საქართველო "ძალიან გოიმები და უთავმოყვარეოები ხართ მეგობრებო" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი 15 ნოემბერი, 17:52 "ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩეგოლეიშვილი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"აფხაზეთში მიმდინარე პროტესტით უთავმოყვარეო აღფრთოვანებისას გაითვალისწინეთ, რომ ეგ საზოგადოება აპარტეიდის რეჟიმში აცხოვრებს გალელ ქართველებს და ეს მათ ღირსებას არ შეურაცხყოფს - ამაზე არცერთი პროტესტი არ ყოფილა.ძალიან გოიმები და უთავმოყვარეოები ხართ მეგობრებო."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაცია კვლავ მძიმეა. ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, სადაც "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება. სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ აქციის მონაწილეები. ე.წ. სხდომას 21 "დეპუტატი" ესწრება. დემონსტრანტებმა ღობე შეანგრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. სწორედ ამის შემდეგ გამოიყენებს ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.ცნობისათვის, "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის მხოლოდ 5% იქნება. ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტის საზიანო იქნება ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის მის უსაფრთხოებას.მანამდე, 11 ნოემბრის ღამეს ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს. როგორც დაკავებული ოპოზიციონერების მხარდამჭერები აცხადებდენ, დაკავებების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერები რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო ხელშეკრულების" რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან, რომლის რატიფიცირებასაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს. დაკავებულები პროტესტის ფონზე 12 ნოემბერს გაათავისუფლეს.290 შეფასება არ არის |