x
მეტი
  • 02.12.2024
  • სტატია:138610
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512276
"ძალიან საშიშია და უნდა გაგაფრთხილოთ.." – ლელა კაკულია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

image


ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა:

2023 წლის 8 აგვისტო

ამწუთას კილიმანჯაროს მთა მოდის ხედვაში… მოკლედ, ბუნება ისე ბობოქრობს, რომ მეორედ მოსვლას ჰგავს.

ვხედავ, ცხოველები საბინადრო ადგილებიდან გარბიან, წყლები დაშრება, მიწა, ზედაპირზე კი არა, სიღრმეში იწვის.

მაგრამ იმას, რაც მსოფლიოში ხდება და მოხდება, ანუ მასშტაბურ კატაკლიზმებს ბუნებასა თუ პოლიტიკაში, საქართველო გადაურჩება.

ადრე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სუსტ დარტყმებს გვაყენებს.

2012 წლის 8 იანვარს ჩავწერე, რომ წყალდიდობებსაც ვხედავდი, მეწყერებსაც (რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას), მცირე მიწისძვრებსაც, მაგრამ არ ვხედავდი და არ ვხედავ ისეთ მასშტბურ ნგრევებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება.

ჩვენი ქვეყანა გადაურჩებ ყველაზე საშინელ დარტყმას — ბუნების რისხვას, იმიტომ, რომ მთელი მისი ტერიტორია ნოეს კიდობანია!

‼️‼️‼️უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი. თუ კალაპოტიდან გადმოვიდა, მთელ ყვარელს წაიღებს. ვხედავ, მდინარე ადიდდება, მაგრამ კახელები ჭკვინურად იქცევიან — სტიქიას გაასწრებენ.

ვხედავ, გასაღები მიჭირავს ხელში და დიდ კარიბჭეს ვკეტავ საქართველოზე, რათა ვერავითარმა ბოროტებამ ვერ გადაუაროს. აბა, გაბედეთ და ნახავთ!.

ვაი თქვენ, შადიმანებო! ვხედავ უზარმაზარ ცვლილებებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს”, - ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.



0
633
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
633