მოგზაურობა ევროპელი პენსიონერები ახალგაზრდა საყვარლებს აფრიკაში ეძებენ 18 ნოემბერი, 15:42
პენსიონერები ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან ახალგაზრდა საყვარლებს აფრიკაში ეძებენ. ამის შესახებ Daily Mirror წერს.
გამბია, ყოფილი ბრიტანეთის კოლონია, პატარა ქვეყანაა დასავლეთ აფრიკაში და ბოლო 30 წლის განმავლობაში იქცა მდიდარი პენსიონერებისთვის სექს ტურიზმის ცენტრად. ხანდაზმული ქალები, ძირითადად ბრიტანელები, მოდიან იქ სექს-არდადაგებისთვის ან ახალგაზრდა მამაკაცის მოსაძებნად. გამბიაში პროსტიტუცია უკანონოა, ამიტომ ქალები ჩვეულებრივ ყიდულობენ საყვარლებს, იხდიან რესტორნებში ან უგზავნიან ფულს სახლში დაბრუნების შემდეგ. გამბიამ უჩვეულო რეპუტაცია მოიპოვა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთიდან დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა იქ დაიწყეს ფრენა და ტურისტულმა სააგენტოებმა დაიწყეს იაფფასიანი ტურების შეთავაზება. ვინაიდან ეს ღარიბი ქვეყანაა, ადგილობრივი ახალგაზრდები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას ოდნავ გააუმჯობესონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა ხანდაზმულ ევროპელ ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობაში. 2020 წელს დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს სექს-ტურიზმის შესახებ გამბიაში, სათაურით "სექსი პლაჟზე". 2022 წელს, აბუბაქარ კამარამ, ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მოუწოდა „ხარისხიანი ტურისტები“ მოიზიდონ და არა ისინი, ვინც „მხოლოდ სექსისთვის ჩამოდიან“, რადგან მას მობეზრდა გამბიის რეპუტაცია, როგორც სექსუალური ცენტრი მოწიფული ევროპელი ქალებისთვის. ამავდროულად, გამბიაში შემოღებულ იქნა ზომები, რომელიც ხანდაზმულ ქალებს ახალგაზრდა საყვარლების ძებნას უზღუდავს. თუმცა, სიტუაცია არ იცვლება - პენსიონერები, რომლებსაც სიყვარული და ვნება უნდათ, მაინც მოდიან გამბიაში. 630 3-ს მოსწონს
|