საქართველო გამსახურდიადან ყაველაშვილამდე 27 ნოემბერი, 15:50 პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს ყველა პრეზიდენტის ბიოგრაფიას აქვეყნებს, რომელსაც ბოლოში შედარებისთვის საქართველოს მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფიას ამატებს: ზვიად გამსახურდია - ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.
ედუარდ შევარდნაძე - ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1972-1985 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მიხეილ სააკაშვილი - იურისტი, საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. კოლუმბიის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურა.
გიორგი მარგველაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი.
1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი.
1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.
2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი.
2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.
სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.
1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი,
1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
მიხეილ ყაველაშვილი - 1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი;
1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი;
1997–1999 წლებში „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი;
1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი;
2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი; 2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი; 2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
2005–2006 წლებში „გაზელი“.
2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
281 2-ს მოსწონს
|