საზოგადოებრივი მინოსის კულტურა კავკასიელებმა შექმნეს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 2021, 25 თებერვალი, 10:24 მაქს პლანკის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მინოსის და მიკენის ცივილიზაციის კულტურები ნეოლითის ადამიანების შთამომავლების მიერ იყო შექმნილი. მათ ანალიზი ჩაუტარეს უძველესი ნაშთებიდან ამოღებულ დნმ-ს და კვლევის შედეგები Nature-ში (ბრიტანული ჟურნალი) გამოაქვეყნეს.
მეცნიერებმა მინოსის და მიკენის ანტიკური ხანის წარმომადგენელის და ბრინჯაოს ხანის მატერიკული საბერძნეთის და ანატოლიის სამხ-დას. რეგიონებში მცხოვრები ადამიანების გენომი შეისწავლეს. ამის შემდეგ, მათ კვლევის შედეგები ადრე მიღებულ, გენეტიკურ მონაცემებს შეეადარეს, რომელიც 3 ათასი უძველესი და თანამედროვე ადამიანის კვლევის შედეგად იყო მიღებული და აღმოჩნდა, რომ მინოსელები დას. ანატოლიის, კავკასიელების და ირანელების მემკვიდრეები იყვნენ. ხოლო, მიკენის კულტურა ჩრდილოეთიდან მოსულმა ხალხებმა შექმნეს და მათი გენომი მინოსელების ნაშთებში არ იკითხება.
«მიკენელებს, მინოსელებს და თანამედროვე ბერძნებს ნათესაური კავშირი აქვთ კავკასიელებთან და ირანელებთან. ეს შედეგი კი იმაზე მიუთითებს, რომ ეგეოსის ზღვის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან განხორციელებული პირველი მიგრაციის შემდეგ, ადგილი ჰქონდა, ამ მიმართულებით, სალხების არაერთ მიგრაციას» – განაცხადა კვლევის წამყვანმა მეცნიერმა და სტატიის ავტორმა იოსიფ ლაზარიდისმა (Iosif Lazaridis). არხის სხვა სიახლეები:
4. შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა 5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ... 493 4-ს მოსწონს
|