საზოგადოება გურამ როგავა: "ეს არიყო სპეცრაზმელი, იცი მე ვინ მცემა დღეს, ვინ ჩამარტყა?" 30 ნოემბერი, 13:59 "ეს არიყო სპეცრაზმელი, იცი მე ვინ მცემა დღეს, ვინ ჩამარტყა? ირაკლი ჩიხლაძემ, "იმედის" ჟურნალისტმა, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა. მე მცემა და გონება დამაკარგვინა იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, ვინც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ . მე იქ მცემა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ, “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტებმა მცემეს მე დღეს იქ . სადაც კი მიმუშავია იმ ადამიანებმა მცემეს. სპეცრაზმელს არაფერს არ ვერჩი . ის რაც აქ ხდება, იმ კადრებში არის ჩვენი კოლეგების დამსახურება, ვინც არ ლაპარკობს სიმართლეს ან უბრალოდ ჩუმად არის...
აი, ეს არის სიმართლე, არანაირი " იიი ვგმობ ორივე მხრიდან ჯალადობააას" არ არსებობს. რომელია მეორე მხარე უკაცრავად?! მიკროფონით რომ დგას ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, მას რომ თავში ჩაარტყამ, ძირს დააგდებ და ლამის ზედ გადაუვლი ამის მეორე მხარე რა არის?" - წერს "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა
628 შეფასება არ არის
|