x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
თემურ ლენგის წყევლა

image

1941 წლის 21 ივნისს თემურ-ლენგის საძვალის გახსნეს, რათა აკადემიკოს გერასიმოვს აღედგინა შუა აზიელი დამპყრობლის გარეგნობა. შესვენებაზე კინოოპერატორი მალიქ კაიუმოვი ჩაის დასალევად შევიდა ახლო მდებარე „ჩაიხანაში“. კაიუმოვი იგონებს, რომ „იქვე ახლოს სამი მოხუცი იჯდა მაგიდასთან, რომლებიც ერთმანეთს ღვიძლი ძმებივით გავდნენ. ერთი მათგანი მეუბნევა: „შვილო, შენ ერთერთი მათგანი ხარ ვინც ტამერლანის საფლავის გახსნა მოიფიქრა?“ მივდივარ ახლოს. ვხედავ მის ხელში „ძველ“ წიგნს – არაბული ანბანით. მოხუცი თითით მაჩვენებს სტრიქონებს: „აი, შეხედე შვილო რა წერია ამ წიგნში: ვინც გახსნის ტამერლანის საფლავს – თავისუფლებას აძლევს ომის სულს. და იქნება ისეთი სისხლიანი და საშინელი ბრძოლა, რომელიც არ უნახავს სამყაროს საუკუნეების მანძილზე“
imageმავზოლეუმში დაბრუნებულმა კაიუმოვმა მომხდარის შესახებ უამბო ექსპედიციის წევრებს, რომლებმაც ბევრი იცინეს. თუმცა ერთ-ერთი მათგანი შევიდა „ჩაიხანაში“, რათა გაეგო ადგილობრივი ლეგენდების შესახებ. შეხვედრა არ შედგა. უხუცესებმა არ ისურვეს საუბარი და დატოვეს საჩაიე. კაიუმოვი შეეცადა დაწეოდა მათ, მაგრამ ვერსად მიაგნო მიუხედავად იმისა, რომ ყველა მახლობელი ქუჩა მოირბინა. გერასიმოვმა იმავე დღეს შეძლო თემურ-ლენგის თავის ქალის რეკონსტრუქცია და დამპყრობლის ჩონჩხი მოამზადეს მოსკოვში გასამგზავრებლად. მეორე დღეს, დილით რადიომ აუწყა ქვეყანას გერმანიის თავდასხმის შესახებ საბჭოთა კავშირზე.
ახდა მოხუცების წინასწარმეტყველება. 1942 წელს კაიუმოვმა მომხდარის შესახებ უამბო გიორგი ჟუკოვს, რომელმაც თავის მხრივ სტალინს მოახსენა. მთავარსარდალი ნაამბობს სერიოზულად მოეკიდა. 1942 წლის 20 დეკემბერს თემურის ძვლები მავზოლეუმში დააბრუნეს. ფაქტია, რომ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – 1943 წლის იანვარში სტალინგრადთან მოხდა დიდი გარდატეხა, რაც საბოლოოდ გერმანიის დამარცხებით დასრულდა.


წყარო: ავთანდილ სონღულაშვილი – ისტორია პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები
6
236
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
236
  
1 დეკემბერი, 5:29
კარგად მოქცეულა
30 ნოემბერი, 18:16
შევსწრებივარ, სიტუაციას, რომელსაც უფრო ადრე არავის ვაპატიებდი, მაგრამ ოჯახამოწყვეტილ უკრაინელს ვერ ვუთხარი, არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა.
აიღო და ციხიდან "ვაგნერში" გადაყვანილ ზეკს ყელი გამოჭრა.
ასეთ დროს ვერ გააჩერებ გამგელებულ ადამიანს, რომელმაც ყველა და ყველაფერი დაკარგა. :(
30 ნოემბერი, 18:03
ეგრეა, მებრძოლის ეთიკა ეგრე არ დაკნინდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია ეს მართლდებოდეს იმით, როცა საკუთარ მიწაზე შემოჭრილ დამპყრობელს ებრძვი მაშინ არაა გამორიცხული იმ სიდიდის სიძულვილის შედეგად შემოგეწამოს მტერი :)
30 ნოემბერი, 15:01
სადისტი იყო ეგ ურჯულო, მაგრამ მაინც არ ვემხრობი გვამის წოწიალს...
30 ნოემბერი, 14:30
რაც მაგ თავის ქალის პატრონმა სხვების თავის ქალების სასახლეები ააგო :/
30 ნოემბერი, 13:08
არ ვარ მომხრე მუმიებს, რომ დაატარებენ აღმა-დაღმა. მიცვალებული არ უნდა შეაწუხო...
0 1 6