x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, მაგრამ ქართველობაზე უარი ვერ ათქმევინეს

image


საქართველოს ეროვნული გმირი იური დიმიტრის-ძე ანუა დაიბადა 1934 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში აფხაზურ ოჯახში. 1980 წელს ანუების ოჯახმა სოფელ კამანში აგარაკი ააშენა და იქ გადავიდა საცხოვრებლად. 1988-90 წლებში იური ანუამ ამავე სოფელში არსებული, ფაქტიურად დანგრეული იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი საკუთარი სახსრებით აღადგინა, რის გამოც ის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს. 1993 წლის 5 ივლისს დილის 5 საათზე გენერალი ლებედის სადესანტო ბატალიონმა და ეშერის აფხაზურმა ბატალიონმა კამანზე შეტევა წამოიწყეს. ადგილობრივი სვანებისგან შემდგარი რაზმი მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უთანასწორო ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა და მთლიანად განადგურდა. იური ანუა ტყვედ ჩაიგდეს, 24 საათის განმავლობაში საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს, მაგრამ უარი ვერ ათქმევინეს ქართველობაზე.


1
896
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
896
  
2018, 13 ნოემბერი, 14:55
მაგარი ქალია,ყოჩაღ.
0 1 1