ისტორია პრაღის გაზაფხულის ამაზრზენი ფურცელი 2019, 29 სექტემბერი, 15:28 1968 წელს ჩეხოსლოვაკეთის კომპარტიის მეთაურად აირჩიეს ალექსანდრ დუბჩეკი. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომუნისტი იყო, დუბჩეკი კარგად ხედავდა კომუნიზმის ამაზრზენობას, სისასტიკეს, უპერსპექტივობას... მან თავის რეფორმატორ-დემოკრატ თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა სოციალიზმისათვის "ადამიანური სახე" მიეცა. კონსტიტუციის სრული დაცვით მან უმოკლეს დროში გაატარა რეფორმები: პრესისა და სიტყვის, გადაადგილების თავისუფლება, მოსპო კომპარტიის დიქტატი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. თავისუფლების ამ მოკლე გამონათებას "პრაღის გაზაფხული" ეწოდა. ჩეხოსლოვაკები დუბჩეკის ამ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და აღტაცებით შეხვდნენ. სსრკ-ს ხელმძღვანელობა შეშფოთდა. მათ მიაჩნდათ, რომ თავისუფლების ეს გამოვლინება შესაძლოა სოცბანაკის სხვა ქვეყნებსაც გადასდებოდათ, 1968 წლის 21 აგვისტოს პრაღაში "ვარშავის ბლოკის" ქვეყნების კოალიცია შეიჭრა, სსრკ-ს თაოსნობით (რუმინელების გარდა). რუსებმა, როგორც მათ სჩვევიათ უამრავი მშვიდობიანი, პატრიოტი ჩეხი გაჟუჟეს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, რომლებიც სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად შიშველი ხელებით გადაუდგნენ რუსულ ტანკებს. მათ შორის იყვნენ 17 წლის სტუდენტი ნაციონალისტი ვლადიმერ გნულიკი ( გულში ესროლეს), მზარეული იაროსლავ კუბელი და სტუდენტი მარიო მუსიხი ბრონეტრანსპორტიორებით გაჭყლიტეს, როდესაც ისინი 14 წლის დაჭრილი ჩეხი გოგონას გადარჩენას ცდილობდნენ, მშენებელი იან ლამპერი ხიშტებით აჩეხეს, 18წლის ავტომექანიკოსი იან ლაიტა და 44 წლის რკინიგზელი იან შვეცი ტანკის ტყვიამფრქვევით ჩაცხრილეს, 72წლის პენსიონერი იან ბაბოროვსკი საკუთარ სახლში ცოცხლად გამოწვეს (ტანკიდან საცხოვრებელი სახლებისათვის ცეცხლგამჩენი ჭურვების სროლისას), 28წლის ირჟი კლაპკა საკუთარი სახლიდან ცეცხლწაკიდებული გადმოხტა, მას შემდეგ რაც რუსებმა სახლს ტანკიდან ესროლეს. 24წლის მარია ხაროუსკოვა მთვრალმა საბჭოთა ჯარისკაცებმა კლაროვოს სკვერთან ხიშტებით აჩეხეს, მთვრალმა საბჭოთა ჯარისკაცმა თავში გასროლით მოკლა იაროსლავ ბარანეკი, მთვრალი ტანკისტები გართობის მიზნით გამოუდგნენ და გაჭყლიტეს 70 წლის ქალი ბედრჟიშკა კადერჟბაკოვა, 15წლის მოსწავლეები კარლ ნემეცი და კარელ პერიშეკი თავში გასროლით მოკლეს... ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 108 ადამიანი და მძიმედ დასახიჩრდა 500. მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტის ოპერაციას ხელმძღვანელობდა რუსი გენერალი ალექსანდრ მაიოროვი, ანხორციელებდა 38-ე არმია, რომლის სარდალიც იყო მაიოროვი. წლების შემდეგ იგი თავის მემუარებში იხსენებდა: "18 აგვისტოს მოსკოვში თათბირის შემდეგ მომიახლოვდა საბჭოთა კავშირის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი მარგელოვი ( ლეგენდარული "დიადია ვასია"): - აბა, გაიგე საშა რაც გითხრეს? - დიახ, ვასილი ფილიპოვიჩ - ვუპასუხე მე. - რა გაიგე? - გაიცინა მარგელოვმა, მტკიცედ უნდა უხელმძღვანელო ჯარს, ისე უნდა დატყნა დიდი და პატარა, რომ გვარიც არ ჰკითხო! აი რა არის საჭირო, საშა. რუსმა გენერალმა მაიოროვმა ეს რჩევა კარგად გაითავისა, იგი სიამაყით წერს: "პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე და ვუბრძანე ჩემს მეთაურებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაკეთებულ თითოეულ გასროლაზე ეპასუხათ ტანკის ზალპით!" ფოტოზე: საბჭოთა ტანკი სრისავს მოძრავ ტრამვაის პრაღაში. 109 1-ს მოსწონს
|