x
მეტი
  • 21.01.2025
  • სტატია:139517
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512805
„ტანა ჯორს ირჩევენ პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან“ - ნიკა გვარამია
image

.

პარტია ახალის დამფუძნებელი ნაპროკურორალი ნიკა გვარამია სოცქსელში წერს:

ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი.ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლოდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!


.

პარლამენტში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ინახება. შესაბამისი ინფორმაცია IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გაავრცელა, რომელმაც პარლამენტს საჯარო წერილით მიმართა და დეპუტატის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა.

.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პრორუსული და ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსული კანონი შეიმუშავა და რომელსაც ათასობით ადამიანზე ექნება გავლენა. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ყაველაშვილის განათლების ველი ცარიელია.

დეტალები: კლდიაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, საკანონმდებლო ორგანო უთითებს, რომ დეპუტატს არ წარუდგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, ისინი მათთან არ ინახება.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გამოგიგზავნოთ ეს დოკუმენტები", — ამბობენ პარლამენტში.

.

"ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი პარტიის მიერ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის დაყენება "გაამართლა" და აღნიშნა, რომ "სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება".


"არა [არ არის პრობლემა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი] იმიტომ, რომ თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებში დიპლომი ნახსენები არ არის? ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება, " - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

.

ჰყოფნის თუ არა ოცნებას ხმები პრეზიდენტის ასარჩევად?

.

პრეზიდენტის ამრჩევი 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შემდეგნაირად:▪︎ პარლამენტის 150 დეპუტატი („ქართული ოცნება“ 89 წევრი)▪︎ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი („ოცნება“ 13 წევრი)▪︎ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისაკრებულოებიდან:▪︎ „ქართული ოცნება“ – 54 წევრი▪︎ „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი▪︎ „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი▪︎ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი▪︎ „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი▪︎ „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი▪︎ „ლელო“ – 4 წევრი▪︎ „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი▪︎ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124 წევრი.პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ მიიღებს კოლეგიის 200 წევრის მხარდაჭერას (2/3). წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც იმავე დღეს ჩატარდება. მეორე ტურში კანდიდატი ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს.გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა დანარჩენ პარტიებსაც.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0