x
image
ლურჯი თოლია
"რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი" - "ბაბაიას დიპლომატია"

აკაკი ბაქრაძე ; ბაბაიას დიპლომატია

"პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან. . .

აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც.

გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული.


ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა, როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით.

გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა.


ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან..."

აკაკი ბაქრაძე "ბაბაიას დიპლომატია"

5
387
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
387
  
2024, 19 ნოემბერი, 8:29
კეთილგონიერება,რასაც კაკო ლაჩრობას ეძახის,გამოიჩინა ისეთმა ხალხმა როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი და გიორგი V,ხოდა ლაჩრები იყვნენ? მალიქი რო წაყირავდა,სელჩუკების მხარეს არეულობა დაიწყო,ეს იყო 1092 წლის მერე,თან 1096 წელს ჯვაროსნების ამბავი დაემატა,ხოდა ყველანაირი საფუძველი ქონდა დავითს რო ხარკი არ ეხადა და დაჯახებოდა თურქებს,თუმცა მაინც იხიდიდა გარკვეული ხანი ხარკს. რატომ აკეთებდა ამას,ლაჩარი იყო? ან რატომ არ ჩაერთო ჯვაროსნულ ლაშქრობებში,თურქებს ბაბაია რო დაეძახა მაგიტომ თუ კეთილგონიერი კაცი იყო და იცოდა,რომ მზად არ იყო ომისთვის. ითმინა კაცმა და საქმე აკეთა,ჯერ შიდა წესრიგი დაამყარა,ჯარი გამართა და ფინანსურად მოძლიერდა,მერე დაიწყო ეტაპობრივად მიწების გათავისუფლება. 1121 წელს გადაიხადა მთავარი ბრძოლა ანუ გამეფებიდან 32 წლის მერე,ხოლო 33 წელს თბილისი დაიბრუნა,34 წელს ანისამდე ჩავიდა. გიორგიზეც ვთქვათ,არ ახლობლობდა მონღოლებთან სანამ მთავარ დარტყამას მიაყენებდა? ე.ი. მაშინ რო ეცხოვრა კაკო ბაქრაძეს,იტყოდა,რომ გიორგი მონღოლებს ბაბაიას ეძახდა და ლაჩარი იყო,თუმცა ეგრე იყო? თვითონვე აქვს ნახსენები აგერ,ხოდა გამოდის რო ლაჩრობა არ ქვია კეთილგონიერებას. კეთილგონიერება ისეთი რამეა რო ცოდნით მოიპოვება,ხოდა დავითიც და გიორგიც მცოდნე ხალხი იყვნენ და მიტომაც ააშენეს ქვეყანა. მათ მერე ალექსანდრემაც ქნა იგივე. მერე მოხდა ის რაც დღეს ხდება,შიდა დაპირისპირება და ქვეყნის გაყოფა სამეფო-სამთავროებად. სამწუხაროა,თუმცა სიმართლეა რო საქართველო არის იმაზე უვიცი,ვიდრე გიორგი VIII დროს იყო,იმათ არ ქონდათ ისტორიული მაგალითი და ჩვენ გვაქვს,რა მოყვება შიდა დაპირისპირებას და გაყოფას,თუმცა მაინც ვაკეთებთ ამას,რატომ ამაზე თქვენ იფიქრეთ და იმსჯელეთ,მე მეზარება მაგის ახსნა.
2024, 19 ნოემბერი, 8:10
რაც შეეხება იმას,თუ რატომ სურს ომის დასრულება ტრამპს და რატომ არ უნდა უხაროდეთ ქართველთ ეს ამბავი: ამერიკა ომს ამთავრებს რუსეთის გამო,რადგან რაც დრო გადის რუსეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. ამერიკას არაფერში არ აწყობს რუსეთი დამარცხებული და განადგურებული,მათ სურთ გამოიყენონ ჩინეთთან დაპირისპირებაში. აკვირდებით,როგორი ურთიერთგამომრიცხავი ინტერესებია,თითქოსდა ხო მტერია ამერიკა რუსეთის,თუმცა ეგ ხელს არ უშლის ამერიკას რუსეთს დაეხმაროს გადარჩენაში. მტერს სურს გადაარჩინოს თავისი მტერი :) ხოლო მისი "მეგობარი" საქართველო შეიძლება შესწიროს ამ ამბავს,ხომ მაგარია,მტერის გადასარჩენად სჭირავ მეგობარს.

