x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 11)
image***„ცისფერი ტრიოს“ წევრი მალხაზ თავართქილაძე ყვება:



„ისრაელში ვიყავით გასტროლზე და იქიდან კვიპროსზე გადავედით. ოთარ რამიშვილი თევზაობის დიდი მოყვარული იყო და მიუხედავად იმისა, რომ იქაური ენა არ იცოდა, ადგილობრივი მეთევზეები დაიმეგობრა. სანაპიროზე ვართ, ის ბადეს ასწორებს. ამ დროს ამირან ბუაძესთან ორი მშვენიერი, ლამაზი ქალი მოვიდა და ინგლისურად რაღაცას ეკითხებიან. ამირანმა ინგლისური არ იცოდა და წავიდნენ ის ქალები. ამირანმა ხელი ჩაიქნია: ინგლისური რომ მცოდნოდა, ამ ქალებს ხელიდან გავუშვებდი? თბილისში რომ ჩავალ, ინგლისურს ჩავუჯდები და მაგრად ვისწავლიო.

ოთარმა გახედა და უთხრა: ეჰ, ამირან, შენ როცა ინგლისურს ისწავლი, ქალები აღარ დაგჭირდებაო“.





***გიორგი ქავთარაძე იგონებს:




„გოგლას იუმორი ყოველთვის თბილი, კეთილმოსურნე იყო, თუმცა არც სარკაზმისა თუ ირონიის ნიჭი აკლდა. გამიგონია, რომ ერთ თავის დროზე ცნობილ პროზაიკოსს, რომლის ერთ-ერთ რომანს საკმაოდ გრძელი სათაური ჰქონდა, გადაეწყვიტა ამ სათაურის შემოკლება და თავშეყრილ მწერალთათვის შეუჩივლია:

ისეთი სათაური ვერ შევარჩიე, რომ თან მოკლე იყოს და თან ძველ სათაურში ნახსენები „სიმინდიც“ იყოს შინაარსობრივად ასახულიო. გოგლას სხარტად მიუგია: ბატი-ბუტი დაარქვიო“.


***ზურაბ ხიზანიშვილი ყვება:



„გლაზგოს „რეინჯერსში“ რომ ვთამაშობდი, „რეინჯერსის“ ერთმა ფანმა თავის სახლში, ვახშამზე დამპატიჟა. ვიცოდი, რომ ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა. შევედი და სასადილო ოთახში სუფრა სამ პერსონაზეა გაშლილი. სამზარეულოდან კი ჭურჭლის ხმა ისმის... თურმე, იმ კაცის ცოლი და ვაჟი „სელტიკის“ გულშემატკივრები იყვნენ და ჩვენთან ერთ სუფრასთან არ დასხდნენ“.



***ჟურნალისტი ვახო გაფრინდაშვილი :


„მწვრთნელმა ერთ-ერთ რაიონში საფეხბურთო „ზბორებზე“ წაგვიყვანა 10 დღით. პირობითად ვამბობ, ოთხშაბათს უნდა ჩამოვსულიყავით და ორშაბათს, 2 დღით ადრე ჩამოვედით. მოკლედ, საბაბი ძალიან ცუდი კვება იყო და ასე შემდეგ. ჩვენი ასე ადრე ჩამოსვლის მიზეზი კი უფრო ის იყო, რომ თურმე, ჩვენი მწვრთნელი ერთ-ერთი „ბუტკის“ გამყიდველს შეუთანხმდა: ყოველდღე ლუდს ავიღებ ნისიად და წასვლის წინ გადაგიხდიო. მოკლედ, ყურადღება მოუდუნა. 2 დღით ადრე გამოვიპარეთ და მწვრთნელი მძღოლს ეუბნებოდა: ფარები ჩააქრე და ისე გაიარეო


"ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
455
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0