ქანდაკება როგორ იქმნება ცვილის ფიგურები მადამ ტიუსოს მუზეუმში 2016, 29 თებერვალი, 17:30
ყველა ფიგურა ლონდონის ცენტრალურ ოფისში იქმნება, ხოლო შემდეგ იგზავნება 20-ზე მეტ ფილიალში, სხვადასხვა ქალაქებში. შედევრების შემქმნელებმა გადაწყვიტეს ფარდა აეხადათ საიდუმლოსთვის და ყველასთვის ეჩვენებინათ, ფიგურების შექმნის პროცესი: თითოეულ ფიგურაზე 15 მხატვარი მუშაობს, 3-4 თვის მანძილზე. ყოველწლიურად, ცენტრალური ოფისის სახელოსნოში 230-მდე ფიგურა იქმნება. ყველაფერი კი ცნობილ ადამიანთან შეხვედრით და ზომების აღებით იწყება… ![]() ![]() ამ პროცედურის დროს, დიზაინერი 250 მაჩვენებელს იღებს: კანის ფერი, თვალის ზუსტი ფერი, თმის ფერი, სტრუქტურა, სიგრძე და ა. შ. ![]() ![]() ყველა პარამეტრის აღების შემდეგ, მოქანდაკე აკეთებს თიხის მაკეტს… ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამის შემდეგ, ამზადებენ ყალიბს ცვილის ჩასასხმელად. რომელშიც ცვილს 170 საათის მანძილზე აჩერებენ. ![]() ![]() ![]() ![]() შემდეგი ეტაპი — თმის საფარის დამატება არის. დიზაინერი თითოეულ ღერს სათითაოდ ამაგრებს. ეს პროცესი, დაახლოებით, 6 კვირის მანძიზე გრძელდება. შემდეგ, ზეთის საღებავებით, მხატვარი ზუსტად იმ ფრად ღებავს ფიგურას, რა ფერის კანიც აქვს რეალურ ადამიანს. ![]() ![]() როდესაც «კანი» მზად არის, მხატვარი თვალებზე და კბილებზე გადადის. თითოეული თვალი — რეალური თვალის ზუსტი ასლია და ის ინდივიდუალურად იქმნება აკრილის რეზინით. კბილებს ქმნიან იმ ყალიბით, რომელსაც ვარსკვლავთან პირადი შეხვედრის დროს იღებენ. ![]() ![]() ![]() მას შემდეგ, რაც ფიგურაზე მუშაობა დასრულდება, მისი შემოსვის დრო დგება. ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ადამიანები, თვითონ აძლევენ «კლონებს», საკუთარ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ![]() დამასრულებელი შტრიხებია: დეტალური მაკიაჟი, ვარცხნილობა, დამატებითი აქსესუარები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 297 9-ს მოსწონს
|