საზოგადოებრივი მინოსური ცივილიზაციის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიები 6 დეკემბერი, 8:24 უძველესი ცივილიზაციების ისტორია, სავსეა საიდუმლოებითა და აღმოჩენებით, რომლებიც თავისი განვითარების დონით გვაოცებს. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ათასობით წლის წინაც კი, ადამიანებს გამორჩეული ცოდნა და უნარები გააჩნდათ. აქ უძველესი დროის, ყველაზე შთამბეჭდავ ტექნოლოგიებს განვიხილავთ, რომელიც ბრინჯაოს ხანის, მინოსურმა* ცივილიზაციამ დატოვა. ბეჭედი კრეტიდან – მიკრო–ტექნოლოგიის საიდუმლო კ. კრეტაზე, მინოსური ცივილიზაციის ცენტრში, არქეოლოგებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს — ქვის ბეჭედი, რომლის ზომა მხოლოდ 3, 6 სმ–ია. ბეჭედი, რომელიც ძვ. წ. აღრ. 1500 წლით არის დათარიღებული, თავისი სირთულით, ნამდვილად რომ გასაოცარია. მასზე გამოსახული სცენა, იმდენად დეტალურია, რომ გამეორება, თანამედროვე ხელსაწყოებითაც კი, უბრალოდ, შეუძლებელია.
თეთრ კორპუსიანი გემები და საზღვაო არქიტექტურის საიდუმლოებები მინოსური ცივილიზაცია ზღვაოსნობით იყო განთქმული. ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 1628 წელს, კუნძულ სანტორინზე, ვულკანის ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე, ეგეოსის ზღვაში ნავიგაციისთვის, ე.წ. თეთრ კორპუსიანი გემები გამოიყენებოდა, რომელსაც დამუშავებული ხე–მასალით აგებდნენ და შემდეგ, სპეციალური შემადგენლობის, თეთრი საღებავით ფარავდნენ. ამის გამო, გემებს წარმოუდგენელი სიმტკიცე და სიჩქარე ჰქონდა. გარდა ამისა, ასეთი გემები, შორიდანვე შესამჩნევი იყო, რაც დატვირთული საზღვაო მიმოსვლის პირობებში, არა მარტო ნავიგაციას, არამედ უსაფრთხოებასაც უწყობდა ხელს. ამ გემების აგების ტექნოლოგია კი, იმდენად განვითარებული იყო, რომ დიზაინის ზოგიერთი ელემენტი, შუა საუკუნეებამდე გამოიყენებოდა. მათმა აეროდინამიკურმა ფორმამ და შტორმ გამძლე უნარმა, მინოსელი მეზღვაურები, თავისი დროის, ერთ-ერთ ყველაზე მოწინავეებად აქცია. მინოსური კომპასი და სანავიგაციო საიდუმლოებები ბრინჯაოს ხანაში ნავიგაცია, რთული და სარისკო საქმე იყო. თუმცა, მინოსელები სპეციალურ მოწყობილობებს იყენებდნენ, რომლებიც პრიმიტიულ კომპასებს ჰგავდა. ამის მტკიცებულებად, კნოსოსის სასახლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დისკი გამოდგება, ხაზოვანი ნიშნებით და ნახვრეტებით. სავარაუდოდ, ეს ელემენტები მეზღვაურებს, ღია ზღვაში, მზის და ვარსკვლავების პოზიციის დადგენაში და ნავიგაციაში ეხმარებოდა. აკვედუკები და წყალმომარაგების სისტემა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა, რაც თანამედროვე მეცნიერებს აღაფრთოვანებს, წყალმომარაგების რთული სისტემაა, რომლითაც კ. კრეტას მოსახლეობა სარგებლობდა. მინოსელები აკვედუკებს, ავზებს და საკანალიზაციო სისტემებს აგებდნენ, რომელიც წყალთ, დასახლებებს ამარაგებდა. კნოსოსის აკვედუკი, რომელიც მილების და არხის სისტემას მოიცავდა მაგ., კნოსოსის სასახლეში ნაპოვნი იყო ტერაკოტის მილები, რომელიც წყალგამანაწილებელი სისტემის ნაწილი იყო. ხოლო, სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ მუდმივი წნევა შენარჩუნებული ყოფილიყო, რაც ქალაქის ყველაზე შორეულ კუთხეებში, წყლის მიწოდების შესაძლებლობას იძლეოდა. ეს საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომაულ ტექნოლოგიებს დაედო საფუძვლად, რომელიც მოგვიანებით, მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელდა. სამშენებლო ტექნოლოგიების საიდუმლოებები მინოსური კულტურის კიდევ ერთი მიღწევა, მინოსური სასახლეების მშენებლობაში გამოყენებული საინჟინრო ტექნოლოგიები იყო. მაგ., კნოსოსის სასახლეს მრავალსართულიანი სტრუქტურა ჰქონდა, რომელიც მიწისძვრებისგან დამცავი სისტემით იყო გამაგრებული, რაც სეისმურად აქტიურ რეგიონში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კნოსოსის სასახლის დასავლეთ ფასადი არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მშენებლობის დროს, გამოიყენებოდა სპეციალური თაბაშირის ხსნარი, რომელიც კონსტრუქციების სიმტკიცეს და გამძლეობას უზრუნველყოფდა. ანალიზის თანამედროვე მეთოდებმა აჩვენა, რომ მინოსელები კირის და ვულკანური ფერფლის შერევით, სამშენებლო ნაზავს იღებდნენ, რომელსაც ცემენტის თვისებები ჰქონდა. ხელოვნება და ტექნოლოგია მინოსელების მიღწევები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საინჟინრო და საზღვაო საქმიანობით. მათი ხელოვნება, ფრესკებიდან – კერამიკამდე, მასალების დამუშავების ტექნოლოგიის მაღალ დონეზე მეტყველებს. მაგ., კრეტაზე ნაპოვნი თხელკედლიანი ქვის ჭურჭელი, ისეთი სიზუსტით არის დამზადებული, რომ კედლები, ზოგჯერ, ქაღალდის ფურცელზე სქელი არ არის. ეს ნივთები, მხოლოდ სილამაზისთვის კი არა, პრაქტიკული გამოყენებისთვისაც იქმნებოდა. ამ ტექნოლოგიების კვლევა, მხოლოდ ისტორიის შესწავლაში კი არა, ადამიანის გონების შესაძლებლობების გარკვევაშიც გვეხმარება, რომელიც ეპოქის მიუხედავად, ყოველთვის სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. * მაქს პლანკის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მინოსის და მიკენის ცივილიზაციის კულტურები ნეოლითის ადამიანების შთამომავლების მიერ იყო შექმნილი. მათ ანალიზი ჩაუტარეს უძველესი ნაშთებიდან ამოღებულ დნმ-ს და კვლევის შედეგები Nature-ში (ბრიტანული ჟურნალი) გამოაქვეყნეს. მინოსის კულტურა კუნძულ კრეტაზე ძვ. წ. აღრ. 2600–1100 წლებში არსებობდა. ითვლება, რომ ის დამწერლობის მქონე პირველი ცივილიზაცია იყო, ევროპულ საზოგადოებაში (დამწერლობა ჰქონდა მიკენის ცივილიზაციასაც, რომელიც საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილზე, ძვ. წ. აღრ. 1700–1050 წწ. არსებობდა. მისი ხაზოვანი დამწერლობა ბერძნულის ადრეული ფორმა იყო). გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა* პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას* ფოტოებზე ასახული იშვიათი დამთხვევები, რომელიც არასდროს გამეორდება* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები470 2-ს მოსწონს
|