სხვა 12 ბრენდული ნივთი, რომელთა ყალბი ნივთები ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ (ნაწილი პირველი) 20 ნოემბერი, 19:44 ბრენდირებული ნივთები დიდი ფული ღირს. ამიტომაც, როდესაც ირკვევა, რომ გადავიხადეთ სოლიდური თანხა უხარისხო რეპლიკაში, მინიმუმ საწყენია. ასლები არა მხოლოდ სწრაფად ცვდება და ფუჭდება, არამედ გარკვეული საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს. როგორ გავარჩიოთ ბრენდირებული ნივთი ყალბისგან თვალით შეძენამდე? iPhone ტელეფონის ავთენტურობის შესამოწმებლად უნდა გაიგოთ მობილური მოწყობილობის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (IMEI). IPhone-ის მოდელებზე ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია *#06# კოდის აკრეფით. შემდეგ ეს ნომერი შეფუთვაზე მითითებულ რიცხვს უნდა შეადაროთ. თუ რიცხვები არ ემთხვევა, სავარაუდოდ, გაქვთ ბრენდის იაფი ასლი. ზოგიერთი გამყიდველი ეშმაკობს და მყიდველს სთავაზობს ორიგინალურ მოწყობილობას, მაგრამ არა ახალს, არამედ შეკეთებულს. არავის ენდომება გადაიხადოს დიდი თანხა iPhone-სთვის, რომელსაც ადრე დეფექტი აღმოაჩნდა. მოწყობილობის ისტორიის გასარკვევად მის საიდენტიფიკაციო ნომერს დახედეთ. ასო M დასაწყისში ნიშნავს, რომ ტელეფონი სრულიად ახალია. ასო F ნიშნავს, რომ შეკეთებულია. ქურთუკი North Face ორიგინალი / ყალბი ორიგინალური ქურთუკი იაფფასიანი ასლისგან რომ განასხვაოთ, ნაწარმზე ამოქარგულ ლოგოებს დააკვირდით. თუ ასოები დაუდევრად ამოქარგულია და სისქეში განსხვავდება, ეს ყალბი ნივთის ნიშნებია. ასევე ყალბი ნივთების მწარმოებლები ხშირად ტოვებენ სხვადასხვა დისტანციას სიმბოლოებს შორის. იგივე ეხება სამ ზოლს, რომელიც ნემსს გამოსახავს. უხარისხო რეპლიკაზე ზოლები სხვადასხვა სიმაღლეზე მთავრდება. ბოლო პერიოდში ბრენდი North Face თავის ყველა ნივთს ამატებს ფერად ჰოლოგრამას სპეციალური ჭრილებით კუთხეებში - ეს ბრენდის ავთენტურობის სერტიფიკატია. ჩანთა Chanel ორიგინალი / ყალბი შანელის ჩანთები ცნობილია არა მხოლოდ ბრწყინვალე დიზაინით და მაღალი ხარისხის გამოყენებული მასალებით. კომპანია სხვა დეტალებსაც დიდ ყურადღებას აქცევს. ყველა ლითონის დეტალი ჩანთაზე, ისიც, რომელიც შიგნითაა, ერთი ფერის ლითონისგან დამზადებულია. ლოგოს მსგავსი შესაკრავი ჩანთაზე მაგრდება ვარსკვლავის ფორმის ხრახნის გამოყენებით (ძველ ჩანთებზე ბრტყელი ხრახნი შეგიძლიათ იპოვოთ). თუ ამის ნაცვლად გამოიყენება ჯვრის ფორმის ხრახნები, ყალბი ნივთია. თავად ლოგო უნდა გამოიყურებოდეს გარკვეულწილად: ასოები უნდა იყოს მოცულობითი, ამასთან მარჯვენა C ზემოთ მარცხენაზე გადადის, ქვემოთ პირიქით. საბურავები Michelin ყალბი საბურავები არა მხოლოდ სწრაფად ცვდება. ხშირად შეიცავს არასწორ ინფორმაციას მანქანის რეკომენდებული წონის და სიჩქარის შესახებ, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ავარია. ნამდვილის ყალბისგან გასარჩევად გვერდიდან კარგად შეამოწმეთ. მასზე კომპანია ათავსებს ლოგოს, ყველა ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, ასევე დამზადების თარიღს. თუ ასოები ბუნდოვნად გამოიყურება, ლოგო ძნელად გასარჩევია ან ოდნავ მრუდედ განთავსებულია, ყალბი შეიძლება იყოს. ბოლო დროს Michelin თავის საბურავებს QR კოდებს ადებს (მდებარეობს საბურავის გვერდზე ან შეფუთვაზე). საკმარისია კოდის სკანირება, რომ მიიღოთ ყველა მონაცემი კომპანიის საიტზე და პროდუქტზე დაბეჭდილ ინფორმაციას შეადაროთ. მწარმოებლები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ საბურავის დამზადების თარიღს. მისი პოვნა შეგიძლიათ ასოების DOT-ის შემდეგ. მაშინაც კი, თუ საბურავები კარგად გამოიყურება, მაგრამ ათი წლის წინ გამოუშვეს, სიფრთხილე გმართებთ. სხვა განმასხვავებელი ნიშანია მამაკაცის პატარა ფიგურები პროტექტორზე, რომელიც საბურავის ცვეთის ხარისხს მიუთითებს. კედი Converse ორიგინალი / ყალბი ორიგინალური სპორტული ფეხსაცმლის ძირზე ყოველთვის იბეჭდება კომპანიის ლოგო, ხუთქიმიანი ვარსკვლავი და წარწერა ALL STAR, მის გვერდით კი პატარა ექვსქიმიანი ვარსკვლავი. თუ ბოლო ელემენტი აკლია ან დიდი ვარსკვლავის ქვეშ აკლია საავტორო უფლებების სიმბოლო, ფეხსაცმელი ყალბი შეიძლება იყოს. ყველა ინფორმაცია კედის შესახებ (ზომა, მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი) შეგიძლიათ იხილოთ იარლიყზე, რომელიც მიკერებულია ენის შიგნით. თუ წყვილ ფეხსაცმელში ინფორმაცია განსხვავებულია, სიფრთხილე გმართებთ. საათი Tissot ორიგინალი / ყალბი ბრენდი Tissot პოპულარულია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ზოგიერთ მაღაზიაში შემთხვევით ყალბს შეიძლება შეხვდეთ. იმის გასარკვევად, ნივთი ორიგინალურია თუ ყალბი, საათი ხელში დაიჭირეთ. ქარხნულ თავზე აუცილებლად უნდა იყოს ამოტვიფრული ასო T. თუ ელემენტი უბრალოდ მიწებებულია, საათი ყალბია. სცადეთ საათის ჩართვა. ნამდვილ Tissot-ში ჩართვისას არ იგრძნობა შიდა მექანიზმების წინააღმდეგობა ან მათი შენელება. ასევე დაგაინტერესებთ: 15+ მაგალითი, როგორ გამოიყურებოდა ცნობილი ბრენდების რეკლამა შორეულ წარსულში 15+ შემთხვევა, როდესაც შეფუთვა პროდუქტზე უფრო მაგარია ტოპ 6 ხრიკი, რომელსაც კომპანიები იყენებენ, რომ მეტი ფული დაგცინცლოთ ეს ნივთები სჯობს, მაღაზიაში დატოვოთ, თუნდაც 90%-იანი ფასდაკლებით იყოს და მეორე საჩუქრად მოჰყვებოდეს 10 ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც არ გკბენს, არამედ გჭამს 264 შეფასება არ არის |