x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მაილ ტაისონს ბრძოლა არ წაუგია, მას უბრალოდ ბრძოლა დაათმობინეს ფულის სანაცვლოდ
image
ვფიქრობ მსოფლიო კრივის ცოცხალ ლეგენდას წარდგენა არ ჭირდება მკითხველთან. თვითნაბადი "ბაჯაღლო", რომელიც საბრძოლო მანქანად აქცია ლეგენდარულმა მწვრთვნელმა კას დ'ამატომ, რომელმაც ქუჩის მოჩხუბარი ბიჭისგან ლეგენდა შექმნა.


კას დ'ამატომ იშვილა მაიკი და საკუთარ ოჯახში ზრდიდა, ავარჯიშებდა და ცხოვრების ფილოსოფიას ასწავლიდა. სწორედ მისი დამსახურებით გახდა მაიკი დიადი, სამწუხაროდ ტაისონის მამობილი სიმსივნით გარდაიცვალა სწორედ მაშინ, როცა რინგზე სრულიად ახალგაზრდა ბიჭმა რინგზე ბრძოლებში გამობრძმედილი პროფესიონალი მოკრივეები ნოკაუტით დაამარცხა.

ტაისონის მიამიტობით ძალიან ბევრმა ისარგებლა, განსაკუთრებით კი "მოკრივეების ბუღალტრად" ცნობილმა პრომოუტერმა დონ კინგმა, რომელსაც არასდროს დაუმალავს მაიკის ციხეში მოხვედრის დღიდან, რომ მაიკი მისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო და მეტი არავინ. რობინ გივენსთან ქორწინებამ მაიკის ცხოვრება შეცვალა, ცნობილმა ტელეწამყვანმა მაიკის ნაშოვნ მილიონებს "წირვა გამოუყვანა" და როცა მაიკი მიხვდა ცოლი და მისი სანათესაო რასაც უკეთებდნენ, ოჯახიდან ცოლის ნათესავები დაითხოვა, რასაც გივენსის მხრიდან პროვოკაცია და განქორწინების მოთხოვნა მოჰყვა, მაიკი ცოლს დაშორდა, მაგრამ ქონების ნახევრის გაყოფამ მოუწია მისთვის.


მაიკი რეჟიმიდან გამოვიდა, არავინ იყო ისეთი ვინც მასში დაბუდებულ მონსტრს მამობილის მსგავსად მას რინგისაკენ მიამართინებდა.


მაიკი ნარკოტიკებს, სასმელს და კლუბებს მიეძალა, ერთერთი ასეთი ღრეობის დროს მას დიდი ალბათობით "გაუჩალიჩეს"-კრივის სამყაროს ახალი სახე ჭირდებოდა, მაიკი კი უკონკურენტო იყო და მოდელი რომელიც ნებაყოფლობით აყვა მაიკს სასტუმროს ნომერში პროვოკატორი და მიგზავნილი აღმოჩნდა, მან ტაისონს ძალადობაში დასდო ბრალი. მაიკი ციხეში ჩასვეს იმის მიუხედავად, რომ სასტუმროს კამერებმა დააფიქსირეს, რომ მაიკს მოდელი გოგო ძალდატანებით არ აუყვანია ნომერში.



ციხიდან გამოსულ მაიკს ისე დაუგეგმეს ორთაბრძოლა ბასტერ დაგლასთან, ტაისონს ერთი სპარინგ-შეხვედრაც კი არ ჰქონდა კრივის დარბაზში ჩატარებული, ციხემ და დარღვეულმა რეჟიმმა მაიკს პირველი დამარცხება განაცდევინა, ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდა მაიკი იატაკზე არცთუ მაღალი კლასის მოკრივესთან ორთაბრძოლაში.


შორს, რომ არ წავიდე მაიკის ქონება და ფული ისე გაიხარჯა, იმდენი მოპარეს ჯერ დონ კინგმა და მერე სხვებმაც, მაიკი პრაქტიკულად სიღატაკის ზღვრამდე მივიდა, მას მცირე სარეკლამო ვიდეორგოლებში იღებდნენ და ამით შოულობდა საარსებო წყაროს.


