x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტალინის იუმორი
image

ისტორიკოსები ხშირად კამათობენ იმაზე, ჰქონდა თუ არა სტალინს იუმორის გრძნობა, რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა საკმაოდ სპეციფიკური, სადაც ხშირად სატირაც იყო გამოყენებული და ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდა ობიექტს.

ქვემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამებიდან, შეიძლება ზოგი ლეგენდაც იყოს, ქალაქური ფოლკლორი, დღეს ამის გარკვევა ცოტა არ იყოს ძნელია, ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ აქცენტი საუკეთესოებზე გადაგვეტანა.




***

სტალინს უყვარდა თეატრი და ოპერა და არტისტებს ხშირად იწვევდნენ მიღებებზე და ბანკეტებზე. ერთ-ერთ ბანკეტზე, როდესაც თეატრისა და კინოს მსახიობმა ანდრეი აბრიკოსოვმა ხმამაღლა შემოსძახა: "თქვენი ჯანმრთელობისა იყოს, ამხანაგო სტალინ!" - და უცებ ბოლომდე გადაჰკრა მთლიანი ჭიქა არაყი, სტალინმა ჩუმად უპასუხა: „ჯობია შენსაზე იფიქრო“.



***

სტალინმა ჰკითხა მეტეოროლოგებს, როგორი იყო მათი ამინდის პროგნოზის სიზუსტის მაჩვენებელი.უპასუხეს, რომ ეს იყო დაახლოებით 40%, მან მაშინვე ურჩია: ”მაშინ თქვენ პირიქით თქვით და შედეგი გექნებათ 60%."



***

მიხეილ ჭიაურელის ფილმის „ბერლინის დაცემა“ პრემიერაზე სტალინმა მაო ძედუნს გააცნო მსახიობი ბორის ანდრეევი, რომელიც მთავარ, ჯარისკაცის ალექსეი ივანოვის როლს ასრულებდა:


– ესაა, მსახიობი ბორის ანდრეევი. მე და მან ერთად ავიღეთ ბერლინი.



***

პოტსდამის კონფერენციაზე აშშ-ს ელჩმა სსრკ-ში უილიამ ჰარიმანმა სტალინს ჰკითხა:


– მას შემდეგ, რაც 1941 წელს გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრით იყვნენ დაშორებული, ალბათ ახლა გსიამოვნებთ დამარცხებული ბერლინის გაყოფა?


-მეფე ალექსანდრემ პარიზამდე მიაღწია, - უპასუხა სტალინმა.



***

ერთ დღეს სტალინს აცნობეს, რომ მარშალ როკოვსოვსკიმ საყვარელი გაიჩინა და ეს იყო ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა. ჰკითხეს: ახლა რა ვუყოთ მათ? სტალინმა პირიდან ჩიბუხი ამოიღო, ცოტა ჩაფიქრდა და თქვა: „რა ვუყოთ, რა ვუყოთ... რა ვუყოთ და უნდა შეგვშურდეს!“


***

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ცინცაძემ გადაწყვიტა ესარგებლა რელიგიის მიმართ ხელისუფლების მოულოდნელი ლოიალობით. მან დაავალა ერთ-ერთ მთავარეპისკოპოსს, რომელიც ოდესღაც სოსო ჯუღაშვილთან ერთად სწავლობდა ტფილისის სემინარიაში, შეხვედროდა სახელმწიფოს მეთაურს და აეხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემები. სტალინი სიხარულით დათანხმდა შეხვედრას. თუმცა მეუფეს შეექმნა პრობლემა, როგორ ჯობდა კრემლში მისვლა - საეკლესიო ანაფორით თუ საერო სამოსით?


საბოლოოდ ურჩიეს საერო ტანსაცმელში ჩაცმული მისულიყო.


სტალინი თბილად მიესალმა თანაკლასელს, შუა გზაზე შეეგება, ჩაეხუტა, შემდეგ კი ულვაშებში ჩაიღიმა, საერო პიჯაკზე მიანიშნა და უთხრა:

- რა იყო მიხო! სად არის შენი ანაფორა?

შემდეგ დასძინა:

-ჩემი გეშინია და ღმერთის არ გეშინია?



***

ანდრეი ჟდანოვმა დაიწყო "ჩალიჩი" იმაზე, რომ თავის საყვარელ კომპოზიტორს, ევგენი გოლუბევს მიეღო სტალინური პრემია სიმფონიისთვის. ყველა საკითხი მოგვარებულად ჩათვალა, მაგრამ როდესაც ლაურეატების სიები სტალინს ხელმოწერისთვის მიუტანა, მან ყურადღება მიაქცია ჟიურის ხმებს -გოლუბევზე ყველა მომხრე იყო და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი.

-და ვინ არის ის? - ჰკითხა სტალინმა.

-ეს არის შოსტაკოვიჩი, ამხანაგო სტალინ, - უპასუხა მან.

- მე ვეთანხმები შოსტაკოვიჩს. ”მას უფრო მეტი ესმის მუსიკის, ვიდრე ჩვენ, ” - თქვა ბელადმა და გოლუბევი სიიდან ამოშალა.



***

მარშალ როკოვსოვსკისთან დაკავშირებული არის კიდევ ერთი ოინი, რომელზეც თავად კონსტანტინე კონსტანტინოვიჩი ხშირად საუბრობდა სიცილით. მისი თქმით, ომის შემდეგ მან ააშენა უზარმაზარი და მდიდრული აგარაკი.


მარშალმა მოიწვია მთელი პოლიტბიურო და გენერალური შტაბი ახალსახლობაზე. თვითონ სტალინი მოვიდა. ”მთელი ღამე გავერთეთ, ვიმღერეთ, გავიხსენეთ ომი”, - იხსენებს მარშალი. ”დილით ყველა მემშვიდობება, ამხანაგი სტალინი კი მეუბნება:


- დიდი მადლობა, ამხანაგო როკოსოვსკი, თქვენ ააშენეთ შესანიშნავი ბავშვთა სახლი.


იმავე დღეს სახლი სავსე იყო ბავშვებით, რომლებიც ომის შედეგად დაობლდნენ.

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0