო ეკიპირებით, რაც პირდაპირი მოწოდებაა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ.

imageimageimage
ესაა მშვიდობიანი დემონსტრანტი?



ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "Посмотреть на YouTube".

0
90
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
90