x
image
თამილა გურაშვილი
გრიგოლ ონიანის მიმართა ნინო სუხიშვილს
image
ქალბატონ ნინოს სუხიშვილს! დიდმა ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით პეტერბურგიდან უმაღლესი რანგის ენათმეცნიერი ნიკო მარი მოიწვია ლექციების წასაკითხად.
ვიდრე ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდოდა დიდმა ივანემ პეტერბურგში აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის ხელით წერილი აახლა თავის მასწავლებელს (ნიკო მარს) პატივისცემის ნიშნად, რომ უნივერსიტეტმა „დროებით თავი შეიკავა თქვენს მოწვევაზე. რისთვისაც თავმდაბლად ბოდიშს გიხდით“. საიმპერატორო აკადემიაში მრავალწახნაგოვან ბრილიანტად აღიარებულმა ნიკო მარმა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს თბილისში შემდეგი შინაარსი წერილი გამოატანა დიდ ივანესთან _ „Чёрная благодарность ученику.“
ქალბატონო ნინო, მოსკოვის და რუსი ხალხის მიერ აღიარებული და მთელ მსოფლიოში სტალინის თანამოქალაქეებად ცნობილი და პლანეტის მქუხარე ტაშით გარშემომვლელი თქვენი ბებია და ბაბუა სამოთხიდან დეპეშას გამოგიგზავნიან ტვ-პირველის ეკრანიდან 24 დეკემბერს თქვენს გამოსვლასთან დაკავშირებით - „Чёрная благодарность внучке.“
პ.ს. თქვენ, როდესაც ლგბტ-ს წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოხვედით და განაცხადეთ, რომ ლგბტ-ს ფერებში სუხიშვილების ანსამბლი არასოდეს იცეკვებს, იმ საღამოს თითქმის საქართველოს ყველა რესტორანში გაცოცხლებული დიდი ნინოს და დიდი ილიკოს სადღეგრძელოები დაილია და მათ მახსენებლად უპირველესად თქვენ დასახელდით და იდღეგრძელეთ.
დასაწერი ბევრი მაქვს, მაგრამ პატივს ვცემ უკვდავ ადამიანთა სახელებს.
გილოცავთ ინგა გრიგოლიასთან „წარმატებულ“ ეთერს." - გრიგოლ ონიანი
0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0