პოეზია "ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ.." - ნატო გელაშვილის ახალი ლექსი, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა 16 ნოემბერი, 14:13 ნატო გელაშვილს საზოგადოება იცნობს ისეთი ცნობილი სიმღერებით, როგორიცაა „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“ და სხვა. ამ დღეები კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ქართველი კომპოზიტორის, პოეტის და ავტორ შემსრულებელის ნატო გელაშვილის ახალი ლექსი, რომელსაც ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს. ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ..
ყელთან მომადგეს გული ბრაგუნით..
მიყვარდეს ცამდე…მიყვარდეს ისე,
რომ სულში ატყდეს …აურზაური..
ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ..
თვალებში ჩადგეს სხივი ..ნათების,
დაღამდეს ფიქრში…ლოდინით გზისკენ,
გათენდეს დილა გამონათების…
ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ,
ისე მიყვარდეს, როგორც ოდესღაც…
რომ დანახვისას დავმუნჯდე მყისვე,
რომ ჩახუტების მკლავდეს ოცნება…
ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ…
თუმცა კი ვიცი..გავუძლებ ვერას..?!
ქარიშხალივით მოვარდნილ ზვირთებს,
ქარიშხალივით მოვარდნილ სევდას..
და მაინც მინდა…მიყვარდეს ისევ..
მესმოდეს სუნთქვა ჩქარი და წრფელი,
რომ მთელ სხეულში ჟრუანტელს მგვრიდეს
მისი თვალების სიღრმე და ფერი…
და მაინც მინდა….მიყვარდეს ისევ…
დავამარცხებდი შიშს და ზმანებას.,
რომ კიდევ ერთხელ შემეგრძნო სულში
მე სიყვარულის შემობრძანება…….
და მაინც მინდა…. მიყვარდეს…ისევ..
მიყვარდეს ჩემთვის…თუნდაც, …არ თქმულად…
რომ დარჩენილი სიცოცხლე ღირდეს
ამ სიყვარულის დღესასწაულად
63 2-ს მოსწონს
|