შოუბიზნესი კიდევ ერთი ქართველი "ჰოლივუდელი" 2012, 23 ოქტომბერი, 23:54 ალბათ ზოგიერთმა თქვენგანმა იცის ქართველი მსახიობის, დათო ბახტაძის სახელი, რომელიც 17 წელი აშშ-ში ცხოვრობდა და ჰოლივუდშიც მოაწრო გადაღება.თავიდან კარიერა რეკლამებით დაიწყო, შემდეგ კი ეკრანზეც მოხვდა.თავდაპირველად მან ითამაშა ფილმში "CRASH", რომელშიც სანდრა ბალოკი მონაწილეობს.ფილმმა სამი ოსკარი აიღო საუკეთესო სცენარის, ფილმისა და რეჟისურის ნომინაციაში. 2011 წელს უკვე მთავარი როლი შეასრულა ეკრანიზაციაში "THE DARKEST HOUR", რომელშიც პარტნიორობას ემილი ჰირში და რეიჩელ ტეილორი უწევდნენ, თუმცა მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილია 2008 წელს გადაღებული "WANTED" სადაც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, 2011 წელს დათო თავისი ოჯახით საქართველოში დაბრუნდა, რასაც არ ნანობს, რადგან მისი თქმით, საზღვარგარეთ წასულ ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. 164 5-ს მოსწონს
|