ბევრი რო არ გავაგრძელო,უვიცი იყო ეგ თქვენი კაკო ბაქრაძე და გაგებაში არ არის არაფრის. მის დროს არ იყო,ასეთი გენია გვყოლია და კედელს თავი დავეჯახეთ,აბა ლაჩრები ხო არ ვიქნებოდით,ხო არის ესე? წასული იყო სსრკ საქმე,დროის ამბავი იყო მისი დანგრევა,მარა ქართველმა გენიოსებმა იმდენი ქნეს რო მხეცის კუდი მაინც მოგხვდა,ესეც იმიტო რო ლაჩრები არ გამოვჩენილიყავით. ილია ჭავჭავაძე რას ამბობდა,ლაჩრები არ ვიყოთ და რუსეთს დავარტყათო? თუ იმას რო ჯერ ხალხი მორალურად მზად არ არის,განათლებას უნდა მივაწვეთ და ამ ცოდნით უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაო. ის კი არა,მხეცს გიჟივით შეუვარდი,ცოდნით მოათვინიერეო. რუსეთთან ომი საჭირო არ არის,ჯერ ხალხი მზად არ არის არც ფინანსურად და არც მორალურად,უნდა ვისწავლოთ მხეცის მოთვინიერება და მასთან ერთად ცხოვრება. ეს მხეცი დღეს რუსეთია და ხვალ სხვა იქნება,ამიტომ ცოდნას და განათლებას უნდა მიაწვეს ერი. თუმცა რად გინდათ,სისულელეებით გამოუტენეს თავი ახალგაზრდებს და მსგავს გენიოსების აზრებით ზრდიან,ხოდა ლაჩრები ხო არ იქნებიან,რუსეთთან ომი უნდათ. მართალია გირჩის საბუთებით მოძრაობენ,მარა ლაჩრები არ უნდა გამოჩნდნენ და ომი უნდათ. არც ომი იციან,არც იარაღი გვაქვს და არც სამხედრო საქმის ცოდნა. ის დრო რო იყო,მაშინ ხმლებით მიდიოდა ბრძოლა,ახლა? ერთი გადმოგიფრენს სუ-25 და მოგჭამა ჭირი საქართველომ.
2024, 19 ნოემბერი, 7:56
განვიხილოთ,რა ხდება და რატომ უდგება სასიცოცხლო საფრთხე რუსეთს,თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება: ნატო ანუ ამერიკის სამხედრო ბლოკი არის ე.წ. საზღვაო იმპერიის მიერ შექმნილი სამხედრო ბლოკი და თქვენი აზრით,რატომ ქმნიან სამხედრო ბლოკებს,ვის წინააღმდეგ? თუ განვაზოგადებთ,საზღვაო იმპერიის ერთადერთი ინტერესების გადაკვეთის წერტილი აქვს სახმელეთო იმპერიასთან,ამ მომენტში ამ იმპერიის როლს რუსეთი ასრულებს. ამ ორ იმპერიათა ჯახი დიდი ხანია მიმდინარეობს და კიდევ გარგძლედება,ჯერ კიდევ რომის და კართაგენი ებრძოდნენ ერთმანეთს. სად მდებარეობს საქართველო? კავკასიაში ანუ კავკასიის ცენტრია,რომელიც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის გამო,განსაკუთრებით ზღვის და გადასასვლელების გამო. მერედა ყველაზე ჭრელი რეგიონია,ერთი თუ აფეთქდა,მერე მოგჭამა ჭირი რუსეთმა. ამიტომაც აქ არ დაუშვებს დაპირისპირებული სამხედრო ბლოკის შექმნას და მის ბაზას,არც თქვენ არ დაუშვებდით ამას რუსების ადგილას. მერედა,რა გგონიათ რო რუსეთი თუ განადგურდება,საქართველოს პრობლემები გამოილევა? მეტი არ იქნას ასე იყოს. სახმელეთო და საზღვაო იმპერიათა ჯახი სულ მიმდინარეობს,შეიძლება ცოტა ხანი არ იყოს დაპირისპირება,თუმცა ის აუცილებლად მოხდება. მით უფრო რო ჩინეთი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა,ხოდა ის აპირებს რუსეთის ჩანაცვლებას და მასაც დასჭირდება საქართველო და რეგიონი. შესაძლოა ისეთი საფრთხე ჩინეთიდან არ მოდიოდეს,მარა მოდის ამერიკიდან. ამერიკას არანაირად არ აწყობს,რუსეთის კავკასიიდან გაგდება და ჩინეთის ბატონობა. