x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენ კაცობრიობის მეხუთე ვერსია ვართ...

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, აცტეკების კოდექსის შესწავლისას, მეცნიერებმა კაცობრიობის ხსენების 5 სხვადასხვა ფაქტი აღმოაჩინეს. ფაქტობრივად, ძველმა ინდიელებმა დაუშვეს, რომ ჩვენი ცივილიზაცია, მეხუთე იყო პლანეტაზე. საიდან ჰქონდათ მათ ეს ინფორმაცია, ან რატომ მეხუთე, და არა მესამე, ან მეშვიდე?


image


არც ოფიციალურ მეცნიერებას და არც არქეოლოგებს, ჩვენს გარდა, სხვა ცივილიზაციის არსებობის, რაიმე სახის მატერიალური მტკიცებულება არ გააჩნიათ. თუმცა, მატერიალურის გარდა, არსებობს სხვა წყაროებიც:

მაგ., ინდოეთშიც სჯერათ, რომ თავდაპირველად, დედამიწაზე, მხოლოდ ღმერთები ცხოვრობდნენ და ეს I ცივილიზაცია იყო. შემდეგ, მათ, უძლიერესი მონები შექმნეს, რომლებიც ღმერთების ყველა დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ. მაგრამ, რაღაც მომენტში, ისინი კონტროლიდან გამოვიდნენ... და ღმერთების ძალაუფლება დასრულდა.

ამის შემდეგ, დადგა II ცივილიზაციის ეპოქა. რომელსაც დიდი განსაცდელი ელოდა – დედამიწაზე ნახევარღმერთებსა და დემონებს შორის, ომი დაიწყო... და ამ დაპირისპირების დროს, ცივილიზაცია. ხოლო, მის ნანგრევებზე, წარმოიქმნენ ლემურიელები – 14 მეტრიანი გიგანტები და ეს იყო III ცივილიზაცია. მაგრამ, არაფერია მარადიული ამ ქვეყანაზე... კატაკლიზმის შედეგად, ისინიც დაიღუპნენ. ამის შემდეგ, დედამიწას ჰიპერბორეელები და ატლანტები იყოფდნენ და ეს იყო IV ცივილიზაცია. მათი დაპირისპირება კი, ორმხრივი განადგურებით დასრულდა... და წარმოიქმნა V (ჩვენი) ცივილიზაცია.

იმის შესახებ, რომ კაცობრიობა, დედამიწაზე არსებული ცივილიზაციების V ვერსიაა, ტიბეტელი ბერებიც საუბრობენ. მათი აზრით, პირველი ორი – ენერგეტიკული იყო, ხოლო მესამე – მატერიალური. ისევე როგორც ინდოელები, ტიბეტელი ბერებიც ამტკიცებენ, რომ მესამე ცივილიზაცია კატაკლიზმებს შეეწირა... ხოლო, ჩვენი წინამორბედი – ომების შედეგად დაიღუპა.

ავსტრალიელი აბორიგენები, რომლებიც ბოლო 2 მილიონი წლის მანძილზე, ავსტრალიის სტეპებში ცხოვრობენ, საკუთარ თავს «გონების V მატარებელს» უწოდებენ. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ მეხუთე? მათ ასეთი რამ თქვეს: «მთები, ტყეები და ზღვები, ოთხი წინა სამყაროს ნაშთებზე დგას, რომლებიც შესაბამისი გონების მატარებლების ზეგავლენით ჩამოყალიბდა». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობდნენ სხვა გონიერი არსებები, რომლებიც სამყაროს «ფორმირებას» ახდენდნენ... და ამას აბორიგენები ამბობენ, რომლებიც, ქვის ხანის პირობებში ცხოვრობენ.

ავღანეთში კი, 5 რასის ძეგლი იყო, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გაანადგურეს. ის ბამიანის ხეობაში მდებარეობდა და 5 ქანდაკებისგან შედგებოდა: ყველაზე დიდის სიმაღლე – 52 მ. იყო, მეორე – 36 მ, მესამე – 18 მ, მეოთხე – 3 და თანამედროვე ადამიანი. ძეგლის შექმნის ორი ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით, – ეს ბუდას ხუთი ქანდაკება იყო, ხოლო, მეორეს ვერსის თანახმად – ის 5 ცივილიზაციას ასახავდა.

დასკვნა კი ასეთია: გეოლოგიურმა პროცესებმა არაერთხელ შეცვალა დედამიწის იერი. ხმელეთის დიდი ნაწილი წყალში დაიძირა და პირიქით, ოკეანის სიღრმეებიდან, ახალი ტერიტორიები ამოვიდა. ამ პროცესებთან ერთად, ქრებოდა ძველი ცივილიზაციების კვალი და მის ადგილზე, ახალი წარმოიქმნებოდა...

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 30-50 ათასი წლის შემდეგ, თანამედროვე ქალაქებს ბიოსფერო გაანადგურებს. ხოლო, 100 ათასი წლის შემდეგ, პლანეტაზე ჩვენი ყოფნის კვალი თითქმის არ იქნება... შესაძლოა, მხოლოდ პირამიდები დარჩეს! და რა უნდა ვთქვათ მილიონობით წელზე? ასე, რომ, იმის მტკიცება, რომ კაცობრიობა – პირველი გონიერი ცივილიზაცია პლანეტაზე, ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა სამყაროში, რომელზეც სიცოცხლე არსებობს...


imageარხის სხვა სიახლეები:


* მონიკა ბელუჩის მიერ შექმნილი 15 ყველაზე შთამბეჭდავი სახე

* უცნაური ფოტოსურათები XIX საუკუნის არქივებიდან (უცხოპლანეტელები და რობოტები)

* არეულობა ზოოპარკში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0