საზოგადოება „დედაჩემს დიდი ხანი უმტკიცებდა რომ, პოლიციის ქმედება გამართლებულია“ - სააკაშვილი გუშინ, 18:50
.
გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება - ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია.
. „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს. ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“. . ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის რისი სწავლა, ალბათ, შეუძლებელია, თუ თანდაყოლილი არ გაქვს, შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება, “ - წერს სააკაშვილი. . ჩემი აზრით ის რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა იმის შედეგიც არის რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს "იმედს."
გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ დედაჩემს ერთი მისი ნაცნობი დიდი ხანი უმტკიცებდა რომ, "პოლიციის" ქმედება გამართლებულია და ძირითად არგუმენტად მოჰყავდა "კაბელზე ცეცხლის წაკიდება."
გიორგი ვაშაძე აბსოლუტურად მართალია, როცა მუდმივად ხაზს უსვამს რუსული პროპაგანდის დამანგრეველ მომწამვლელ ეფექტს.
ამ საწამლავის ერთადერთი ანტიდოტია უფრო მეტი აქტიურობა ქუჩაში და სოციალურ ქსელებში და ახსნა განმარტებითი სამუშაო სამეზობლოებში, აუდიტორიებში, სამსახურებში.
48 1-ს მოსწონს
|