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება თან და მაინც გიჭირთ ამის გააზრება/გაგება. რა გგონიათ,რატომ გვემტერება დასავლეთი? არჩევნების გამო თუ კანონების? არცერთი. ამერიკას არ სურს ჩინეთის შავ ზღვაზე გასვლა და ამით უფრო მისი გაძლიერება. ევროპას კი აწყობს ჩინური ტვირთი და ალტერნატიული მარშუტი,თუმცა მარიონეტულია დღეს ევროპის რეჟიმები.
2024, 19 ნოემბერი, 7:42
არც ისე ჭკვიანია,როგორც ბევრს გონია აქაც და ზოგადადაც. ამ მოკლე ტექსტის წაკითხვაც კი საკმარისია იმისთვის რო ნათელი გახდეს,რა გაქანების კაცი ბრძანდებოდა. ადამიანი სხვა ქვენებს ყოფს მტრებად და მეგობრებად,ხოდა სად არის მისი სიჭკვიანე? დეგრადირებული აზროვნების ხალხისთვის კი იქნება "ჭკვიანი" და მიტომაც იყო საქართველოს საქმე კარგად და არის კიდევ. რა შუასია რუსების მეგობრობა ან მტრობა? რუსებს აქვთ თავიანთი ინტერესები და მის მიღწევას ცდილობენ,ეს ინტერესები ხან ემთხვევა საქართველოსას და ხან არა,უმეტესად არა,თუმცა ხანდახან ემთხვევა კიდეც. მეამიტობა არის იფიქრო რო რომელიმე ერი არის სხვა ერის მტერი,ინტერესების დაპირისპირება წარმოშობს კონფლიქტებს.ამიტომაც უნდა იცოდე შენი ქვეყნის ინტერესები რა არის და ამის მიხედვით აწარმოო პოლიტიკა,მერე აღარ მოგეჩვენებათ ვიღაცა მტრად და ვიღაცა მოყვარედ. თუმცა იმ პირობებში,როცა ადამიანები საქართველოს ინტერესად და მიზნად უსახავენ ევროკავშირს ან ნატოს,მაშინ ძნელია რაიმეს გაკეთება. მიზანი უნდა იყოს არა ევროკავშირში ან სხვაგან გაწევრება,არამედ საქართველოს გაერთიანება და გამდიდრება,ხოლო რომელიმე ორგანიზაცია ამ მიზნების მიღწევის საშუალება.30 წლის განმავლობაში,ერთი საგნობრივი და შინაარსში შემსვლელი მსჯელობა არ ყოფილა ქვეყანაში,სადაც განხილული და გაანალიზებული იქნება რა სარგებელი ან საფრთხე გველის ევროკავშირში ან რა სასიცოცხლო საფრთხე უდგება რუსეთს,თუ საქართველო გაწევრიანდება ნატოში,იყო ესეთი? ხოდა მერე გვიკვირს,რუსეთმა ბომბი გვესროლა და ის ჩვენი მტერიაო.
2024, 19 ნოემბერი, 6:08
ყველაზე ჭკვიანი,ყველაზე დალაგებული,ბრწყინვალე ანალიტიკის და დიპლომატიის უნარით,ფაქტობრივად ილია ჭავჭავაძე -2 უახლეს ისტორიაში რასაც ამბობდა ყველაფერი წინ დაგხვდა...მაგრამ ვინ უსმენდა? 1980-იანების ბოლოს ეიფორიას აყოლილ ხალხს სულ სხვა კუმირები ჰყავდათ და კი წავიტეხეთ ბევრ რამეში კისერი
0 1 5