ტენდენციები 20+ იდეა საშემოდგომო მანიკიურისთვის - თქვენს ფრჩხილებს საუცხოოდ გამოაჩენს 13 ნოემბერი, 19:43 ახლა მოდაშია პრიალა მანიკიური კაშკაშა ბზინვარებით, რომელიც მდიდრულად გამოიყურება. ეს ტრენდი ფრჩხილებზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს „სალონიდან ახალი გამოსული“ ხართ. გადავხედოთ, რას გვთავაზობს სილამაზის ინდუსტრია. ბოლოს გაჩვენებთ ზამთრის მანიკიურის რამდენიმე ჰიტ იდეას. ბზინვარება და ბრჭყვიალი ნაზი ქრომირებული მანიკიური „მდიდარი გოგოს“ სულისკვეთებით ვერცხლისფერი სეზონის ჰიტია „მინისებრი ფრჩხილები“ - მანიკიური შექმნილია ფენის დადებით, კაშკაშა ბზინვარების და მინის სიღრმის და გამჭვირვალობის მისაღწევად. ეს ფრჩხილებს „ძვირადღირებულ“ იერს აძლევს, მაგრამ ამ ტრენდის პოპულარობა მის უნივერსალურობაშიც იმალება. შემოდგომის ბინდისფერში თუ წინა ვარიანტები თქვენი არ არის, მეტ-ნაკლებად კლასიკურ დიზაინს გადახედეთ. 2024 წლის შემოდგომის მოდური ფერები არის ღრმა წითელი და ყავისფერი. შთაგონება შეგიძლიათ იპოვოთ შემოდგომის ფოთლების და თუნდაც ყავის პალიტრაში. მისაღებია მწვანე ან ლურჯი აქცენტები. ღრმა, მუქი და საოცრად მიმზიდველი ფრჩხილები გლინტვეინის ფერში - მეწამული წითელი საოცრად გამოიყურება ყავა ნაღებით - დიზაინი ყავაში დამატებული ნაღების სახით, რომელსაც შემოდგომის გრილ დღეს სვამთ ვარიაცია თემაზე შინდისფერი დეტალით კიდევ ერთი მანიკიური „ყავისფერში“ ყვავილები და ფოთლები ყვავილოვანი ფრჩხილები 2024 წლის ჰიტია. ყვავილები შემოდგომასთან არ ასოცირდება, მაგრამ ტრენდის პოპულარობა არ იკლებს. ასე შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ფრენჩი 2024 წლის ჰიტი, შოკოლადისფერი, იდეალურად გამოიყურება ნაზ ვარდისფერთან ერთად ტალღები
ფირუზისფერი ვარდისფერთან ერთად ოქროსფერი აქცენტი ყურადღებას იქცევს კუს ბაკნის მსგავსი დიზაინი
ცხოველური პრინტი მოდაშია. კუს ბაკნის მსგავსი დიზაინის რამდენიმე ვარიანტი შინდისფერთან ერთად იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს წითელი შემოდგომის ფრენჩი შემოდგომის მყუდრო განწყობისთვის უჩვეულო ფრენჩი შემოდგომით შთაგონებული აი, ეს გული ნამდვილად იქნება ყურადღების ცენტრში შრომატევადი პროცესია, მაგრამ ძალიან ლამაზი მაქსიმალიზმი მაქსიმალიზმი ასევე პოპულარულია ამ შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, ასეთი დიზაინი არ არის ყოველთვის გონივრული, მაგალითად, როცა სამსახურში მკაცრი დრესკოდია. მაგრამ თუ ყველაფერი რიგზეა, რატომაც არა? მოდაშია არა მხოლოდ ბაფთები, არამედ ხილიც კომბინაცია კუს ბაქნის დიზაინთან ერთად ბონუსი: ზამთრის მანიკიური ნახეთ, რა ნაზად გამოიყურება ფიფქები ფრჩხილები მათთვის, ვინც უკვე იგრძნო საახალწლო განწყობა ასევე დაგაინტერესებთ: მემანიკიურე გვიჩვენებს, როგორი დიზაინი მოსწონს სხვადასხვა პროფესიის კლიენტებს მანიკიურის 10 აქტუალური ტრენდი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრები იკეთებენ მანიკურის 25 ლამაზი იდეა სპეციალურად მოკლე ფრჩხილებისთვის საოცარი ქლიავის ფერი მანიკიურის 20 იდეა - ყველაზე გაბედულებისთვის სილამაზის სალონის მფლობელი ყოველდღიურ ცხოვრებაზე იუმორისტულ კომიქსებს ხატავს 35 შეფასება არ არის |