მოგვიანებით მაიკმა აღიარა: "ჩემი მამობილი, გვერდით რომ მხოლოდა ჩემი დამმარცხებელი არავინ იყო დედამიწის ზურგზე".

ისარგებლა რა მაიკის ფინანსური მდგომარეობით ბლოგერმა და მოკრივემ ჯეიკ პოლმა მაიკი ბრძოლაში გამოიწვია, პოლს ათამდე გამარჯვება ჰქონდა და ერთი წაგება, მაიკს კი 50 გამარჯვება, აქედან 44 ნოკაუტით და 7 დამარცხება, ეს იმ პერიოდის დამარცხებებია, როცა მაიკი უკვე არც ფორმაში იყო და არც დიდად იყო მოწადინებული ძველი დიდება დაებრუნებინა. მაიკმა 2005 წელს ჩაატარა ბოლო შეხვედრა.


58 წლის მაიკმა მიიღო 27 წლის ბლოგერისა და მოკრივის გამოწვევა და ვარჯიშიც დაიწყო. შედგა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მაიკი შეხვედრის ბოლოს მიიღებდა 20 მილიონ დოლარს.


შედგა ორთაბრძოლა, რომელმაც მაშინვე მიიპყრო კრივის სპეციალისტების ყურადღება, მაიკი 4 ქულით დამარცხდა. პოლმა 40 მილიონი მიიღო და ტაისონმა კი 20 მილიონი.


ბრძოლის დროს აშკარა გახდა, რომ მაიკი თავს აკონტროლებდა მისთვის ჩვეული "აფეთქებისაგან" თავის დასაცავად, პოლი რომ არ დაეგდო ფიცარნაგზე.
58 წლის ასაკშიც კი მაიკს უპრობლემოდ შეეძლო "ახალგამომცხვარი" მოკრივე რინგზე დაეგდო, მაგრამ მაიკს თითქოს რაღაც აკავებდა, რაღაც იჭერდა.
ახლა კი მსოფლიო პროფესიული კრივის აღიარებული ანალიტიკოსები ღიად და დაუფარავად ამბობენ, რომ მაიკმა ბრძოლა დათმო 20 მილიონის სანაცვლოდ, რაც მის მომავალ ცხოვრებას უზრუნველს გახდიდა.


20 მილიონიდან გუნდისთვის და საგადასახადო სამსახურისთვის ფულის გადახდის შემდეგ მაიკს 12 მილიონი დოლარი დარჩა. მაიკი ძველი მაიკი არაა, არ სვამს, არ ეწევა, ნარკოტიკებს არ ხმარობს და არც ღამის კლუბების სტუმარია.

ასე, რომ ფული რომელიც მაიკმა გამოიმუშავა ცხოვრების ბოლომდე ეყოფა.
მაიკს აშკარად ეტყობა, რომ "უტყდება" ფულის გამო, რომ დაათმობინეს შეხვედრა.

image


ეს ვიდეოები ადასტურებს, რომ მაიკს პრაქტიკულად არ უბრძოლია. შეადარეთ მაიკის პოლთან ბრძოლის ტაქტიკა და სისწრაფე, იმასთან შედარებით რისი შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად მას.

დააკვირდით როგორ აჩერებს დასარტყმელად მოქნეულ მუშტს მაიკი, მხოლოდ ერთხელ "აფეთქდა" მაიკი და პოლი ბაგირებს მიანარცხა, მაიკს, რომ მოენდომებინა და კონტრაქტზე არ ჰქონოდა ხელი მოწერილი პოლს პირველივე რაუნდში დააფინიშებდა.



სრულიად "დამუხრუჭებული" მაიკი რინგზე, და "რკინის მაიკი" ვარჯიშისას.

0
216
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
216