სხვა Newsweek -მა წარმოადგნა ბირთვული დარტყმის მოდელირება მოსკოვზე, პეკინზე და ფხენიანზე 1 დეკემბერი, 19:08 Newsweek-მა მოახდინა აშშ-ს ბირთვული დარტყმის სიმულაცია B83 ბომბით მოსკოვზე, პეკინსა და ფხენიანზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი რიაბკოვმა გააფრთხილა შეერთებულ შტატები ბირთვული დარტყმების გაცვლის საშიშროების შესახებ. აშშ-ში კი მოახდინეს თერმობირთვული დარტყმის სიმულაცია ერთდროულად სამ მსოფლიო დედაქალაქზე B83 ავიაბომბით, რომლის სიმძლავრეც 1, 2 მეგა ტონაა: მოსკოვი, პეკინი და ფხენიანი. Newsweek-ის მიმომხილველებმა, თავის მხრივ, აღწერეს დარტყმის შედეგები, რისთვისაც გამოიყენეს პროფესორის და ბირთვული ტექნოლოგიების ისტორიკოსის ალექს ველერშტეინის რუკები. რუკის მიხედვით ვიმსჯელებთ, აფეთქების ტალღა მოსკოვის ცენტრში დარტყმისას მიაღწევს ოდინცოვოს, ხიმკის, მიტიშჩის, ბალაშიხას და ლიუბერცის. რუკაზე ასევე მონიშნულია დაზარალებული ტერიტორიების რადიუსი. ყვითელი რგოლი მიუთითებს ეპიცენტრზე, რომლის 4, 1 კმ.რადისუში ფაქტიურად ყველაფერი განადგურდება. ყავისფერ რგოლში, 175 კვ. კმ ფართობზე, იქნება ნგრევა და ხანძარი, ნარინჯისფერ რგოლში - ადამიანები და ყველა ცოცხალი არსება მიიღებენ მესამე ხარისხის დამწვრობას, ძლიერი ტკივილის თანხლებით რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდურების ამპუტაცია. დარტყმითი ტალღა გაივლის ფართო ნაცრისფერი რგოლის რადიუსში, რომელიც ფანჯრების მინებს ჩაამსხვრევს - 1385 კილომეტრზე. მოსკოვზე დარტყმის შემთხვევაში, დაახლოებით 1, 37 მილიონი ადამიანი მყისიერად დაიღუპება, ხოლო 3, 74 მილიონი ადამიანი მძიმედ დაშავდება. 10 მილიონზე მეტი ადამიანი მსუბუქად დაშავდება. პეკინში დაახლოებით 1, 5 მილიონი ადამიანი გახდება თერმობირთვული დარტყმის მსხვერპლი, ხოლო 3, 3 მილიონი ადამიანი დაშავდება. ფხენიანში 1, 3 მილიონი ადამიანი დაიღუპება და 1, 1 მილიონი ადამიანი მძიმედ დაშავდება. 509 3-ს მოსწონს
|