კახეთი ქვით თავი გაუჩეჩქვა-სასტიკი ფემიციდის შემთხვევა საგარეჯოში 2024, 22 ნოემბერი, 13:56 ![]() ადგილობრივების თქმით, მოძალადე მიშა სუხიაშვილი, ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი და მან საპატიმრო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ამნისტიით დატოვა. ყოფილმა ქმარმა ციკო სულიკაშვილი 11 ნოემბერს სახლში მიაკითხა, მეზობლების თქმით, ქალი საგარეჯოს ცენტრში, მშობლების კერძო სახლში ცხოვრობდა, ორი წლის წინ ძმაც გარდაეცვალა და სახლში მამასთან, მოხუც ბებიასთან და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მორიგი ასეთი შემთხვევა მოხდა წელიწადნახევრის წინ, მაშინაც მძიმედ ნაცემი იყო, მაშინ ციკო გადარჩა, მაგრამ უჩივლა და დააჭერინა ამ ძალადობისთვის. ციხეში იჯდა, შემდეგ ქალს საჩივარი უკან გამოუტანია, ამნისტიაც შეეხო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა. ![]() სხვა მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ტრემვირებული ციკო სულიკაშვილი 21 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების ფონზე ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მალევე დამძიმდა, საგარეჯოდან ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. წყვილს ორი შვილი დარჩა, 18 წლის გოგონა და 7 წლის ბიჭი. ![]() 101 2-ს მოსწონს
|