ქანდაკება ჩაქუჩი და ღოჯი, თუ 3D პრინტერი? – აღმოჩენა რომლის შესახებ ბევრმა არ იცის დღეს, 8:31 ბევრ ცნობისმოყვარე ადამიანს, შუა საუკუნეებში შექმნილი მარმარილოს ქანდაკების ტექნოლოგია აინტერესებს, ხოლო ალტერნატიული ისტორიის მკვლევარებს, ეს საკითხი მოსვენებას არ აძლევს. საქმე იმაშია, რომ როგორც აკადემიური მეცნიერების წარმომდგენლები წერენ, ეს ქანდაკები, ერთი მთლიანი ქვიდან, «პრიმიტიული» ხელსაწყოებით არის გამოკვეთილი. მოქანდაკის ხელსაწყოების ჩამონათვალი კი ასეთია: კბილებიანი საფხეკი, სკალპელი, ჩაქუჩი და ღოჯი. მაგრამ, იყო კი, რეალურად ასე? ნუთუ ადრე ისეთი მოქანდაკეები იყვნენ, რომ ასეთი უხეში იარაღით, მაგ., ვუალის, მაქმანების და პატარა დეტალების გამოქანდაკება შეეძლოთ? დღეს ქვის სკულპტურის შექმნისას, მისი ავტორები იგივე იარაღებს და რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებენ, მაგ., საფქვავს, საბურღს, ელექტრო ხერხს და ა. შ. მაგრამ, მიუხედავად ამის, დღევანდელი ქანდაკებები, წარსულის მარმარილოს ქანდაკებებთან შედარებით, ნამდვილად რომ, წამგებიანად გამოიყურება. «ილ დისინგანო» ფრანჩესკო ქუეროლო (1704–1762) მაშ როგორ შექმნა ფრანჩესკო ქუეროლმა მეთევზის ქანდაკება? როგორ გააკეთა ბადე, რომელიც ჩაქუჩის ერთი დარტყმით, შეიძლება დაიმსხვრეს და ჩამოიშალოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტზე, ქუეროლოს გარდა, ყველა ნეაპოლიტანელმა მოქანდაკემ, უარი თქვა. ნუთუ ის იდუმალ ტექნოლოგიას ფლობდა? – ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ, შუა საუკუნეების სხვა ნამუშევრებსაც თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ ქუეროლო, ერთადერთი არ იყო, ვინც ეს «საიდუმლო» იცოდა. «დაფარული ქრისტე» ჯუზეპე სანმარტინო (1720–1793) ასეთი დახვეწილი მარმარილოს ქანდაკების შექმნის ტექნოლოგია, XIX საუკუნის მკვლევრებსაც აინტერესებდათ და მათ აღნიშნულ საკითხს, არაერთი ნაშრომი მიუძღვნეს. როგორც იმ პერიოდის ექსპერტებმა დაადგინეს, ძველ დროში, მოქანდაკეები უკვე ცდილობდნენ «ყალბი» მარმარილოს დამზადების ტექნოლოგიას და მას საკუთარ ნამუშევრებში აქტიურად იყენებდნენ. ისინი, ქანდაკებები ნაწილებს, ცალ-ცალკე ასხამდნენ, შემდეგ აერთებდნენ, ლესავდნენ და აპრიალებდნენ. მცირე ზომის დეტალებს კი, პირდაპირ მოცულობით ობიექტების ზედაპირზე ძერწავდნენ... და 3D პრინტერი, საერთოდ, არაფერ შუაშია. P. S. გარდა ამისა, როგორც ქვედა ფოტოზე ჩანს, შუა საუკუნეების მოქანდაკეები, საკუთარ ნამუშევრებს არმატურითაც ამაგრებდნენ... არხის სხვა სიახლეები:* ადამიანი არ არსებული ქვეყნიდან და სტუმარი XVII საუკუნიდან (2 უცნაური ისტორია, რომელიც რეალურად მოხდა)* 10 როლი და ვარსკვლავი დიდების ხეივანში – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ტრამპის შესახებ* ნივთები, რომლის შესახებ, უმრავლესობამ არაფერი იცის* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები205 შეფასება არ არის
|