ფოტოგრაფია მთელი სამყარო სცენაა: მოცეკვავეების დინამიური ფოტოები ქუჩებსა და სანაპიროებზე ანა ულმანისგან 2024, 24 ნოემბერი, 19:02 მთელი მსოფლიო თეატრია, ხოლო ქუჩები - სცენა! ესპანელი ფოტოგრაფი ანა ულმანი (Anna Ulman) აღბეჭდავს ცეკვის ბრწყინვალე ემოციურობას თავის ნამუშევრებში, რომელიც ენერგიით და სინათლით სავსეა.
![]() ანა ულმანი ცხოვრობს ესპანეთის ქალაქ მარბელიაში და ოსტატურად იყენებს მომხიბვლელ ქვაფენილით მოფენილ ქუჩებს და სანაპირო ზოლს იდეალურ ფონად და შთაგონების წყაროდ თავისი მოდელების მოძრაობისთვის. ![]() ზოგჯერ მის კადრებში მოცეკვავეები ერწყმიან ქალაქის გარემოს და ასრულებენ თავიანთ დახვეწილ მოძრაობებს ჩვეულებრივ ქუჩის სამოსში. ![]() სხვა დროს საცურაო კოსტიუმს და პუანტს იცვამენ და ზღვის სანაპიროზე მიდიან. ![]() ქვიშა თამაშობს პარტნიორის როლს ცეკვაში, ხაზს უსვამს მოძრაობის დახვეწილობას და დინამიზმს. ![]() ულმანი ამბობს, რომ მოცეკვავეების გადაღებაში განსაკუთრებულ შთაგონებას პოულობს. ერთ დღეს ინტერნეტში ნახა შუა ქუჩაში მოცეკვავე ბალერინას ფოტო. ![]() ანა იმდენად შეყვარებული იყო ქუჩის ბალეტის ესთეტიკით, რომ მიხვდა: ფოტოგრაფია და ცეკვა ერთმანეთისთვის შექმნილია. ![]() ფოტოგრაფი თვლის, რომ ასეთი გადაღებისას მნიშვნელოვანია დაგეგმვა და ყველაფრის დეტალებამდე გათვლა, მაგრამ ყოველთვის რჩევა შემთხვევითობის და სპონტანურობის ადგილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ტონი ვაკაროს განსაცვიფრებელი ვინტაჟური ფოტოები, გადაღებული 1950-60-იან წლებში ქუჩის ფოტოგრაფიის შედევრები: რეალური ცხოვრება თითოეულ კადრში ბოდუენის „75 პარიზელი ქალი“: როგორ ცხოვრობენ პარიზის თანამედროვე მაცხოვრებლები ცეკვის მაგია: ტანმოვარჯიშეების და მოცეკვავეების ფოტოების შესანიშნავი სერია ფრანგი ფოტოგრაფისგან გოგონები და წყლის შთამნთქმელი სტიქია ნილ კრეივერისგან 352 შეფასება არ არის |