სისხლის სამართალი ვალებს ციანიდით "აბრუნებდა"-ტაილანდელმა ქალმა 14 ადამიანი მოკლა 21 ნოემბერი, 10:53
იგი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე და კლავდა მეგობრებს, რომლების ვალიც ემართა.
ტაილანდში ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, მას 14 მეგობრის ციანიდით მოწამვლაში ედება ბრალი.
ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, ბანგკოკის სასამართლომ 36 წლის სარარატა რანგსივუტაპორნი დამნაშავედ ცნო. შარშან ერთად მოგზაურობის დროს, მისი მდიდარი მეგობრის საჭმელსა და სასმელს შხამი შეურია. სარარატას მეგობრის ნათესავებს არ სჯეროდათ, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მართლაც გაკვეთის შედეგად მის სხეულში ციანიდის კვალი აღმოაჩინეს. პოლიციამ დააკავა სარარატი და გაარკვია.რომ სხვა მსგავსი სიკვდილები 2015 წლიდან ფიქსირდებოდა. პოლიციის თქმით, სარარატი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო და კლავდა იმ მგეობრებს ვისი ვალიც ჰქონდა, შემდეგ კი მათ სამკაულებსა და ძვირფას ნივთებს იპარავდა. 2023 წლის აპრილში სარარატი და მისი 32 წლის მეგობარი გაემგზავრნენ რაჯთაბურის პროვინციაში, ბანგკოკის დასავლეთით, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბუდისტურ რიტუალში. გამომძიებლები ამბობენ, რომ ის მკვლელთან ერთად სადილობდა, როცა უცებ დაეცა და გარდაიცვალა. როდესაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს, მსხვერპლს არც ტელეფონი ჰქონდა, არც ფული, არც საფულე. სარარატი თავს დამნაშავედ არ ცნობს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაში. პატიმრობა მიესაჯა მის ყოფილ ქმარს, რომელიც პოლიციელი იყო, და მის ადვოკატს იმისთვის, რომ დაეხმარნენ მკვლელს დანაშაულის მტკიცებულებების დამალვაში. ციანიდი ორგანიზმის უჯრედებს ჟანგბადს აღარ აწვდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ადრეული სიმპტომებია თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება და ღებინებაა. ამ ტოქსიკური ნივთიერების გამოყენება მკაცრად რეგულირდება ტაილანდში. 116 2-ს მოსწონს
|