საზოგადოება გელა ზედელაშვილი: ავი ენების მტკიცებით, ორბელიანების სასახლეში დაძაბულობაა! 19 ნოემბერი, 15:38 ავი ენების მტკიცებით, ორბელიანების სასახლეში დაძაბულობაა! როგორც უკვე იცით, სალომე ბაბომ ოთხი წლის წინ ორბელიანების სასახლეში საკუთარი სადაქალო კლუბი ჩამოაყალიბა. ამ კლუბში შეჰყარა უამრავი ე.წ. მეგობარი, რომელთაც მხოლოდ ფეხზე ფეხის გადადება, ყავის სმა, პაპიროზის გაფუილება, ჭორაობა და ამბების მიტან-მოტანა ევალებოდათ.
დადგა დრო, სადაქალო კლუბი დაიშალოს, მაგრამ სალომე ბაბოსი არ იყოს, დაშლა და სახლებში წასვლა არც მაგათ უნდათ.
დიახ! არ უნდათ, მაგრამ იციან, როგორც კი ამას ვადა ამოეწურება, ეგრევე გაპინტრიშდებიან, ახალ პრეზიდენტს ეს უსაქმურები არაფერში დასჭირდება.
ამიტომ, როგორც სასახლიდან შინაურულად იტყობინებიან, სადაქალოში უკვე მოუმატეს ბაბოს ზურგს უკან გინებას - რომ არა ამისი იდიოტური ნაბიჯები, რომ არა ამისი უსაფუძვლო ამბიციები, კიდე ერთი ვადით დაამტკიცებდნენ და ქე ვიქნებოდით 4 წელიწადი კვლავაც განცხრომაშიო.
რაც შეეხება თვით მადამ პღეზიდანს, ნამეტნავად ჰქონია წამხდარი ხასიათი და თურმე პერიოდულად ისტერიკაშიც ვარდება. აღარაფერს ვამბობ ლევაზე, წევასა და მტვრევაზე. თვითმხილველების თქმით, იგი შვილების მომავალზე უფრო წუხს და იტანჯება, ვიდრე თავისაზე - არ იცის, თეთრ სახლში დასაქმებულ ქალ გორჯესტანს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დატოვებს? არც ის იცის, როცა თვითონ რიგითად ჩამოქვეითდება, ვაჟ გორჯესტანს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დატოვებენ?
აი, ამაშია საქმე, ამიტომაც იხვეწება, დამტოვეთ კიდევ ცოტა ხნითო, არ უნდა ჩემოდანში ნიფხვებისა და ჩუსტების ჩალაგება, რა ქნას?!" -გელა ზედელაშვილი
365 შეფასება არ არის
|